წვიმიან ამინდს დავემსგავსე...

162 17 0
                                    

წვიმიან ამინდს დავემსგავსე...
ვიღრუბლები...
ცოდვებს ცრემლებს ვაყოლებ და ივლისის წვიმაში ვიფერფლები.
ძალიან მწარე მეგონა ტირილით გამოწვეული თვალების სიწითლე, მაგრამ ახლა ვეღარაფერს ვგრძნობ.
   მხოლოდ ერთი რამ მინდა...
მინდა დავჯდე ცივ იატაკზე და ჩემივე თავი გამოვიგლოვო უშენობასთან ერთად.
ჩემს გვერდითაც, რომ იჯდე და ცდილობდე ჩემს დამშვიდებას მე მაინც გამოვიგლოვებ უშენობას.
წვიმიან ამინდს დავემსგავსე...
თვალები წყლიანი ბუთულებით მაქვს სავსე და თითქოს მიწა იხსნება
ჩემი სული თვალებიდან იხედება და
გებრალები...
გებრალები რადგან ავადმყოფი სულის პატრონი ვარ,
ძალიან დიდი ხანი ვცდილობდი შენთვის ჩემი ავადმყოფობის დამალვას და როცა შეგხვდებოდი თვალებს დაბლა ვხრიდი და ხშირად იმდენად ძლიერად ვაჭერდი ერთმანეთს, რომ მეგონა ვეღარ გავახელდი.
ახლა კი რადგან თვალებმა მაინც მიღალატა და დაგანახა ჩემი სული,
შეგიძლია წახვიდე და მთელი ცხოვრების მანძილზე გებრალებოდე.
სიბერისას როცა შენი მუხლები კანკალს დაიწყებენ ბუხართან დაჯდები და შვილიშვილებს მოუყვები
ჩემი ავადმყოფი სულის შესახებ, იმასაც ეტყვი როგორ გიმალავდი ამას და ერთ დღესაც როგორ გაიხსნა მიწა და დაინახე ჩემი ავადმყოფი სული.
წვიმიან ამინდს დავემსგავსე და ჩემი თავში ვწვიმდები...
თითქოს ყველაფერი დავიჯერე,
თითქოს აღარ მეშინა ჩემი თვალების საიდანაც წყლის ლაქებიანი ბურთულები გორდებიან.
თითქოს არაფერი გაგიგია ჩემი ავადმყოფი სულის შესახებ და არ გინახავს როგორ გაიხსნა მიწა ჩემს თვალებში.
დავიჯერე თითქოს აღარ გებრალები და აღარ მიდიხარ,
თითქოს ყოველი შეხვედრისას თვალებში გიყურებდი და არ მეშინოდა, რომ დაინახავდი მათში ჩაკეტილ პაწია ბეღურას, რომელსაც ფრთები დააჭრეს და ჩემს თვალებში მიუჩინეს ადგილი,
დავიჯერე თითქოს არასოდეს არ გინახავს ჩემი პატარა ფერადი პეპლები, ჩემს სულში რომ დაიდეს ბინა, მე ხომ სწორედ მათ გამო მეძახიან სულით ავადმყოფს.
დამაჯერეს, რომ შენ არაფერი დაგინახავს.
საერთოდ არაფერი...
ამიტომაც აღარ წასულხარ და არ გამიგონია შენი ნაბიჯების ხმა.
არ მიგრძვნია მათი მლაშე გემო.
შენ არსად წასულხარ და არც მთელი ცხოვრება გაგიტარებია ჩემი ავადმყოფი სულის შესახებ საუბარში,
მაგრამ სიბერისას როცა მუხლებში ძალა აღარ გქონდა შვილიშვილებს უყვებოდი ისტორიას თვალებში ჩაკეტილი ბეღურას შესახებ.

ჩანაწერებიWhere stories live. Discover now