159 27 7
                                    


ხატვა უყვარდა. მის ყველა ნახატში შეამჩნევდით პატარა ჩრდილს . ჩრდილს? შეიძლება ნადღაბნიც ვუწოდო. თითოეულ ტილოს კი კუთხეში ჰქონდა მინაწერი
"ნამჯუნისათვის".
არავინ იცოდა , ვინ იყო ეს ნამჯუნი , რას წარმოადგენდა. თითქოს "მისი სამყაროს" გარეთ არც არსებობდაო. დიახ , სწორედ გაიგეთ, მისი სამყაროგოგონა თავის სახლს "თავის სამყაროს" უწოდებდა და შიგნით არც არავის უშვებდა, ამბობდა ჩემს სამყაროში შემოსვლის უფლება მხოლოდ ნამჯუნს აქვსო.

უნდა გენახათ, როგორი გაბრწყინებული თვალებით საუბრობდა ხოლმე მასზე , სამსახურიდან კი როგორი ბედნიერი მირბოდა, ნამჯუნი უნდა დავხატოვო წამოიყვირებდა და ყველასთან დაუმშვიდობებლად ტოვებდა იქაურობას. უყვარდა , და თან როგორ უყვარდა. ღმერთო, განა ოდესმე კიდევ გავხდები ასეთი ბრმა სიყვარულის მომსწრე?

ნეტავ ვინ არის ის კაცი , ნამჯუნი? როგორ გამოიყურება, ან რა აქვს ასეთი,ჭკუიდან რომ გადაჰყავს ეს პატარა გოგონა? ხშირად ესმოდა მსგავსი კითხვები თუმცა როგორც ყოველთვის უპასუხოდ ტოვებდა მათ. ნამჯუნთან შეხვედრის უფლებას არავის აძლევდა , თითქოს ის თავის პატარა საიდუმლო გახლდათ, რომლითაც ყველასთან თავს იწონებდა, მაგრამ არავის აჩვენებდა.უცნაური გოგონა იყო , მისაკუთრება უყვარდა.ვინმე რომ ნამჯუნს უხსენებდა, ბრაზდებოდა და ამავე დროს თვითონ ყოველ წამს მასზე საუბარი სურდა.

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Jul 11, 2020 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

for namjoon.Where stories live. Discover now