...

322 39 45
                                    

მეგობარო, შენ თუ ახლა ამ წერილს კითხულობ, ესეიგი მე ამ ქვეყანაზე აღარ ვარ.
არ იყო იმის ვალდებულება, რომ ჩემი სხეულით და სულით დედამიწა დამემძიმებინა. მეტარებინა ის ტკივილი, რითაც აქამდე მოვედი.
ვეღარ გავუძელი.
აღარ შემეძლო.
აღარ შემწევდა იმის ძალა, რომ მებრძოლა და ძლიერი ვყოფილიყავი.
მე არ ვარ ძლიერი.
ჩემზე სუსტი და უსუსური არსება ჯერ არ დაბადებულა.
ლაჩარი ვარ.
ჰო, ლაჩარი ვარ, რადგან მე ის ვერ დავიცავი.
ვერ დავიცავი ის, ვინც მთელ მსოფლიოს მერჩივნა.
ბოლო ამოსუნთქვა ჩემს მკლავებში იყო.
შემდეგ აღარაფერი.
აღარაფერი მახსოვს.
მიყვიროდნენ, მეძახდნენ, მაგრამ არაფერი.
სასწრაფოს მანქანაშივე გაისმა ხმა კარდიოგრამის, რომელიც არ ჩუმდებოდა.
აი, ახლაც ისმის ის საზიზღარი ხმა.
არ ჩერდება.
შენი ბრალიაო,
მეუბნება.
და მართალიცაა.
ექიმებმა ვერ გადაარჩინეს,
მაგრამ მე უკვე ვიცოდი.
მან ხომ ბოლო ამოსუნთქვა მე მაჩუქა.
ყველა მე მიყურებს.
ზიზღის თვალებით.
სასოწარკვეთილი დედა მას გგლოვობს.
ჩემს გამო.
მე რომ არ შემხვედროდა, ვინ იცის, იქნებ ახლა ცოცხალი ყოფილიყო.
მახსოვს, პირველად რომ შევხვდი.
წვიმდა.
ხალხი სახლისკენ ჩქარი ნაბიჯებით მიდიოდა.
ის კი ნელა მოაბიჯებდა და წვიმის წვეთებს უღიმოდა.
გიჟია მეთქი,
ვიფიქრე.
სველდებოდა,
მაგრამ არ ანაღვლებდა.
უყვარდა წვიმა.
წყლის წვეთებში ძლივს გავარჩიე მისი სახის ნაკვთები.
მშვენიერება იყო,
ანგელოზი.
მხოლოდ ამის თქმა შემიძლია.
ესეც ცოტაა, მაგრამ ლექსიკონში არ მოიძებნება ისეთი სიტყვა, რომელიც მის მშვენიერებას აღწერს.
შავი შარვალი, ცისფერი პერანგი და მანტო ეცვა.
შემომხედა.
გული ამიჩქარდა.
ხელები გამიოფლიანდა.
წვიმის მიუხედავად.
მომანათა მისი ზღვისფერი თვალები და გამიღიმა.
ო, ღმერთო ჩემო!
სრულყოფილება იყო.
მისი ღიმილი ჩემი ცხოვრების მეგზური გახდა.
მის გარეშე ერთი წამი აღარ შემეძლო.
ვერ ვსუნთქავდი.
ვერც ახლა ვსუნთქავ.
იმ დაწყევლილ დღეს მისი თეთრი კანი კიდევ უფრო გათეთრდა.
მარწყვივით ტუჩებმა ელფერი დაკარგეს.
გაფითრდნენ.
ოკეანესავით თვალები კი ისე აღარ მიმზერდნენ.
სადღაც შორს იყურებოდნენ,
მაგრამ უსიცოცხლოდ.
იქამდე ბოლო სიტყვები  დასცდათ მის ბაგეებს.
"არასოდეს დამივიწყო, მიყვარხარ."
ამის შემდეგ ჩემს ცხოვრებას აზრი დაეკარგა.
თეთრ და შავ ფერებში შეიღება.
გარშემო ყველაფერი თეთრია.
კედლები, ჭერი, საწოლი და იმ ადამიანების ტანსაცმელიც, ვინც აქაა.
არ მომწონს აქ ყოფნა.
მტკენენ.
მაძალებენ უაზრო წამლების დალევას.
შემდეგ ვითიშები
და მას ვხედავ.
ვხედავ იმ დღეს, როდესაც ის წავიდა.
გული მიჩქარდება.
სუნთქვა მეკვრება.
მინდა აქედან გავიქცე,
მაგრამ ისევ ის ამაზრზენი ხალხი შემოდის და საწოლზე მაბამენ.
ვყვირი,
მაგრამ უშედეგოდ.
ჩემი ხმა არავის ესმის.
მხოლოდ წამლები.
წამლები.
წამლები.
ვენაში ნემსს მიკეთებენ.
მტკივა.
ძალა აღარ მაქვს.
წინააღმდეგობას ვეღარ ვუწევ.
ისევ ვითიშები.
და ისევ საზიზღარი კოშმარები.
რომელიც თავს არ მანებებს.
ყოველი დღე უსაშინლესია
მის გარეშე.
ახლაც, როცა ამ წერილს გწერ, მისი მანტო მაცვია.
მისი სურნელი აქვს.
მის სითბოს ვგრძნობ,
მაგრამ მაინც მცივა.
მაინც ვერ მათბობს ისე, როგორც თვითონ მათბობდა
მის მკლავებში.
აღარ შემიძლია ასე ცხოვრება, თუ ამას ცხოვრებას დავარქმევთ.
ამიტომ მივდივარ.
მასთან მივდივარ.
ვანთავისუფლებ დედამიწას ჩემი სულისგან.
მე არც არავინ მიგლოვს.
არ მოიტანენ ჩემს საფლავზე ყვავილებს.
არ დამაყრიან ცხარე ცრემლს.
თუმცა, მე ვის რაში ვჭირდები.
უსარგებლო ვარ.
ამიტომ მივდივარ მასთან.
იქ, სადაც შემეგებება ღიმილით და მომანათებს მის ოკეანისფერ და უკიდეგანო თვალებს.
მშვიდობით, ჩემო მეგობარო.
და გახსოვდეს,
დაიცავი საყვარელი ადამიანი, სანამ შეგიძლია.
ნუ დაკარგავ მას.
მშვიდობით.

გაცნობებთ, რომ 2019 წლის 25 სექტემბერს, საგიჟეთში გარდაიცვალა ახალგაზრდა გოგონა. ის კლინიკის მედდებმა საკუთარ პალატაში იპოვეს. მან თავი მოიკლა. შემოსილი იყო მამაკაცის მანტოში. ვინაობა უცნობია.

ᴀʟᴏɴᴇWhere stories live. Discover now