_დამიბრუნდი_

353 44 24
                                    

გამარჯობა

მაპატიე ვერ შევძელი შენთვის აქამდე მომეწერა

რადგან სუსტად ვიყავი და წერის თავი არ მქონდა

მითხრეს რომ ისევ შეტევა განმიმეორდა

ყოველ დღე წამლებს მაძლევენ და მაიძულებენ დავლიო რათა გამოვჯამრთელდე.

გიჟს მეძახიან ექიმები.

მე არ ვარ გიჟი...

მე არ მჭირდება წამლები...

მე მხოლოდ შენ მჭირდები....

შენ ხარ ჩემი ერთადერთი წამალი....

ვეუბნები განა არ ვეუბნები ამას რომ მხოლოდ შენ შეგიძლია ჩემი განკურნება ამ ვითომ და ავადმყოფობისგან

ვეუბნები რომ ერთხელ მაინც მომცენ უფლება გნახო

მეტს არაფერს ვითხოვ მაგრამ ჩემს თხოვნას ყურადღებას არ აქცევენ

დღეს დილით როუზი შემოვიდა ჩემი ექთანი

მხოლოდ ის მექცევა ამ ჯოჯოხეთში კარგად

ხანდახან როცა გამიმართლებს და წამლების ჩემთვის მოტანა მას ევალება არ მაძლევს

ჩემს ოთახში კუთხეში მდგარ პატარა ყვავილის ქოთანში ვმალავთ რომ არავინ გაიგოს.

ოღონდ არავის უთხრა კარგი?

იცი გუშინ დედაშენი იყო მოსული

ვკითხე თუ როგორ იყავი და მინდოდა შენთვის ეთქვა რომ ძალიან მომენატრე

ტირილი დაიწყო..

და წავიდა..

მთელი დღე ცუდად ვგრძნობდი თავს

იქნებ რამე ვაწყენინე?

მე ხომ ისეთი არაფერი მითქვამს მხოლოდ ვუთხარი რომ ძალიან მომენატრე.

იქნებ რამე ვაწყენინე გთხოვ ბოდიში მოუხადე ჩემს მაგივრად.

გუშინ საღამოს როუზმა ჩუმად გამიყვანა ეზოში და ერთად ვუყურებდით ვარსკვლავებს.

Back to me/VkookOù les histoires vivent. Découvrez maintenant