ხელოვანის გულში

266 25 11
                                    

ქერა ბიჭმა თვალები ზეცას მიაპყრო, როცა სახეზე წვიმის წვეთის შეხება იგრძნო, ღრმად ჩაისუნთქა წვიმის სურნელით გაჟღენთილი ჰაერი და მკრთალად გაიღიმა, მის თავზე ერთ გუნდად მოეყარა კუპრივით შავ ღრუბლებს თავი. დეკემბრის დასასრულს სეულის ცივ, დაცარიელებულ ქუჩებში ქარის ზმუილთან ერთად ისმოდა წვიმის წვეთების მელოდიური მოძრაობის ხმა, რომლებიც ქუჩაში დაგუბებულ წყალში ეცემოდა და პატარა ტალღებს წარმოქმნიდნენ. სადღაც შორიდან ზარის ხმა ისმოდა და ისევ ქარისა და წვიმის ხმაში უჩინარდებოდა. ბიჭს კოკისპირული წვიმის მიუხედავად, არც უფიქრია მისთვის თავის არიდება, ნელა მიაბიჯებდა სეულის ვიწრო ქუჩებში და ტკბებოდა წვიმის წვეთების თითოეული შეხებით, რომლებიც მის მომღიმარ სახეზე მოსრიალებდნენ და უგონოდ ეცემოდნენ ძირს.

აუჩქარებლად მიაბიჯებდა სახლისკენ და უკან თავის ნაკვალევს ტოვებდა, რომელიც წვიმის ახალი ნაკადისგან სულ გადარეცხილიყო.

ლამაზად მოხატულ შენობას მიადგა, თვალი მოავლო და თავისი შემოქმედებით კმაყოფილმა ჩაიღიმა. სახლში შესვლამდე კიდევ ერთხელ გახედა კოპებშეკრულ ცას და სველი ფეხებით შეაბიჯა შინ. შესვლისთანავე იგრძნო სასიამოვნო სითბო და სიძველის სურნელი, სურნელი რომელიც უამრავი ძველი წიგნისგან იფრქვეოდა. თაროს მიუახლოვდა და ერთ-ერთი წიგნი დიდი სიფრთხილით აიღო, გადაშალა და მასში მომწყვდეულ დამჭკნარ ვარდის ფურცელს სიფრთხილით გადაუსვა საჩვენებელი თითი, ისე თითქოს რაიმე ფაქიზ ნივთს ეხებოდა, ეშინოდა არ დაეზიანებინა ის. წიგნი დახურა და თავის ადგილზე დააბრუნა.
სველი პალტო და ბერეტი მოგიზგიზე ბუხართან გადაფინა და სწრაფად გამოეწყო თავის ყოველდღიურ სამოსში, რომელიც ყველაზე მეტად უყვარს, რომელშიც თავს სრულფასოვან ადამიანად გრძნობს. თეთრი, საღებავებით მოსვრილი მაისური და ჯინსის კომბინიზონი.

ცხელი შოკოლადით ხელში ბუხართან ჩამოჯდა და ცეცხლის ალს მიაჩერდა, მონუსხულს გავდა, მის თვალებში ცეცხლის ალთან ერთად ჩანდა ყოყმანი. ცხელი შოკოლადი მოსვა და ფეხზე წამოდგა, ტელეფონი მოიმარჯვა და სწრაფად იპოვა ადრესატის ნომერი, თითები ეკრანზე აათამაშა და შეტყობინება გაგზავნა

ხელოვანი ✅Όπου ζουν οι ιστορίες. Ανακάλυψε τώρα