- 2-

686 70 16
                                    

იუნგი ზრდასთან ერთად უფრო უბედური გახდა, მისი ცხოვრება არასოდეს ყოფილა ერთიანი და ბედნიერი. იგი მცირე ბედნიერების მარცვლებისგან შედგებიდა, რომლებსაც მისი პატარა ბიჭუნა და თვეში ერთხელ, ხანაც ორჯერ თეჰიონის ნახვა წარმოადგენდა. მისი ცხოვრება მანამდეც არ იყო სრულყოფილი მაგრამ ახლა ამ სრულყოფილებას კიდევ მოაკლდა უამრავი პროცენტი და მინუსებში გადავიდა.

   მინი და დედამისი მას შემდეგ დაბრუნდნენ სეულში, რაც უფროსი მინი პრემიერ მინისტრი გახდა და პრეზიდენტის სასახლეში გადავიდა. 2018 წლიდან პატარა მინის ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა, იგი მის და-ძმასთან ერთად სეულის სახე გახდა. მის მოქმედებებსა და ჩაცმულიბას მთელი სამხრეთ კორეა აკონტროლებდა, ერთხელ რომელიღაც ჟურნალისტმა მთელი, ვრცელი, სტატია მიუძღვნა მის ჩანგლის ხმარების ტექნიკას. ამის მერე მინ იუნგიმ საერთოდ შეიძულა თავისი უბადრუკი ცხოვრება და თეჰიონის ისევ გამოჩენამდე თითქმის არც იღიმოდა. 

  მინს 2016 წლის 19 დეკემბერს ცოლის შერთვა აიძულეს. გოგონა ძალიან ლამაზი და ზედმეტად იდეალური იყო. ტაილანდელის კვალობაზე საკმაოდ კარგი. ასე ჩათვალა იუნგიმ და თავით გადაეშვა ოჯახურ ცხოვრებაში. ეზიზღებოდა, სახლში მისვლა, ოთახში ამ ნატიფ არსებასთან მარტო დარჩენა და მისი ხელები, რომლებიც ახრჩობდნენ, იუნგის სხეული იწვოდა, კანი უსკდებიდა ყოველთვის, როცა გოგონა ეფერებოდა. ყველაფერი ძალიან ამაზრზენი იყო მისთვის. ზიზღი და ძალადობა, აი რასთან ასოცირდებიდა გოგონა მისთვის და მუდამ ცდილობდა თავი აერიდებინა მისთვის, მაგრამ ამაოდ.. 

   გოგონა მუდამ მოითხივდა ყურადღებას, მოსწონდა თავისი ქმარი, მოსწონდა მისი სტატუსი და სახალხო ყურადღბა, მუდამ ცდილობდა ყურადღების ცენტრში მოქცეულიყო და მალევე მოახერხა ორსულობაც, პირველ შემთხვევაში ბავშვი  დაკარგა და მინების ოჯახი კიდევ ერთხელ მოექცა ყურადღების ცენტრში. გაზეთები რამდენიმე კვირა ბეჭდავდნენ სტატიას. იხსენებდნენ როგორ ემზადებოდა წყვილი შვილის დასახვედრად, თავიდან ტვირთავდნენ ფოტოებს, რომელებიც მინების რძალმა გაასაჯაროვა მაშინვე, როგორც კი შვილისთვის საძინებელი მოამზადა. მთელი ქვეყანა იზიარებდა მათ ჭირს და ცდილობდნენ თანაეგრძნოთ მათთვის.

სარკის მიღმაWhere stories live. Discover now