სიზმარი-წრე-გაორება

73 3 3
                                    

ადამიანის გონება ბევრად მარტივად გასაგებია, ვიდრე ეს ერთი შეხედბით ჩანს. განვიხილოთ პირველი ჩანახატის, როგორც იდეის არსი. ყველაფერი ლოგიკურად წავიდა ხომ? და მაინც, როგორ ვწეროთ სწორად? თუ ვიფიქრებთ, რომ შეცდომების დაშვება შესაძლებელია, აუცილებელია და ეს შეცდომები მიგვითითებს, რომ ჩვენ რაღაცას მაინც ვაკეთებთ, მაშინ უფრო ადვილად დავწერთ ნებისმიერი ტიპის ნაწარმოებს. აი მაგალითად : ჩვენი მეგობარი ანტუანი, ბოლოს რომ სიბნებლეში გაუჩინარდა წინა მონათხრობში, დღეს ბევრად სხვა სახით მინდა წარმოგიდგინოთ. დაივიწყეთთქო წინა მოთხრობა - ვერ გეტყვით, თუმცა ამ პერსონაჟის იდეური არსი იმდენად შეიცვლება, რომ უმალ მიხვდებით, იგი სულ სხვანაირი ყოფილა.
სიტუაციები, რომლებსაც მე უხვად წარმოგიდგენთ ამ, თუ შემდეგ თავებში იმდენად გამოგკვებავთ და იმდენად ახალ იდეებს გაგიხსნით, რომ ალბათ იფიქრებთ, რომ სწორ ადგილზე და სწორ დროს მოხვდით, როცა მე მიპოვნეთ. მაგრამ ეს ასე არაა, წინასწარ გეტყვით, მე უბრალოდ სცენარს ვწერ და შემდეგ მას თვითონვე ვცვლი, ვცვლი ზედმეტი ფიქრისა და ტანჯვის გარეშე. ეს ჩემი ნაწერია და მასში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. აი, მაგალითად ანტუანი, სანამ მე მკითხველს, ანუ თქვენ გესაუბრებით იგი ბრიუსელის ქუჩებში დახეტიალობს და გაურკვეველი მიმართულებით მიემართება. ნეტავ სად მიდის, გულწრფელად მაინტერესებს. მოდი, სანამ გავიგებთ, თუ სად მიდის ის, მანამ ორიოდე სიტყვით ზოგადად წერაზე ვისაუბროთ.

დამწყები ხართ ხომ? ეს გაფერხებთ? ეგ არაფერი, მე მთელი ცხოვრებაა ვწერ და მაინც დამწყები ვარ და იცით რატომ? იმიტომ, რომ არასდროს მომწონს რასაც ვწერ. თქვენი თავი იცანით, ხომ? რა გასაკვირია, ყველა ერთნაირები ვართ, როდესაც კრიტიკულები ვართ საკუთარი თავისადმი. კარგი იქნებოდა თითო დამწყებს თითო მოტივატორი რომ ჰყავდეს. და მაინც რატომ ვწერთ? პარადოქსალურია, რომ ვწერთ იმისათვის, რომ მოტივატორები, ანუ მკითხველები ვიპოვნოთ და როცა ვიპოვით ესეც იმიტომ, რომ ისევ ვწეროთ. როცა მოტივატორი მკითხველი ხდება ყველაფერი ადვილდება, გაცილებით კარგები ვხდებით, გაცილებით მეტს ვწერთ და მეტს ვმუშაობთ როგორც საკუთარ, ასევე პერსონაჟების ცხოვრება-მოღვაწეობაზე.
ანტუანი მალე მივა დანიშნილების ადგილას და მოდი ჩვენც დიდხანს აღარ გავაგრძელოთ. მაშ ასე... დამწყებებო, თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ რამდენად მგავხართ მე... ზუსტად ერთნაირები ვართ და თუ მეტ თავხედობას გამოიჩენთ მიხვდებით, რომ წერთ იმისთვის, რომ მწერლები, შემდგარი მწერლებიც კი დაინტერესდნენ თქვენით. ჰაჰ, გაგეცინათ ხომ? ზედმეტად ზერელე და სუსტი გგონიათ საკუთარი თავი? ტყუილად იცინით, ტყუილად მწუხრდებით... მთავარია საკუთარ თავს და შემდგარ მწერლებს უთხრათ, რომ თქვენ ტალანტი გაქვთ და მენდეთ, მათთან ბევრად უფრო ახლოს იგრძნობთ თავს, ვიდრე მაშინ, როდესაც მათ გახსენებაზე მრავალგზის კორექტირებულ ნაწერებს სანაგვე ყუთში აგზავნიდით. რა მნიშვნელობა აქვს რას დაწერ, წერე და შექმენი ახალი სტილი. 21- ე საუკუნეში ადამიანები განავლით ხატავენ და ფურთხით აქანდაკებენ, ეს სრული თავაშვების საუკუნეა, ამიტომ ნუ გეშინიათ, რომ სადღაც მძიმე არასწორ ადგილას დაგესმევათ, მთავარია წერტილები დასვათ დროულად და არ დასვათ იქ, სადაც მრავალწერტილია დასასმელი. მიმიხვდებოდით ხომ? მოკლედ, ჩვენი ანტუანი უკვე ბრიუსელის ერთ-ერთ უბანს მიადგა და ასიოდე მეტრიც და ლოკაციას გამოვრთავ.

