თავი 2

30 2 0
                                    

 -  ალბათ ხვდებით რომ აქ,ჩვენს კლინიკაში მოხვედრა თქვენს ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი მომენტია?ჩვენ რომ არა ვერ გადარჩებოდით,-ჩემს წინ ახალგაზრდა ქალი იჯდა და ტიკტიკებდა,თან ჩემს გასაწერად საჭირო საბუთებს აწესრიგებდა,მისი წვრილი ხმა თითქოს ტვინს მიბურღავდა,ერთი სული მქონდა აქედან გამეღწია-ხელი მოაწერეთვაქ და  აქ -ფურცლები მომაწოდა-თქვენი მკურნალობისთვის ყველანაირი ხარჯი საკურა პარკის დირექტორმა ვაიღო,ასე რომ იღბლიანი ხართ,გახსოვდეთ თქვენი ცხოვრების საუკეთესო მომენტი ჩვენ გვიკავშირდება-გოგონამ ფურცლები გამომართვა,გამიღიმა და წავიდა .....  ცხოვრებაში ბევრი კარგი მომენტი არ მქონია,ბავშვობა ბავშვობის გარეშე,და უცებ დიდი გავხდი..ოთხი წლის ვიყავი დედამ თავი რომ მოიკლა,მიზეზი ყველასთვის უცნობი იყო,ერთ დღეს როცა მე საბავშვო ბაღში და მამა კი სამსახურში გაგვისტუმრა,სახლი მოაწესრიგა,არეცხი დარეცხა,დააუთავა,ერთი  თვის კომუნალური გადასახადები წინასწარ გადაიხადა,მაღაზიაში იყო ,სურსათი შეიძინა,მაცივარი გაავსო,რამდენიმენაირი სადილი და მამაჩემის საყვარელი კექსი მოამზადა,ჩემთვის და მამაჩემისთვის დაკრძალვაზე ჩასაცმელი ტანსაცმელი გაგვიმზადა,მთელი თავისი ტანსაცმელი კარადიდან გამოიღო და ჩემოდნებში ჩაალაგა,თვითონ ყველაზე ლამაზი კაბა ჩაიცვა,მაკიაჟი გაიკეთა , საწამლავი და მთელი ფლაკონი  ძილის წამალი დალია , საწოლზე დაწვა და დაიძინა..მამას ძალიან ვუყვარდით,სულ იმაზე ფიქრობდა ჩვენ რა გვინდოდა,ყოველ საღამოს
სამსახურიდან რომ  წამოვიდოდა,მე საბავშვო ბაღიდან გამომიყვანდა,შემდეგ იქვე ქუჩის კუთხეში ყვავილების თაიგულს ყიდულობდა,მაღაზიაში დედას საყვარელ ნამცხვრის ნაჭერს და სახლის კარებში შემოგებებულ დედას ცალი ხელით ხელში აიყვანდა ვნებიანად აკოცებდა,თითქოს მთელი თვე არ ენახა,შემდეგ ყვავილებს და ნამცხვარს  მიართმევდა,დედა ამაზე მხიარულად გაიცინებდა და თვითონ კოცნიდა ქმარს,შემდეგ კოსტულის გახდაში ეხმარებოდა და გაშლილ სუფრასთან დასვამდა სავახშმოდ მე კი ჩემს ოთახში ამიყვანდა,მკოცნიდა,თანსაცმელს გამხდიდა,მაბანავებდა,საშინაო ტანსაცმელს ჩამაცმევდა და დაბლა მამასთან ჩამიყვანდა რომ დესერტი ყველას ერთად გვეჭამა,მამას შავ ყავას უდუღებდა,თვითიონ რძიან ყავას სვამდა ,ჩემთვის კი რძე მოჰქონდა.მამა ადვოკატი იყო,ვახშმის შემდეგ თავის კაბინეტში შედიოდა სამუშაოდ,დედა მე დასაძინებლად წამიყვანდა,კბილებს გამახეხინებდა და დამაწვენდა,ვარსკვლავებიან ღამის ნათურას ჩამირთავდა და ზღაპარს მიკითხავდა სანამ მთელი დღის თამაშით დაღლილს არ ჩამეძინებოდა..