მეგობარი ჩემი, მტერი ჩემი

2.8K 241 141
                                    


   იუნგიმ არ იცის, რამდენი ხანია რაც ამ ფიცარივით საწოლზე წევს, მაგრამ ოთახში ჩამოწოლილი მძიმე ჰაერით ხვდება, რომ ასე ვერ გაძლებს. დილიდან ასე წევს ოთხ კედელში გამოკეტილი, არავინ აწუხებს, ბიბი და ბაოც კი, არადა წუხანდელ დღემდე ამ უკანასკნელის დაქვემდებარებაში იყო. გაჭირვებით აიძულებს თავს ადგომას, ქუჩაში გადის და გაოცებული უყურებს მზეს, რომელიც ნელ-ნელა ეფარება ჰორიზონტს. იუნგი რამდენიმე წუთს ატარებს ჰაერზე, ისევ ოთახში ბრუნდება და საწოლზე ჩამომჯდარი დაბინდული მზერით უყურებს დაბზარულ კედელს. ისეთივეს, როგორიც თავად არის ახლა. ოღონდ ეს მახინჯი ბზარები იუნგის შიგნიდან ფარავენ, სხვისი თვალებისთვის უხილავი არიან, მაგრამ ძალიან მალე გაიხსნებიან და ჯონგუკს თავისი ხელით ნამოქმედარს დაანახებენ. ტკივილი, წყენა, უსამართლობა.. ყველაფერი ერთში გაერთიანდა და ომეგას ეჩვენება, რომ მასში ახლა ნანგრევებიღა დარჩა, საიდანაც მხოლოდ კვამლი ამოდის და  თვალებს ხელმეორედ უცრემლიანებს. იუნგი დარწმუნებულია, რომ ამის შემდეგ ვეღარასოდეს გაბედავს ცენტრალურ ეზოში გასვლას, რადგან სვეტებზე ჩამოკიდებული გვამები მოეჩვენება ყველგან.

    ისევ საწოლზე ეცემა, სასოწარკვეთილი ცდილობს დასისხლიანებული დუნგის სურათი მოიშოროს თვალებიდან, მაგრამ ჯიუტად არსად ქრება კადრი, სხვა არაფრით იცვლება. იუნგი თვალებს ხუჭავს და სხვა მოგონებებში ეშვება, მათით ცდილობს დროებით მაინც შეცვალოს დილანდელი სცენა. გუუკს იხსენებს, მის მზერას როდესაც ზემოდან დაჰყურებდა ღამით, როდესაც პირდაპირ სულში უყურებდა და აღფრთოვანებას ვერ მალავდა. მის ზღვარზე ბალანსირებულ ერთდროულად უხეშ და ნაზ ალერსს იხსენებს, როდესაც ომეგა თავისი ხელებით გრძნობდა კანქვეშ კუნთების უბრალო მოძრაობას კი არა, არამედ ნებისმიერ წამს აფეთქებისთვის გამზადებულ მხეცს, რომელიც მზად იყო პატრონის ხორცი დაეფლითა და გარეთ გამოსულიყო, რომელსაც გუუკი გაჭირვებით აკავებდა. იხსენებს, როგორ დაინახა მაშინ პირველად მირასში, როდესაც მის საძინებელში შემოვიდა, რომელსაც იუნგი ჯისონთან გაყოფას აპირებდა, და ნაგლად ათვალიერებდა. თითქოს გუშინ მოხდა ყველაფერი, ახლაც გარკვევით ხედავს მის თვალებში აღფრთოვანებასთან ერთად შიმშილს, როდესაც ალფა ეალერსებოდა, იატაკზე ხანჯლით მიჭედებულს. იუნგი ძრწოლით ხვდება, რომ მხოლოდ გუუკზე მოგონებას შეუძლია მისი თვალებიდან მეორე პლანზე გადაწიონ გამოფატრული ადამიანების სურათი. იუნგის იმდენჯერ შეუხედავს მისთვის თვალებში, მაგრამ მხოლოდ ახლა, მოგონებებში ძიების დროს ხვდება კონკრეტულად რას ვერ ამჩნევდა ამდენი ხანი. მოწყვეტით ჯდება და მოულოდნელად თავს დატეხილ მიხვედრას ცდილობს გაუმკლავდეს. გუუკი ყოველთვის უყურებს მას, როგორც დამშეული მხეცი, ისე უყურებს როგორც რაიმე უცხოს, თითქოს მსგავსი არასოდეს არაფერი უნახავს. იუნგის თავი ლამაზ ომეგად არასოდეს მიაჩნდა, მაგრამ ალფის თვალებში აღფრთოვანებას ყოველთვის გარკვევით კითხულობდა. გუუკის მოკვლას ცდილობდა, საკუთარ სიკვდილს ითხოვდა, მასში ეძებდა ხსნას, მაგრამ ერთხელაც არ დაფიქრებულა იმაზე, რომ მონსტრის კლანჭებში საკუთარი გარეგნობის გამო ამოყო თავი. მხოლოდ იმიტომ რომ „გაუმართლა" და სატანის გემოვნების შესაფერისი გარეგნობით დაიბადა. იუნგი წამიერად დილანდელ ტრაგედიასაც კი ივიწყებს, სახეს იფარავს ხელებით, გმინავს, თავის თავზე ეცინება. ისეთი ჯოჯოხეთი გამოიარა თითქმის ნახევარი წლის განმავლობაში, მხოლოდ იმიტომ, რომ ყველაზე საშინელ ადამიანს, რომელიც კი მიწას ახსოვს, მისი გარეგნობა მოეწონა.

GUKYUNWhere stories live. Discover now