2

832 94 9
                                    

ბიჭი თავისი ბინისკენ გაიქცა, სადაც ფანჯრიდან მბზინავი შუქი მოჩანდა, გარეთ კი ამ შუქისგან შოკირებული რამდენიმე ადამიანი იდგა, ის თვალებგაფართოებული გაიქცა თავისი ბინისკენ, რომელიც შენობის ბოლო, მეექვსე სართულზე იყო.

კართან მისვლისთანავე მან დაინახა რომ სინათლე კარის ქვემოდან იშლებოდა, ის განერვიულდა, აჩქარებული გულისცემით შეიყვანა კოდი და როგორც კი კარი გააღო მოკლე მელოდია ჩაესმა ყურში, მან მისაღები ოთახის ცენტრში დაინახა აკანკალებული სხეული, რომელიც პლედის ქვეშ იყო მოქცეული იქედან კი პატარა ყვითელი მზის სხივის მსგავსი შუქი ამოდიოდა, როდესაც ის მას მიუახლოვდა იგრძნო უფრო როგორ აუჩქარდა გულისცემა.

ბიჭმა სწრაფად ჩამოაფარა ფარდები, ნება არ მისცა ამ კაშკაშა შუქს ოთახის კედლებს გასცდენოდა, როგორც კი ის მოციმციმე პლედს მიუახლოვდა მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი.

მისი ხელები ნერვიულად შეეხო პლედს და როდესაც პლედი ძირს ჩამოვარდა მაშინვე გამოჩნდა პატარა ბიჭი ხუჭუჭა ქერა თმით, მან ნერვიულად აათვალიერა ბიჭი. მისი თვალები ნახევარმთვარეებად გადაიქცნენ როგორც კი მის წინ მყოფ ბიჭს გაუღიმა.

ჯონგუკი გაოცებული იყო, ის ნერვიულად მოშორდა ბიჭს და შორიდან შეათვალიერა, პატარა ბიჭი მას უყურებდა, მისი ფართო ღიმილი გაოცებაში გადაიზარდა, მისი თვალები მშვენიერი იყო, რომელსაც მეწამული ცის ფერი ჰქონდა, ჯონგუკმა იგრძნო რომ ბიჭის თვალებში სამყაროს ხედავდა

"ვინ ხარ?"
ჰკითხა ჯონგუკმა და ნერვიულად აათვალიერა ბიჭის ალუბლისფერი ტუჩები

"ვარსკვლავი"
უპასუხა ქერა ბიჭმა და ისევ გაიღიმა

Star/ვარსკვლავი ✅Where stories live. Discover now