35

383 43 1
                                    

უკვე პანიკაში ვარდებოდი... დახმარებას ვთხოვდი როცა წელზე ხელები ვიგრძენი... ეს ჯიმინი იყო... სახეზე მაისური ამაფარა და უკან გამომწია...
მე:არა... არა ჯიმინ... იქ.. იქ ქუქია.... ჯიმინ მას შეიძება რამე დაემართოს ... გთხოვ გააკეთე რამე...გემუდარები ჯიმინ....
ტირილი დავიწყე... მალევე ბადრაგები შემოცვივდნენ იქიდან მე და ჯიმინი ძალით გამოგვიყვანეს....
მაგრამ გამოსვლამდე საკანში რაღაც შევამჩნიე...
ამან თითქოს იმედი მომცა.... იმედი იმისა რომ ქუქი კარგად იქნებოდა....
გარეთ გამოსვლისთანავე ბიჭები გარს შემომეხვივნენ...
ჰოუპი:ემა კარგად ხარ??
ჯინი:ღმერთო... ემა იქ რა გინდოდა..?!
მე:ჯინ იქ ქუქია... ის პირდაპირ ცეცხლმოკიდებულ საკანში შევარდა... მას რომ რამე დაემართოსს....😭
ჯინი:არა... ძვირფასო დამშიდდი... ქუქი კარგად იქნება....
მან მიმიხუტა... მაგრამ მის ხმაში მღელვარება ადვილი შესამჩნევი იყო...
სულ რაღაც 10 წუთში ბადრაგებთან ერთად ვიღაც გამოვიდა...
მაშინათვე მისკენ წავედი და სულ მთლად გამურული ქუქი დავინახე... ის სახიდან ჭუჭყს იწმენდდა როცა მისკენ გავიქეცი და მთელი ძალით ჩავეხუტე.... მისი ხელები წელზე მალევე ვიგრძენი... მას ცოტათი მოვშორდი და სახე ხელებით დავუჭირე...
მე:კარგად ხარ??ღმერთო ეს რატომ გააკეთე.... იცი როგორ შემეშინდა??!!
ქუქი:რა იყო ახალო ჩემზე ნერვიულობდი...?
ზედამხედ.:გაიწიეთ..!! პატიმარო... შენ კიდე დროზე გოგონების ფლიგელში!!! იცოდე კარცერი არ აგცდება!!!
რამოდენიმე ბადრაგმა ხელი წამავლო და ჩემი გაყვანა სცადა...
ქუქი:ხელი გაუშვით!! ახალო შენს საკანში წადი...
ეს ძალიან მშვიდი.. მაგრამ ამასთანავე მკაცრი ტონით თქვა...
მე:მაგრამ....
ქუქი:მოგვიანებით გნახავ...
მეც იძულებული გავხდი რომ იქიდან წამოვსულიყავი....
საკანში დავბრუნდი თუ არა... არო მაშინათვე შემოვარდა ჩემთან...
არო:ემმმ.... კარგად ხარ??
მე:კი... რატომ მეკითხები?
არო:მეგონა იმაში რაც ხდებოდა შენც იყავი გარეული...
მე:და რა ხდება?!
არო:ეს ხანძარი.... არ შეგიმჩნევია?!
მე:ეგ კი... ახლაც მაიდან მოვდივარ... მიწისქვეშა სართულზე იყო... ქუქი კი რომელიღაც ცეცხლმოკიდებულ საკანში შევარდა... სულ გაგიჟდა ეგ ბიჭი😡
არო:აბა ქუქისგან რას ელოდი... ძმას ასე მიატოვებდა?!
მე:მოიცა რა?? ვინ ძმას?! 😳
არო:საკანში იუნგი იყო...
მე:რა?? ღმერთო.... იუნგი...
სასწრაფოდ საკნიდან გამოვედი... არომ კი გამაჩერა...
არო:მოიცა.. მოიცა... საით?!
მე:იუნგი უნდა ვნახო....
არო:დაიცადე იქ ვერ შეხვალ...
მე:უნდა გავიგო მისი მდგომარეობა.... ასე ვერ ვიჯდები....
არო:დაიცადეე!!! არ შეგიშვებენ და არც არაფერს გეტყვიან... ცოტახანი დავიცადოთ.... მერე კი მეც წამოგყვები...
მე:კაი ხოო😔....
მე და ის საკანში დავბრუნდით....

კოლონია😈🙈Where stories live. Discover now