ამასობაში მამა თავის საქმეს ამთავრებდა ,ორივე ერთად დასხდებოდნენ და საყვარელ ფილმს უყურებდნენ ან აივანზე ისხდნენ და ჭიქა ღვინოს შეექცეოდნენ და ვარსკვლავებს უყურებდნენ,ხანდახან კი მამა და დედა ტანგოს ცეკვავდნენ,ერთმანეთი  იტალიაში გაიცნეს,კაფე ,,ტანგო,,ში სადაც ნებისმიერ მსურველს შეეძლო ტანგოს  პირველი  გაკვეთილი მიეღო და ცეკვა შეეყვერებინა,მამა იქ მივლინებით იყო სამსახურიდან,კაფეში ყავის დასალევად შევიდა,დედა კი მამიდას ახლდა,რომელიც იტალიაში ასევე სამსახურიდან იყო წასული და გადაეწყვიტა ძმიშვილიც წაეყვანა საოცარ ქალაქში..სწორე იქ გაიცნეს და პირველი დანახვისთანავე შეუყვარდათ ერთმანეთი...დედას ცეკვა ძალიქნ უყვარდა,მამას კი დედა უყვარდა ძალიან და მიუხედწვად იმისა რომ დედას ცეკვის დროს სულ ფეხზე აბიჯებდა დედა მაინც სულ იცინოდა და მხიარულად ბრუნავდა მუსიკის რიტმზე...მისი სიკვდილის შემდეგ ჩვენი სახლი დადუმდა,მე და მამა ფეხაკრეფით დავდიოდით,აღარც ტელევიზორი,აღარც მუსიკა,მამა დედის ნაყიდი ფირსაკრავი სარდაფში ჩაიტანა,აღარც ყოველ საღამოს მოტანილი თაიგული და ნამცხვარი..მე გავიზარდე,ერთ დღეში დიდი გავხდი,დიდი გოგო რომელიც ბაღში დილით ბაღის მაწწავლებელს მიყავდა,რომელიც ჩვენს გვერდით სახლში ცხოვრობდა,ბაღიდან ბაღის ავტობუსს მოყავდა,ძილის წინ რძეს თვითონ სვამდა,კბილებს იხეხავდა და ზღაპრისა და ვარსკვლავებიანი სანათის გარეშე იძინებდა.მამა თავისთვის ცხოვრობდა ,სამსახურში დადიოდა ,მთელ დღეს იქ ატარებდა,სახლში გვიან ღამით მოდიოდა,ჩემს ოთახში შემოიხედავდა,შუბლზე მაკოცებდა გამიღიმებდა და გავიდოდა,თავის კაბინეტში დილამდე რჩებოდა,მე რომ ვიღვიძებდი უკვე სამზარეულოში იყო ,თავისთვის ყავას იდუღებდა,ჩემთვის თბილი რძე ჰქონდა გამზადებული,თავზე ხელს გადამისმევდა,შუბლზე მაკოცებდა და გარეთ გამიყვანდა,მეზობელ მასწავლებელს ჩემს თავს ჩააბარებდა.ბაღისკენ მიმავალი უკან რომ მოვიხედავდი ვხედავდი მამა როგორ იდგა აივანზე და ნაღვლიანად მიყურებდა. კვირაში ერთხელ ბებია მოდიოდა ჩვენთვის სურსათი მოჰქონდა,სახლს ალაგებდა,სარეცხს გვირეცხავდა და საღამოს მიდიოდა,ჩვენთან  ვერ რჩებოდა,სახლში ავადმყოფი ყავდა მოსავლელი,მამაჩემის ძმა,რომელის ინვალიდი იყო , საწოლს იყო მიჯაჭვული და მარტო ვერ ტოვებდა,ვერ ჩემს წაყვანას ახერხებდა. ასე ვცხოცრობდით ,თვეები თვეებს მისდევდა დედის გარდცვალებიდან ერთი წლის შემდეგ კი მამა სამსახურიდან წამოვიდა,სულ სახლში იყო,სულ თავის კაბინეტში იჯდა,მთელი დღე სიგარეტს ეწეოდა,ერთ დღესაც როდესაც