~3~

82 8 0
                                        


-მოვრჩი...-ბექიონმა ბედნიერად შესძახა, ფეხზე წამოდგა და გაიზმორა.
-ყველა დაწერე?-კითხა ჯონგინმა და მისი რვეული აიღო.
-არა ჯერ მარტო ერთი.
-ერთი რომ დაწერა რა ბედნიერია და ყველას რომ დაწერს რა მოუვა...-ვთქვი და თვალები გადავატრიალე.
-მე უკვე მესამეს დავიწყებ.-გვითხრა სანიმ და კმაყოფილმა გადმოგვხედა.
-მე შემიძლია ხუთივე თემა დავწერო 10 წუთში, მაგრამ ამ ესეების მთავარი პრობლემა ის არის რომ 100 ფურცელი უნდა გავავსოთ.-გვითხრა ბექიონის "შეყვარებულმა" მე, სანი და ჯონგინი გაოცებულები ვუყურებდით, რადგან ამდენი ხნის განმავლობაშ მას ხმა არ ამოუღღია.
-ამ... შენ საერთოდ რა გქვია?-ვკითხე და გაოცებას ვერ ვმალავდი.
-ნენსი.-მიპასუხა და წერა გააგრძელა.
-cool-ვუთხარი და ჩემს რვეულს დავხედე. ესეების წერა გამომდის, მაგრამ რატომღაც დღეს გონება გაფანტული მქონდა.
-რომელი საათია?-იკითხა სანიმ.
-ოთხს აკლია ხუთი წუთი.-უპასუხა ჯონგინმა.
-ძაან დავიღალე.-დაიწუწუნა სანიმ და სკამიდან გადაწვა.
-მოდით მალე მოვრჩეთ და იქნებ მოვასწროთ წვეულებაზე წასვლა.-ვუთხარი სანის და ჯონგინს.
-წვეულებაზე მიდიხართ?-გვკითხა ბექიონმა.
-კი.-უპასუხა სანიმ.
-მეც წამოვალ.
-კარგი.-დათანხმდა ჯონგინი.
-შენც წამოხვალ ფისო?-კითხა ბექიონმა ნენსის.
-ამ... არამგონია. თან უკვე მოვრჩი წერას და სახლში წავალ.
-100 ფურცელი დაწერე?-ვკითხეთ ყველამ ერთად. მან კი რვეულს დახედა და გვითხრა.
-როგორც ჩანს კი.
-კარგი, თუ მიდიხარ ხვალ გნახავ.-თვალი ჩაუკრა ბექიონმა.

ნენსი წავიდა, ჩვენ დავრჩით და წერა გავაგრძელეთ. თავი ვიჭყლიტე და როგორც იქნა დავწერე ხუთივე ესე.
-აეეე...-დავიყვირე ბოლო ხმაზე, სანის და ბიჭებს გული გაუსკდათ და შეხტნენ.-დავამთავრე... ხუთივე ესე დავწერე აიეეეეე... ეხლა წავალ სახლში...-გახარებულმა ცეკვა დავიწყე, შემდეგ ვტრიალებდი და უცბად თვალი ფანჯარაზე მომიხვდა. სანის და ბიჭებს შეშინებულმა გადავხედე და ვთქვი.
-ვერსადაც ვერ წავალ.
-რატო?-მკითხა სანიმ.
-მე კი არა თქვენც ვერ წახვალთ.-ადგილს დავუბრუნდი და თავი ჩავღუნე.
-რატო?!-მკითხა მოთმინება დაკარგულმა ჯონგინმა.
-ჩვენს პატივცემულ ჰეჩანს დავავიწყდით, დაღამდა, სკოლა ჩაკეტილია, ჩვენ კიდევ ღამის გატარება აქ მოგვიწევს.
-shit.-ამოიხვნეშა ბექიონმა.
-არაა... 10 საათია.-გვითხრა ჯონგინმა.
-ესე მალე გავიდა დრო?-იკითხა სანიმ გაოცებით.
-აშკარად წერას შევყევით.
-მორჩა აქედან მივდივარ!-გაბრაზდა ბექიონი.-მკიდია ესეები! ადექით წავედით!
-დაგვერხევა.-უთხა ჯონგინმა.
-არ მოვიდეთ ხვალ.-თქვა სანიმ.
-ხო არ მოვიდეთ და იმ თასსაც მოვუტან მთლიანს ამ ნაბიჭვარს.-თქვა ბექიონმა.-მაგრამ როგორ დავუწებო?
-მე ვიცი.-ვთქვი და ბიჭებს და სანის გახარებულმა შევხედე.
-როგორ?-მკითხეს ერთხმად.
-3D პრინტერის საშუალებით.
-გენიოსი ხარ!!-წამოფრინდა ბექიონი და შემომეხვია.
-ეიი... ვიცი რომ გენიოსი ვარ, მაგრამ ჩახუტებები არ გვინდა.
-კარგით, 3D პრინტერით გავუკეთებთ, მაგრამ სად ვიშოვოთ?-იკითხა სანიმ.
-ჩემს ძმაკაცს აქვს.-გვითხრა ბექიონმა.
-კიდევ ერთი საკითხია.-თქვა ჯონგინმა და შეწუხებული სახით შემოგვხედა.
-ეხლა რაღაა?-ვკითხე.
-კარგით ეს 3D პრინეტი კარგი იდეაა, მაგრამ აქედან როგორ გავიპაროთ? ყველაფერი ჩაკეტილია.
-ადექით და ყველაფერი შევამოწმოთ... იქნებ იყოს გასასვლელი.-შემოგვთავაზა ბექიონმა, ჩვენც ჩვენი ჩანთები ავიღეთ და ბიბლიოთეკიდან გავედით.

~ისევ შევხვდებით~Where stories live. Discover now