(ასიოდე მეტრის შემდეგ)

მან ქუჩა სწრაფად გადაკვეთა და სახლში შევიდა. სახლიო, ვთქვი... იცით რა ლამაზია ეს ქალაქი? წარმოიდგინეთ, რომ ქალაქის უძველეს უბნებშიც კი სისუფთავეა, თან ახლა ხომ მეცხრამეტე საუკუნეა, ის კი ფრანგი დიდგვაროვანია, ამიტომ ამ ქალაქის ყველაზე პრესტიჟულ უბანში ის ერთ-ერთ ყველაზე მდიდრულ სახლში შევუშვი, რომელიც გარედან უფრო სასახლეს ჰგავდა.

"გამომეღვიძა. საათს დავხედე, ხუთი დაწყებულა... ღმერთო, დღეს ახალი თავი უნდა დამეწერა მე კი ჩამძინებია. ახლა რა დავწერო? რა მივაწოდო ჩემს მოტივატორებს? ნეტავ რაიმე დამსიზმრებოდა მაინც. უცბად გამახსენდა, სიზმარში როგორ ვუკითხავდი სამოტივაციო ესსეს დამწყებებს. რაღა თქმა უნდა? სიზმარი არც თუ ისე ბუნდოვანი იყო. ყველაფერი მახსოვს. მოდი აღარ ვიწვალებ და შემდეგი თავის ნაცვლად საკუთარ სიზმარს დავდებ.

ნეტავ წაიკითხავენ კი?
მეტისმეტად ბუნდოვანი ხომ არ გამოვა?
ოჰ, რა უჭირს ერთი, ეს ხომ 21-ე საუკუნეა, ხალხი განავლით ხატავს და მე რა, საკუთარი სიზმარი ვეღარ დავწერო? "

ამ ფიქრებში იყო ბუხართან "აკვანსკამაში"  ჩამჯდარი ანტუანი და თითქოს თან თვლემდაო. მას ყელზე ჯერაც ეკეთა მედალიონი, მაგრამ მგონი აღარც ახსოვდა. ის ახლა ღრმა ძილში მიდიოდა.

ცოტა ხანში ჩაეძინა. მას სახეზე კმაყოფილი ღიმილი ეხატა, ის ახლა საკუთარ მკითხველად გრძნობდა თავს, რომელიც მისი სიზმრის კითხვის დროს დროდადრო ჩაფიქრდებოდა, საკუთარ თავს ამოიცნობდა და შემდეგ ახალი იდეები დაებადებოდა, რომლებსაც აუცილებლად შეასხავდა ფრთებს, მასავით... ანტუანივით.

მინიატურები და მოთხრობები უცნაურ, ზოგჯერ კი საცნაურ ამბებზეWhere stories live. Discover now