მათი რექცია როდესაც უთხარი რომ ორსულად ხარ

1.6K 94 25
                                    

ჯინი

ყველაფერი იდელურად გქონდა დაგეგმილი.  სოკჯინის საყვარელი საჭმელი გააკეთე და მოიფიქრე რომ პატარა ყუთი მიგეცა რომელშიც დადებითი პასუხის ორსულობის ტესტი იქნებოდა. ზემოდან კი ბარათი იყო რომელზეც "სურპრიზი" ეწერა.

ვახშამმა კარგად ჩაიარა, სოკჯინი როგორც ყოველთვის მხიარული იყო.  კომპლიმენტებს გეუბნებოდა და თავის ხუმრობებს რომლებზეც შენ ყოველთვის გეცინებოდა.   როდესაც ჭამას რჩებოდით მიხვდი რომ კარგი დრო იყო რომ შენი საიდუმლო მისთვის გაგეზიარებინა.

"ჯინ შენთვის საჩუქარი მაქვს, მინდა რომ გახსნა და იმედი მაქვს მოგეწონება"  მან გაფართოებული თვალებით შემოგხედა "მე.. შ/ს საჭირო არ იყო"  შენ თავი გააქნიე რომ ის გაგეჩუმებინა "ჯინ, ეს რაღაცაა რომელიც მე უკვე ძალიან მიყვარს და იმედი მაქვს შენც ასე იქნები. მიდი, გახსენი"

მას უყურებდი ხელები ნერვიულობისგან გიკანკალებდა.  მან ლენტი გახსნა და ნელა მოხადა სახურავი.  ქვედა ტუჩს იკვნეტდი სანამ მის რეაქციას ელოდებოდი. მისი თვალები გაფართოვდა. "შ/ს.."
ფართოდ გაიღიმა. შენ ამოგხედა მისი თვალები უკვე აწყლიანებული იყო.

"ორსულად ხარ?"  თავი დაუქნიე, შენც ფართოდ იღიმოდი. "მამა გავხდები?" მისი ხმა ცოტათი გაწყდა. შენ გაიცინე. "ჰო, მამა გახდები"

მოვიდა, შენს წინ ჩაიმუხლა. "შ/ს ძალიან მიყვარხარ" გაკოცა შემდეგ დაიხარა და შენს მუცელსაც აკოცა.  "და შენც მიყვარხარ პატარა"

  "და შენც მიყვარხარ პატარა"

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.
× BTS-ის GIF რეაქციები! × Where stories live. Discover now