Everything Will Be Fine

143 29 11
                                    

ყველაფერი კარგად იქნება!

მე არ ვიქნები შენთან, ეს შენც კარგად იცი, მაგრამ ბედნიერი იქნები.

არ შემიყვარებ, ვერ შემიყვარებ, მაგრამ მე მაინც მეყვარები.

ნეტავ იცოდე, რა ძლიერ მიყვარხარ...

ნეტავ შემეძლოს ცრემლების მოთვლა, ნეტავ შემეძლოს ღიმილის მოხსნა...

მინდა ბედნიერი იყო...

ისე, როგორც არავინ...

წვიმის წვეთები ხის ფოთლებს არხევს.
წკაპა-წკუპით მოედინება ლურჯი ზეციდან დედამიწაზე და არემარეს ასველებს.
ყველა ცოცხალი არსება ერიდება ბუნების ამ მოვლენას:
ფრინველები, მწერები, შინაური თუ გარეული ცხოველები.
თავის მყუდრო თავშესაფარში არიან შეყუჟულები და სიცოცხლით ხარობენ.
უყვართ ერთმანეთი.
მტრედები.
თეთრი მტრედები.
ყველა ცხოველის, ფრინველის თუ ნებისმიერი ცოცხალი არსების თვალებში, მთელი სამყარო ჩანს.
ქათქათა ფრთები ერთმანეთზე შემოუხვევიათ.
თვალებში შესციცინებენ და რაღაცას ეჩურჩულებიან ერთურთს.
სიყვარულის ენაზე საუბრობენ.
ჟღურტულებენ მხოლოდ ერთმანეთისთვის.
ალბათ მკითხავთ, რას საუბრობენ, ამდენსო.
არვიცი.
სხვას არავის ესმის მათი ბაასი.
არცაა საჭირო, რომ ესმოდეთ.
ასე ხომ მათი სიმშვიდე დაირღვევა.
აღარ იქნებიან ასეთი ლაღები, როგორიც ახლა არიან.
ვეღარ დავინახავთ მათ თეთრ, ულამაზეს ბუმბულს.
სამუდამოდ დაიკარგებიან.
ამიტომ, არაა საჭირო ჩარევა მათ სათუთ გრძნობაში.

დღე რომ დანებდა
და ღამემ გაიმარჯვა,
ფრთები გაშალა და
ტანჯვად წარიმართა.
ღამის სიშავეში
თეთრი მტრედი ჩანდა.
მტრედის გულში, კი
დიდი ტანჯვა!
განა ვინ აუწყა?!
ანდაც რამ აუწყა?!
მისი წარწყმენდა
და გულის ტანჯვა
გარეთ თეთრი იყო,
შიგნით სრულად შავი.
ხედვა შევსებული,
გრძნობა მუდამ მკვდარი.
დღე რომ დანებდა
და ღამემ გაიმარჯვა
ჩვენი ცოდვა დიდი,
მაშინ დაიბადა!

•𝚆𝚑𝚒𝚝𝚎 𝙳𝚘𝚟𝚎•Wo Geschichten leben. Entdecke jetzt