You save my life

87 9 1
                                    

რეალურად, ადამიანი ყოველდღე  ფიქრობს უამრავ გამოუსადეგარ მოქმედებაზე.
მაგალითად როგორ ყიდულობს მოხუცი ქალბატონი საცხობში პურს, როგორ  მისდევს ძაღლი კატას.
ან თუნდაც როგორ  კითხულობს ახლა ერთი ჩვეულებრივი ადამიანი ამ ჩანახატს. და რეალურად, თითეული მომენტი ჩვენს ცხოვრებაში წარმოადგენს მნიშვნელოვან მოვლენას, რატომ თუ მაინც ასეთ უმნიშვნელო  რამეები უნდა გადაგვხდეს თავს, რატომ? პასუხი მარტივია ჩემო მკითხველო, რადგან ეს თითეული მომენტი, ჩვენ გვეკუთვნის,

ჩვენია, და ჩვენი ამ სამყაროში ყოფნის ნაწილია. და სწორედ ესაა მნიშვნელოვანი, ყოველთვის უნდა ვეძებოთ, დეტალებში ის ძვირფასი რაც ბევრისთვის არაფერა წარმოადგენს.

_x_shygirl

ბოლო ჩანაწერი დავასრულე და საბოლოოდ დავემშვიდობე ჩემს ათასობით მკითხველს, ისინი ხომ ამ ხნის მანძილზე კითხულობდნენ ჩემს ისტორიებს, ჩემთან ერთად ცხოვრობდნენ პატარა ცალკე  სამყაროში და ეს არაჩვეულებრივ მოგონებებად დამრჩება ყოველთვის.
კომპიუტერი დავხურე და
ტუმბოზე შემოვდე.
საბოლოოდ გადავწყვიტე ბარში წავსულყავი მიუხედავად იმისა რომ ჯერ ადრე იყო.
  ჩემს გამოსვლამდე 2 საათი იყო წინ. ამიტომ ბარის პატარა  მაგიდასთან დავჯექი.
თვალი გადავავლე ყველა აქ მყოფ ადამიანს და მივხვდი რომ აქაურობა ჩემთვის სახლივით იყო. ყოველ საღამოს ერთი და იგივე სილუეტებს ვხედავდი, სხვადასხვა გამომეტყველებით.
ბარის შუაში. მაგიდასთან ყოველთვის იჯდა წყვილი, ასე35-36 წლისები.
სცენის წინ პატარა მაგიდაზე ყოველთვის ბიჭი იჯდა. ცისფერთვალება და ქერათმით. ჰო მას ვიცნობ, ასე თუ
ისე ყველაზე ახლ ურთიერთობა მასთან მაქვს, ადელაიდის შემდეგ.
ამ ბარში ადე ერთადერთია ვისთანაც თავს კომფორტულად ვგრძნობ, და არამარტო ამ ბარში, ზოგადად ჩემს ცხოვრებაშიც.
ის ყოველთვის ბარის კუთხეში ზის, ზუსტად იქ სადაც ახლა მე
ვზივარ.მაგრამ ჯერ ადრეა. ჩემს გამოსვლამდე 11 წუთით ადრე მოვა. 4 წლის მანძილზე სულ ასე აკეთებს.
ასევე არის აქ ადამიანები ვინც ხშირად არ გვსტუმრობენ, მაგრამ აქ ყოველთვის სიმშვიდეა, რანდენი ხალხიც არუნდა იყოს. აქ
ყოფნა ყველას უყვარს, მაშინ უნა მოხვიდე როცა განტვირთვა გინდა.
€€€€€€€€€
პატარა სცენაზე ვიდექი და როგორც ყოველთვის ვმღეროდი.
გიტარა მეჭირშა ხელში.
მაღაკ სკამზე
ვიჯექი.  თან თვალებით ადეს ველაპარაკებოდი.
ის კი რათქმაუნდა, ნახშირით და
ბლოკნოტით ხელში ჩემს სილუეტს უკვე მერამდენედ ხატავდა ვერც დავითვლი.
მაგრამ ყველა მათგანი შენახული მაქვს.
მხოლოდ იმის მეოცედი ალბათ რაც  ადეს დახატული აქვს. სულ ერთი და იგივეს ხატავს. მაგრამ სულ სხვადასხვანაირად.

         იცით რას ნიშნავს იყო მხატვარიეს ნიშნავა შეგეძლოს ერთი და იგივე პერსონაჟის ან ადგილის ან რაიმე მოქმედების დახატვა ძალიან ბევრჯერ, ზუსტად იმ ადგილას, იმდროს და იმავე სიტუაციაში, მაგრამ ყოველი მათგანი განსხვავებული იყოს, დიახ განსხვავებული, რადგან ყოველი მათგანი სხვადასხვა გრძნობას თუ ემოციას წარმოგვიჩენს, და სწორედ ესაა ნამდვილი ხელოვნება, შეგეძლოს ფურცელზე,ტილოზე, ან თუნდაც ნებისმიერ ნაგლეჯზე, გადმოიტანო ის გრძნობები რასაც ადამიანი განიცდის, ნახატის სახით.
გავიხსენე ჩემი ჩანაწერი, რომელიც მაშინ დავწერე როცა ადელაიდის ნახატები ვნახე, სწორედ ასეთიიყო მისი თოთეული ნამუშევარი.

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Feb 11, 2022 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

All Things Must DieWhere stories live. Discover now