თავი 2

594 44 21
                                    

ვფიქრობ, ადამიანს ჩამოყალიბება და განვითარება არ უწერია, სანამ სიყვარულის გაშიფვრას და მის შეჩვევას არ შეძლებს. სიყვარულზე ბევრი არაფერი გამეგება და ბევრს ვერც ვერაფერს ვიტყვი, ამიტომ მოვუსმინოთ იმათ, ვისაც სიყვარული შემოეჩვია...

თეჰიონთან და ჯანგუკთან:

- მოგესამებით, ბატონო კიმ!.

- ოჰ, მოგესალმებით, მისტერ ჯონ!

- კაფეტერიის ფანჯრიდან შეგნიშნეთ და ვიფიქრე, ჭიქა ყავას მიირთმევდით ჩემთან ერთად, მაგრამ, ისე იყავით საქმიანობაში გართული, ჩემი მოსვლა ვერც კი შენიშნეთ.იმედი მაქვს, ხელს არ შეგიშლით, თუ ჩამოვჯდები.

- რა თქმა უნდა, დაბრძანდით. უბრალოდ ხატვა მიყვარს, უნივერსიტეტში კი ეს შეუძლებელია. ხალხს ხმაური უყვარს, მე კი ხელს მიშლის, გონებას მიფანტავს და სულს მიშფოთებს, ამიტომ მიწევს სიცივეში გარეთ ჯდომა და ხატვა.

კიმმა მაცდური ღიმილით დაასაჩუქრა მეწყვილე.

ჯონი კინაღამ გადაირია ამ ღიმილზე და დაბნეულმა ძვლივს ამოილაპარაკა

- მ-მაშინ ყავაზე უარს არ იტყოდით, თან ისეთია თქვენ რომ გიყვართ.

- ოჰ, მადლობელი ვარ.

- არ ვიცოდი ხატვა თუ გიყვარდათ, ზოგადად თქვენ შესახებ არაფერი არ ვიცი. ძალიან ცოტას საუბრობთ. უცნაური ხართ...

- ახლა გეცსაუბრობთ - მკრთალი ღიმილით განაცხადა თეჰიონმა-დიახ, მიყვარს. ხატვას მთელ ჩემს ემოციებს და ფიქრს ვატან. ბოლოს და ბოლოს ჩვენს ქვეყანაში ხომ სხვა გასართობს ვერ ნახავ. ხატვა ერთადერთია, რაც რეალობის აღქმაში მეხმარება. ესთეთიკა მართლაც შესანიშნავი მიმდინარეობაა და მისი მთავარი ღირებულებანი ხატვაში და წერაში ჩნდება. ნეტავ არის ამ ქვეყანაზე ისეთ რაღაც, რაც ესთეთიკაზე მნიშვნელოვანია?! ის ლამაზად წარმოაჩენს სამყაროს და მე ის მიყვარს. თქვენ გიყვართ ხელოვნება?

Together with meWhere stories live. Discover now