ბაღში უნდა წავსულიყავი მამა სამზარეულოშიბარ დამხვდა, გამიკვირდა,არც რძე გაეთბო ჩემთვის ,არც თავისი ყავა მოედუღებინა,კიბესთან მასწავლებელი მელოდებოდა,მამაჩემი მოიკითხა,ვუთხარი არ მინახია მეთქი,გაუკვირდა,გარეთაც არ დამინახიაო,სახლში შევიდა,მამის კაბბინეტის კარზე დააკაკუნა მაგრამ არავინ უპასუხა,კარი ვერ გააღო,შიგნიდან იყო ჩაკეტილი,მეუღლეს დაუძახა,რამდენიმე მეზობლის კაცი შემოვიდა,კარი როგორც იქნა გააღეს და მამა იპოვეს,თავის სავარძელში იჯდა ...მკვდარი...მასაც ის წამალი დაელია რომელიც დედამ დალია,საწერ მაგიდაზე ფურცელი იდო ,ზედ ერთადერთი სიტყვა ეწერა - მაპატიე...მამა ჩუმად იჯდა ,თვალებ დახუჭული,მასწავლებელმა სწრაფად ამიყვანა ხელში და გარეთ ,აივანზე გამომიყვანა,სახლში ხალხმა დაიწყო შესვლა,მივხვდი რომ რაღაც ისეთი მოხდა რამაც ადრე დედა მომპარა, შემეშინდა,სიცივემ დამიარა ტანში,მახსოვს მასწავლებელს ვუყურებდი ,ის ტიროდა ცრემლები მოსდიოდა ისე როგორც ადრე დედა რომ იპოვეს,მაშინაც ყველა ტიროდა და  სწორედ მაშინ მივხვდი რომ ამჯერად მართლა გავიზარდე,მივხვდი რომ გასაზრდელად ასაკი კინარა გარწმოება იყო საჭირო,მივხვდი რომ მარტო დავრჩი,და შემეშინდა,არ მინდოდა გაზრდა,უმამოდ არ მინდოდა,კისი თბილი ღიმილის გარეშე არ,მინდოდა და მე გავიქეცი ,ქუჩაში მთელი ძალით გავრბოდი ,მეგონა თუ შორს გავიქცეოდი მამა დამედევნებოდა,აღარ მიმატოვებდა,გავრბოდი იდა ბოლოს დაღლილი იმ ყვავილების მაღაზიის  წინ გავჩერდი სადაც მე და მამა ადრე ყოველ დღე ახალ ყვავილებს ვყიდულობდით ,ძალა გამოლეული პატარა ხის სკამზე დავჯექი,თვალები მტკიოდა მაგრამ მაინც ვტიროდი,ცრემლები მომდიოდა და უცებ ჩემს წინ პატარა ბიჭი გაჩერდა,ბიჭი ჩემზე ოდნავ დიდი იქნებოდა,სიბრალულით მიყურებდა,უცებ ჩემი ხელი აიღო და ხელში ერთი ცალი  გვირილის ტოტი მომაწოდა,დიდი ,ლამაზი გვირილა იყო,ყვითელი გულით,ფრთხილად მომიახლოვდა ,ლოყაზე სწრაფად მაკოცა და ასევე სწრაფად ყვავილების მაღაზიაში გაუჩინარდა,მახსოვს ისე გამიკვირდა და მისმა კოცნამ ისე დამამშვიდა რომ ტირილიც კი შევწყვიტე,-ანნა-ჩემი სახელი გავიგე და მასწავლებელიც დავინახე-გიპოვე,ძლივს გიპოვე- ქალმა ხელში ამიყვანა,თან ტიროდა და თან გულში მიკრავდა,სწორედ მაშინ მივხვდი რომ გაზრდა არ მინდოდა,არც სახლში მინდოდა,არაფერი მინდოდა,მხოლოდ იმ პატარა ბიჭთან თამაში მინდოდა ცხოვრებაში პირველი ყვავილი რომ მაჩუქა...

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Jul 08, 2019 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

40 დღეWhere stories live. Discover now