16 თავი

1.6K 139 20
                                    

(თაე)
ცოტა ხანში ბანაკში დავბრუნდით, ვივახშმეთ, ცოტა ხანი კოცონთან ვისხედით და დავიძინეთ. მეორე დღეს ადრე გავიღვიძე და ვიფიქრე საუზმეს მოვამზადებდი ჩემთვის და ნუნჯისთვის. მალე ნუნჯიმაც გაიღვიძა. მინდოდა მასთან ერთად მესაუზმა. უეცრად სუნჰი შევნიშნე მე მიყურებდა მაგრამ ყურადღება აღარ მივაქციე და ნუნჯის დავუძახე რომ გვესაუზმა. ჭამის შემდეგ მასწავლებელმა ყველა შეგვკრიბა.
- ბავშვებო დღეს თამაშის დღეა, აირჩიეთ მეწყვილეები.
მე რათქმაუნდა ნუნჯი ავირჩიე. თამაში უნდა დაგვეწყო როდესაც მასწავლებელმა თქვა რომ სუნჰის მეწყვილე არ ჰყავდა. ამიტომ ის ჩვენთან აღმოჩნდა. ყველაზე მეტად კი ეს მძულს. სუნჰიმ ნუნჯის ნაგლურად გაუღიმა და გვერდი აუარა. სუნჰის მკაცრად გავხედე. ის თუ აპირებს ნუნჯის რამე დაუშავოს, მაშინ მე იძულებული გავხდები ისე მოვიქცე რომ ეს აღარ განმეორდეს. ამიტომ მისთვის ჯობია ნუნჯის არ გაეკაროს.
- ბავშვებო თამაშის წესები მარტივია, უნდა იპოვოთ ხუთი ფერადი ფურცელი მინიშნებებით.  ტყის გარშემო. ვინც პირველი იპოვის ანუ თუნდაც მინიმუმ 3 ფურცელს მაინც მოიტანს დასაჩუქრდება.
თამაში დავიწყეთ. მე და ნუნჯი ბედნიერები ვიყავით, სუნჰი კი უკან მოჰყვებოდა და მკვლელი მზერით უყურებდა ნინჯის. ვფიქრობ რაღაც აქვს ჩაფიქრებული. ამიტომ ნუნჯის ხელი მჭიდროდ მოვკიდე.
- თაე შეხედე ვიპოვე ერთი ფურცელი. მითხრა და ფურცელი აიღო.
- არც ისეთი ძნელი ყოფილა. ფურცელი გავხსენი და მინიშნების წაკითხვის შემდეგ ღიმილი სახეზე შემახმა
- მანახე ერთი რა წერია ფურცელი გამოგლიჯა ნუნჯიმ ხელიდან
- აბა იცი პასუხი ?
- მგონი კი ვიცი. წამოდი მითხრა და ხელი ჩამკიდა შემდეგ კი მეორე ფურცელი მალევე ვიპოვეთ.
- ჰმ ამჯერად მე წავიკითხავ და მე ვიპოვი ვუთხარი ნუნჯის და ფურცელი ავაგლიჯე ხელიდან.
- ხედავ? მარტივია
- რაა? მითხარი სად არის, გთხოოვ
- რომ მივალ ვნახავთ, სადღაც ახლოსაა.
- რაც შეიძლება მალე უნდა ვიპოვოთ
- რა ძალიან მონდომებული ხარ ამ თამაშით.
- აბა მოვიწყინე რა უნდა გავაკეთო. მის სისაყვარლეზე გამეცინა. მესამე ფურცელი მალევე ვიპოვეთ. დანარჩენების ძებნას შევუდეით მაგრამ რომ ვერ ვიპოვეთ ბანაკში დავბრუნდით.
მალე დავინახე ჯონქუქი და იუმი ფურცლებით ხელში.
- ყველანი აქ ხართ? მასწავლებელმა სია შეამოწმა და აღმოჩნდა რომ სუნჰი არ იყო.
- თეჰიონ წადი და სუნჰი მოძებნე
- კი მაგრამ მე
- არავითარი მაგრამ, რასაც გეუბნები ის გააკეთე
- მასწავლებელო
- თეჰიონ ნუ გამამეორებინებ. მითხრა მკაცრად და მეც წავედი მოსაძებნად.
რატომ მაინცდამაინც მე? ვერ ვიტან მაგ გოგოს ვიცოდი რომ რაღაც ჰქონდა ჩაფიქრებული. ფრთხილად უნდა ვიყო. უეცრად სუნჰი დავინახე ტბასთან იჯდა.
- მასწავლებელმა თქვა რომ ბანაკში უნდა დაბრუნდე.
სუნჰიმ გამიღიმა და მითხრა
- ვიცოდი რომ შენ გამოგიშვებდნენ მოსაძებნად. თეჰიონ ვიცი რომ ისევ გიყვარვარ. გთხოვ გპირდები რომ არასდროს მოგატყუებ, მეორე შანსი მომეცი.
- მაპატიე მაგრამ არ შემიძლია, მე მიყვარდი მაგრამ ეს წარსულს ჩაბარდა. უნდა შეეგუოს იმ ფაქტს რომ აღარ მიყვარხარ სუნჰი. შენს გამო ნუნჯისთან მეგობრობა გავწყვიტე, მისი შეძულება ვცადე.
ცხოვრება გააგრძელე ისე ღითქოს არც ვყოფილვარ შენს მოგონებებში, ვიცი რომ გამოჩნდება ბიჭი ვინც შეგიყვარებს მაგრამ ეს მე არ ვიქნები.
სუნჰი მისმენდა და თვალები აუცრემლიანდა. წასვლას ვაპირებდი როდესაც მითხრა
- მე მხოლოდ შენ მინდიხარ. შენ ერთადერთი ხარ ვინც მიყვარს, ჩემში ყველაფერს შევცვლი ოღონდ შენ იყო ჩემთან ნუთუ ეს არ გესმის. 
- პირველ რიგში შენ ერთადერთი ხარ ვინც მომატყუა და ახლა ცდილობ შენთან დავბრუნდე. ამას ეძახი სიყვარულს? შენ მოატყუე ის ადამიანი ვისაც უყვარდი.
- გთხოვ დამიბრუნდი, შევიცვლები გპირდები.
- უკვე გითხარი არ შემიძლია.
სუნჰიმ ტირილი დაიწყო
- თუ შენ არ გინდა რომ ჩემი შეყვარებული იყო მაშინ მე ამ ტბაში დავიხრჩობ თავს. თავს მოვიკლავ და გახსოვდეს შენ იქნები ჩემი სიკვდილის მიზეზი.
მისი წინადადებით ძალიან დავიშოკე, ახლა რა გავაკეთო დავთანხმდე თუ არა....
თაეე არ დაგვღუპო თაეე 😂😂😂😂ნუ ამ თავის წერაში მეც ვინერვიულე ახლა ეს თუ დათანხმდა მერე მთლად დავიღუპეთ.

arranged marriage to my best friend (დასრულებული)Where stories live. Discover now