ᣌ 1

76 3 0
                                    

ჰეეეით
როგორ ხართ??
ეს ალბათ ჩემი პირველი და  უკანასკნელი ფიკია.. ნუუ იმიტო რომ საშინლად არ მიყვარს ჩემი დებილობების გასაჯაროვება მაგრამ ამ ერთ დებილობაში იმდენი დრო და ნერვები დავხარჯე რომ ვიფიქრე რომ დავდო არავინ დამადგება თქო. ხოო და კიდე აქვე მინდა მადლობა გადავუხადო მათ ვინც ამ ფიკის შექმნაში და შემდეგ დამუშავებაში დამეხმარა თითო დეტალითაც კი. მიყვარხართ გაფასებთ... ხო და ახლა რა მინდოდა მეთქვა. ძალიან გთხოვთ ნუ იქნებით კრიტიკულები და თუარ მოგეწონებათ უბრალოდ მითხრათ რომ მეც აღარ გავაგძელო დადება. უკვე მიყვარხართ თქო ვერ ვიტყვი იმიტო რომ ტყუილი გამომივა.. ძაან გამიგრძელდა ლაყბობა და ბოლოს გეტყვით რომ ახალი თავები დაიდება (თუ გაგრძელდა რათქმაუნდა ეს თქვენზეა დამოკიდებული) ყოველ ოთხშაბათს და კვირას დღის რომელიმე მონაკვეთში. ახლა კი შეგიძლიათ ,,დატკბეთ" პირველი პატარა თავით. (ფიკი სცენარის სტილშია..)


თვალს ახელ თუ არა მაშინვე თეთრი განათება თვალს გიბრმავებს. თეთრ პირბადიანი ხალხი თავს დაგტრიალებს და გრძნობ როგორ აწვალებენ შენს სხეულს. მაგრამ მათი შეხება არაფერი იმასთან რასაც შენ ახლა შინაგანად გრძნობ...

3 თვის შემდეგ

ყველაფერს დაბუნდულს ხედავ ვერავის სახეს არჩევ, საშინელი ხმაურია, მუსიკის ხმა კი უკვე ყურებს გატკიებს მაგრამ იქამდე სვავ სანამ ცუდად არ ხდები და არ ითიშები...

-გოგონა ბოლო გაჩერებაა.
გაღვიძებს უცნობის ხმა და მხოლოდ მაშინ ხვდები რომ გაჩერებას გაცდი. ყურსასმენს იხსნი და ტელეფონზე ამოწმებ რომელი საათია და მაშინ ხვდები რომ გაგვიანდება და სასწრაფოდ ჩადიხარ ტრანსპორტიდან. მალე უნივერსიტეტსაც უახლოვდები და ცდილობ თავი მოიწესრიგო და დაღლილობა არ შეგეტყოს რადგან ძალიან ბევრი ირბინე თანაც დღეს პირველი დღეა. შესასვლელში ბარათს ატარებ შემდეგ კი დაცვა გეკითხება შენს ვინაობას შენ კი პასუხობ:

 შესასვლელში ბარათს ატარებ შემდეგ კი დაცვა გეკითხება შენს ვინაობას შენ კი პასუხობ:

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

ამელია, 17 წლის, ვეტერინარიული ფაკულტეტიდან.

ის შენს ბარათს ათვალიერებს შემდეგ კი უფლებას გაძლევს წახვიდე. სასწრაფოდ საპირფარეშოს ეძებ რათა თავი მოიწესრიგო და ლექციაზე მოწესრიგებული შეხვიდე. სარკეში ჩახედვის დროს ფიქრდები თუ რატო დაინტერესდა დაცვა შენი ვინაობით ნუთუ ასე ცუდად გამიყურები? ამაზე ფიქრის დრო არ გქონდა სასწრაფოდ ამოიღე ტელეფონი და დარბაზის ნომერი შეამოწმე და მოძებნა დაიწყე. ძლივს მიაგენი და შესვლის წინ ღრმად ამოისუნთქე შემდეგ კი დარბაზში შეხვედი. ყველა შენ მოგაშტერდა,ლექტორი გაჩუმდა, რამოდენიმემ ერთმანეთს რაღაცა გადაუჩურჩულეს და შემდეგ გაიცინეს. მოკრძალებულად ამბობ:
-უკაცრავად, შეიძლება?
ამაზე კი მათ უფრო ეცინებათ. ალბათ ეს იმის ბრალია რომ კორეული ცუდად იცი და აქცენტიც არ გაქვს მაგრამ ამაზე არ ნერვიულობ მხოლოდ ლექტორისგან ელოდები პასუხს რომ ადგილი დაიკავო.
- დიახ, დაბრძანდი
თავისუფალ ადგილს ეძებ და მისი მიმართულებით მიდიხარ შემდეგ კი სასწრაფოდ იწყებ მოწესრიგებას.

____________
და აიიი ესეც პირველი თავი.. ყველა ემოცია გამოხატეთ.. რა მოგეწონათ რა არ მოგეწონათ.. თქვენი აზრით როგორ გაგრძელდება... ან როგორ გინდათ რომ გაგრძელდეს... ძაან ვნერვიულობ ამ ყველაფერს რომ ვწერ მაგრამ თქვენი იმედი მაქვს და თქვენც გქონდეთ ჩემი იმედი.. აბაა მომავალ შეხვედრამდე♡♡

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Sep 25, 2019 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

Breath InWhere stories live. Discover now