[15] ეიფელის კოშკი.

1K 96 25
                                    

- მოკლედ... - გუკმა ეს ერთი სიტყვაღა თქვა და გაჩუმდა, ხმას აღარ იღებდა.

"რამე მოხდა? რამე ხომ არ სჭირს?"

- გუკ, რისი თქმა გინდა? თქვი! - საწოლზე წამოვჯექი და მთელი სერიოზულობით შევეკითხე, - რამე ხომ არ მოხდა?

გუკმა მძიმედ ამოიხვნეშა და თავზე ხელი გადამისვა:

- არაფერია ისეთი, დაიკიდე და დაიძინე!

- მაინც? ხომ იცი რომ ყველაფერი შეგიძლია მომიყვე, მოგისმენ და გაგიგებ. - ხმა აღარ ამოუღია, საბანი გადამაფარა და მაგრად მომეხვია.

"გუკ, ასე ძალიან რისი თქმა გინდა და ვერ ამბობ?"

დავმორჩილდი, თავი მკერდზე დავადე, თვალები დავხუჭე და დავიძინე.

არ ვიცი გუკს იმ ღამეს ეძინა თუ არა, მაგრამ ახლა კი ერთ რამეში 100% -ით ვარ დარწმუნებული, იგი ჩემგან აშკარად რაღაცას მალავდა...
°°°
×××
[ჯონგუკის POV:]

"თეჰიონ, ოდესმე შევძლებ შენთვის ამის თქმას? უბრალოდ არ მინდა გული გატკინო..."
°°°

[დილით]

თეჰიონს მაგრად მოვეხვიე და შუბლზე ნაზად ვაკოცე. არ მინდოდა რომ თეჰიონს გაეღვიძებინა, ამიტომ საწოლიდან ჩუმად ავდექი.

[თეჰიონის POV:]

როცა თვალები გავახილე, ოთახში უკვე მზე ანათებდა. კარგად გავიზმორე, საწოლზე წამოვჯექი და ოთახი მოვათვალიერე. როცა ცოტა გამოვფხიზლდი, აღმოვაჩინე რომ გუკი საწოლში აღარ იწვა. ავნერვიულდი, თავში ყველანაირმა სულელურმა აზრმა გამიელვა:

"იქნებ უბრალოდ მიხმარა? იქნებ მიმაგდო? არ ვუყვარვარ? ამის თქმა უნდოდა ჩემთვის? რატომ მომექცა ასე? "

საწოლიდან სწრაფად წამოვხტი, შარვალი ამოვიცვი და მის ძებნას შევუდექი. ტრაკი მტკიოდა მაგრამ ამ ტკივილს ყურადღებას არ ვაქცევდი, მხოლოდ მას ვეძებდი...

" არა, გუკი ამას არ იზამდა, არ მიმაგდებდა!"

სააბაზანოს კარს მივუახლოვდი, უხეშად შევაღე და:

Alexithymia [TAEKOOK] Where stories live. Discover now