chapter 8

765 51 3
                                    

--------
ჰარის ხედვით.
- ჰარი... ჰარი დარჩი.
ამ სიტყვების გაგონებაზე, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს თავიდან დავიბადე... თავიდანვე მქონდა იმედი, რომ მაპატიებდა, მაგრამ ეს იმედი ძალიან მცირე იყო და ახლა, როცა თვითონ მან თქვა, რომ უნდოდა დავრჩენილიყავი, მას აღარასდროს დავტოვებ.
ანასკენ შევტრიალდი, პირდაპირ თვალებში მიყურებდა, მისი ზღვისფერი თვალები საშუალებას არ მაძლევდნენ თვალი მომეშორებინა, მივუახლოვდი და გულში მაგრად ჩავიკარი.
- აღარ გაგიშვებ, აღარასოდეს... - ყურში ჩავჩურჩულე და ვიგრძენი, რომ გაეღიმა.
- ახლა კი სახლში შევიდეთ, არ მინდა გაცივდე. - ვუთხარი მზრუნველად და სახლში შევედით.
ანას სახლი საკმაოდ ლამაზი იყო, სახლში შესვლისთანავე ჩემი ყურადღება ლამაზმა ნახატებმა მიიქციეს.
- ეს შენ დახატე? - ვკითხე გაოცებულმა.
- ვცდილობ. - მითხრა და გამიღიმა.
- ანა, ეს უბრალოდ შესანიშნავია.
მან გამიღიმა და თავი მორცხვად დახარა.
- ფილმს ვუყუროთ? - მკითხა და თვალები აუციმციმდა.
- რა თქმა უნდა.
ვიფიქრე რამე რომანტიკას ჩართავდა და მომაბეზრებელი ფილმის ნახვა მომიწევდა, მაგრამ შევცდი და ძალიან გამიკვირდა, როცა "შიმშილის თამაშები" ჩართო. გაკვირვებულმა შევხედე, მან კი უბრალოდ გამიცინა, ჩემს გვერდით ჩამოჯდა და ფილმის ყურება დაიწყო. მგონი სულ დაავიწყდა ჩემი არსებობა, ფილმს გატაცებით უყურებდა, მე კი ფილმისთვის არც კი შემიხედავს, მის ლამაზ თვალებს ვუყურებდი. ცოტა ხანში, შევამჩნიე, რომ თვალები ეხუჭებოდა, თავი მხარზე დამადო და ჩაეძინა.

ანას ხედვით.
დილით ჩემს საწოლში გავიღვიძე, წამოვდექი, შხაპი მივიღე და ჩაცმას შევუდექი. შემოდგომა იყო და გრილოდა, ამიტომ შავი შარვალი, მწვანე, ოდნავ თხელი ნაქსოვი სვიტრი და შავი კედები ჩავიცვი და დაბლა ჩავედი. კიბეებზე რომ ჩავდიოდი გამეღიმა... დივანზე ჰარი იწვა და მშვიდად ფშვინავდა, კულულები სახეზე ჩამოჰყროდა და ლოყები ასწითლებოდა. სამზარეულოში შევედი და ომლეტის მომზადება დავიწყე, როცა ტელეფონის ხმა გაისმა. ჯანდაბა... ყოველი დილა, როგორ უნდა გამიფუჭონ...
- გისმენთ.
- ანა, სასწრაფოდ ბაზაზე მოდი.
- კი მაგრამ...
- ანა, ეს აუცილებელია...
- კარგი, მოვდივარ.
ტელეფონი გავთიშე და თავი გავაქნიე. ჰარის ისევ ეძინა, გაღვიძება არ მინდოდა, ამიტომ ტყავის ქურთუკი შემოვიცვი და წამოვედი.

forever together(h.s. georgian fanfiction)(დასრულებულია)Where stories live. Discover now