14. Run

746 46 23
                                    

                               Bella

  შემიძლია თამამად ვთქვა რომ მთელი სახლი თავზე "დავიმხვე" ასე დიდიხანია არ გავრთობილვარ და არ მიცეკვია. დაღლილ-დაქანცული დივანზე დავეხეთქე და ალბათ სასმელმაც იმოქმედე რომ ცოტა ჩამთვლიმა. ბოლოს ჰარი დავინახე რომელიც გვერდზე მომიჯდა და თავი მის მხარზე ჩამოვადე.

***

გამეღვიძა და უკვე ათამდე კაცი თუ იყო დარჩენილი. გვერდზე ჰარი კი ტელეფონს ჩაჰყურებდა დამინახა რომ გავუღვიძე და გამიღიმა.
-დიდი ხანი მეძინა?- ვთქვი ძილნარევი ხმით და თვალები პატარა ბავშვივით მოვიფშვნიტე.
-არა... მაქსიმუმ ნახევარი საათი. ისე კი გამიკვირდა ასეთ ხმაურში რომ ჩაგეძინა.
-ღმერთო, ძალიან ბევრი დავლიე და ალბათ მაგიტომ.
-ჰოო.
-სად არის ხალხი? ასე დაგვიანდა?
-კი, შუაღამეს დიდიხანია გადასცდა.
-ხვალ სამსახურში როგორ წავალ?- ვეკითხები ჩემ თავს და წამოვდექი.
-შენს უფროსს დაურეკე და უთხარი რომ დღის მეორე ნახევარში მიხვალ.
-მართალი ხარ, იმედი მაქვს არ გამაგდებს- თვალები ავატრიალე და ტელეფონით უკანა ეზოში გავედი, სადაც ყველაზე მეტად იყო სიჩუმე.
  უფროსა ველაპარაკე და ყველაფერი მოვაგვარე. ხვალ შუადღემდე მექნება საშუალება რომ გამოვიძინო. სახლში შევბრუნდი სადაც ყველანი დივანზე მოკალათებული დავინახე. მეც ჰარის გვერდზე მივუჯექი.
-მაიკი სად არის?- იკითხა ლიამმა.
-ამმ... ეგ და ის გოგო დავინახე საპირფარეშოში რომ...
-სად დაინახე?- გავიცინე და მას გავხედე. გაახსენდა რაც ვიგულისხმე და მანაც გულიანად გადაიხარხარა. კაროს გაღების ხმა გავიგეთ.
-კარგად მაიკ, კარგად ბავშვებო!- დაიძახა კენიმ და კარებიდან გავიდა. მაიკი კი ყოვლად კმაყოფილი სახით მისაღებში შემოვიდა და კარის ჩარჩოს მიეყუდა.
-აბა, რა გამოვტოვე?
-ნახევარი წვეულება- უპასუხა ჰეილიმ სიცილნარევი ხმით.
-უი...- თქვი ისე თითქოს ძალიან დასწყდა გული და სავარძელში ჩაეშვა.- კენდალი ძალიან კარგი გოგოა აღმოჩნდა.
-მშვენიერია... 1 კვირის წინ არც მეგობრები გყავდა და ცხოვრობდი 43 წლის კაცივით.- ამბობს ქოული- ახლა კი მეგობრები გყავს, წვეულებებს აწყობ და სექსუალური გოგოც ფიდგას გვერდში.
-ხო- გაიცინა- ძალიან ბევრი რამე გამომიტოვებია.

Fiance (დასრულებული)Where stories live. Discover now