Memories

165 20 16
                                    

50იანი წლების სტილის სახლის წინ აბრა იყო, რომელზეც დიდი ასოებით ეწერა "იყიდება", მასზე კი წითელი, ლურჯი და თეთრი ფერები ჭარბობდა.

ორსართულიანი სახლი ისევ მტკიცედ იდგა მის კუთვნილ ადგილზე და ინახავდა იმ საიდუმლოებებს, რაც მის კედლებს ოდესმე დაუნახავს თუ მოუსმენია.

მიუხედავად იმისა, რომ სამეზობლოში ყველამ გაუკეთა საკუთარ სახლს რესტავრაცია, ამ სახლის პატრონი სახლის ძველი იერით მუდამ კმაყოფილი იყო. არ სურდა იმ მოგონებების ასე მარტივად გაქრობა, რომლებსაც ეს სახლი ინახავდა. სადაც არ უნდა გაეხედა ის ახსენდებოდა და მასთან გატარებული მომენტები, რომელიც სახეზე მუდამ ღიმილს ფენდა.

როცა მოხუცი ჰარი კიბეებზე ჩამოდიოდა და ბოლოჯერ ავლებდა თვალს სახლს კიბის ძირში გახედვისას გაახსენდა როგორ აკოცა პირველად მას. თუ როგორ გადადგა პირველი ნაბიჯი და დაეწაფა მის ტუჩებს. არ სურდა ამ სახლის დატოვება, მაგრამ დრო იყო.

სახლის მყიდველები ოთხ საათზე უნდა მოსულიყვნენ, თუმცა ისინი აგვიანებენდნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ჰარის კვლავ აქვს დრო მოგონებების გასაცოცხლებლად.

მოხუცი მისაღებში გავიდა და თვალწინ წარმოუდგა ის სცენა, როდესაც მისი ცხოვრების სიყვარულს მის მხარზე თავი ჩამოედო.

უამრავი მოგონება ამოტივტივდა. ყველა ერთმანეთისგან განსხვავდებოდა. ჰარიმ ღრმად ჩაისუნთქა, რამდენიმე წამში კი კარზე ზარის ხმა გაისმა.

85 წლის კაცის დამახასიათებლად ნელი ნაბიჯებით წავიდა კარის გასაღებად, იქ კი ორი მომღიმარი სახე შეამჩნია. წყვილს მისტერ სტაილსმა თბილად გაუღიმა და სახლში შეუძღვა, მათ კი მაშინვე დაიწყეს სახლის დათვალიერება. ქერა თმიანი, საშუალო სიმაღლის გოგონას ყურადღება სარკემ მიიპყრო, რომელიც შემოსასვლელი კარებიდან რამდენიმე ნაბიჯში იყო. სარკე მართლაც, რომ ულამაზესი იყო. ოვალური ფორმის სარკეს ოქროსფერი, მოჩუქურთმებული ჩარჩო ჰქონდა შემოკრული. მოხუცს ეს არ გამოპარვია და ჩაეღიმა. ეს ღიმილი არა სამანტამ, არამედ სარკემ გამოიწვია. მოხუცი ნელი ნაბიჯებით მიუახლოვდა სამანტას.
- სარკე ყველაზე გულახდილი და ამავდროულად ყველაზე მატყუარა საგანია მთელს დედამიწაზე. მან შეიძლება დაგანახოს შენი ძლიერი სახეები ან პირიქით დაგანახოს ის, რაც შენს სიძლიერეს დაფარავს და სადღაც კუთხეში, ნაგვის ურნასთან მოისვრის. ერთ დღეს თავს უძლიერეს პიროვნებად გაგრძნობინებს, მეორე დღეს კი სარკეში ჩახედვის შემდეგ საკუთარი თავის მიმართ ზიზღი გიჩნდება. ის მანიპულატორია... თუმცა ადამიანზე დიდი მანიპულატორი ხომ არ არსებობს? - მწარედ ჩაიცინა მოხუცმა, შუბლიდან კი ზაფხულის სიცხისგან გამოწვეული ოფლი სალფეთქით მოიწმინდა. - არ მეთანხმებით, მისის გრეის? - სამანტასგან კი უბრალოდ თავის ოდნავი დაქნევა მიიღო პასუხად, სტაილს კი უბრალოდ ჩაეცინა.

MemoriesWhere stories live. Discover now