...

94 16 12
                                    

წვიმს.
მისი წვეთები არემარეს ასველებს.
ერწყმის დედამიწას და ერთ მთლიანობას ქმნის.
გარემო ულამაზესია.
მაღალი მთა.
მასზე მდგარი ულამაზესი, პატარა სახლი.
და მშვენიერი ხედი.
ცა შავი ღრუბლებითაა დაფარული, მაგრამ აქა-იქ მაინც მოჩანს მანათობელი ვარსკვლავები.
წყლის პატარა ნაწილაკები მიწაზე ერთ გუნდად იკვრება და რწყავს ყველა იმ ცოცხალ არსებას, რომელიც მიწაზე ეულად და უპატრონოდაა ამოსული.
მიყვარს წვიმა.
ძალიან ლამაზია.
როგორ მოედინება უსასრულობიდან პატარა მარგალიტები.
მიყვარს მისი ხმა.
მისი ყურება.
ის მამშვიდებს.
და მწყვეტს იმ დღევანდელობას,
რაც მაქვს.
წვიმა შენც გიყვარდა.
ბავშვივით გიხაროდა.
საათობით მარბენინებდი ხოლმე მის ქვეშ.
ბოლო ხმაზე იცინოდი, როცა წვეთები სახეზე გელამუნებოდა.
ეს მეც მაბედნიერებდა.
შენი ბედნიერი სახე, ჩემთვის ყველაფერს ნიშნავდა.
მთელი სამყარო იყო ამ ღიმილში.
დიდად არ მიყვარდა წვიმა.
არ მსიამოვნებდა, მაგრამ შენი ბედნიერი სახის დასანახად ყველაფერს ვაკეთებდი რაც შემეძლო.
ახლა კი ის ყველაზე მეტად მიყვარს.
მეც მეღიმება მის დანახვისას.
ყოველთვის ამბობდი, რომ როცა გარდაიცვლებოდი, წვიმის სახით ისევ დაბრუნდებოდი
გაჩუმებდი.
გიბრაზდებოდი, ამას ნუ ამბობ მეთქი.
შენ კი უბრალოდ ჩაიღიმებდი ხოლმე.
მაინც აასრულე შენი პირობა.
წვიმად მოხვედი.
ლამაზ კრისტალებად, რომელიც სამყაროს მირჩევნია.
არ მიდოდა ასე მომხდარიყო.
რას არ გავიღებდი ახლა აქ რომ იყო.
მაგრამ შენ ჩემთან ხარ.
არასდროს დაგიტოვებივარ.
ამას ვგრძნობ.
ახლა მე შენ გიყურებ.
წვეთებში შენს სილუეტს ვხედავ.
რომელიც ლამაზად ბრწყინავს.
ისევ ისე იცინი, როგორც ადრე.
ბედნიერი ხარ.
ბედნიერი ხარ იქ, საიდანაც არავინ ბრუნდება.
შენი ცხოვრება გაქვს.
მაგრამ მაინც მსტუმრობ ხოლმე.
პატარა ნაწილაკებად მევლინები.
მაინც ზრუნავ ჩემზე.
ჩვენს სახლში ბუხარი მაქვს დანთებული.
სითბოა.
ცხელ შოკოლადს შევექცევი.
და ვუსმენ წვიმის ხმას.
ფანჯრებზე ხმაურიანად რომ ეხეთქება.
ჩემთან ხარ.
ამას ვგრძნობ.

𝖀𝖓𝖉𝖊𝖗 𝕿𝖍𝖊 𝕽𝖆𝖎𝖓Where stories live. Discover now