18💫

601 43 0
                                    

თვალებს ვახელ , თავზე დაახლოებით ათი კაცი მადგას, ყველა თვალებ გაფართოებული მიყურებს , ერთი ქალი კი პულსს მისინჯავს.
-როგორ ხართ?-მეკითხეა შუა ხნის კაცი.
-მე...უბრალოდ თავბრუ დამეხვა.-ვთქვი და წამოდგომა ვცადე.
-ლამის დაგეჯახეთ, ისე სწრაფად მიდიოდით.
-საბედნიეროდ ყველაფერი რიგზეა, არ ინერვიულოთ.-ვუთხარი კაცს.
-სახლამდე მიგიყვანთ.-მითხრა მან.
სახლში მივედი, კარი ჰარიმ გამიღო.
-აქამდე სად ხარ? გირეკავდი და არ იღებდი ,ახლა მოვიდოდი შენს საძებნელად, სახეზე ფერი არ გადევს ტესა, რა მოხდა?
-ჰარი დამაცადე შემოსვლა.
დივანზე დავჯექი და ვთხოვე წყალი მოეტანა, წყალი დავლიე და ღრმად ჩავისუნთქე.
-კარგად ხარ?
-კი...როცა მოვიდოდი გზაში თავბრუ დამეხვა და ლამის მანქანა დამეჯახა.-ვუპასუხე მას.
-რაა? ტესა...რაიმე რომ მოგსვლოდა ხომ გავგიჟდებოდი, რა დაგემართა?
-არ ვიცი ჰარი, ალბათ გადავიღალე, ან არ ვიცი...
-ექიმთან წავიდეთ ხვალ.
-არა, არ არის საჭირო, ახლა კარგად ვარ, უბრალოდ შემეშინდა.-ვუთხარი მას და თვალებიდან ცრემლები წამომივიდა.
-პატარავ, ნუ გეშინია, მოდი ჩემთან.-მითხრა და ჩამეხუტა.-მეც ძალიან შემეშინდა, ხომ გითხარი მე წამოგიყვან თქო.
-ვიცი ჩემი ბრალია...
-ჩშშ, დამშვიდდი, წამოდი დავწვეთ.-მითხრა და დივნიდან წამომაყენა.
ოთახში ავედით და ორივე დავწექით,ძლივს ჩამეძინა.
მომდევნო დღეს ძლივს გადავაფიქრებინე ჰარის ექიმთან წასვლა, თავს უკვე კარგად ვგრძნობდი.
#ჰარი#
გუშინ ძალიან მეშინოდა, მინდოდა ტესა ექითან წამეყვანა მაგრამ არ მომცა ამის საშუალება, ზოგჯერ ძალიან ვღელავ, მეშინია რამე არ სჭირდეს.
დილით სამივემ ერთად ვისაუზმეთ, ტესას ყველაფერში ვეხმარებოდი და ვეუბენბოდი დაესვენა, თუმცა ძალიან ჯიუტია.
-ჰარი დღეს ბიჭები მოდიან ხომ?
-კი, რა არის?
-ლიზაც მოვა შესაბამისად და მინდა რომ ჯეკიც დავპატიჟო, ხომ გინდოდა მისი გაცნობა.
-კარგი შენი ხათრით გავიცობ.-ვუთხარი და შუბლზე ვაკოცე.
მოსაღამოვდა, ენდრიუმ დაიძინა, ბავშვებიც მოვიდნენ სამსელებით და სასუსნავებით.
-ტესა შენ არ დალევ.-ვუთხარი ტესას.
-ცოტას დავლევ.
-არა, არც ცოტას.
-რა ხდება?-იკითხა ლიზამ.
-გუშინ ეს ქალბატონი ცუდად გახდა გზაში, გული წაუვიდა, ახლა კი ჯიუტობს.
-ტესა ხომ კარგად ხარ? ექიმთან...
-არ მინდა ექიმი, კარგად ვარ, კარგით არ დავლევ.-თქვა და ხელები დანებების ნიშნად ასწია.-სასუსნვებს სულ მე შევჭამ.
-შენი იყოს პატარავ.-ვუთხარი და ცელოფანი გავუწოდე.
დაახლოებით ათ წუთში კარზე კაკუნის ხმა გაისმა, ტესამ კარი გააღო, ჯეკი სახლში შემოვიდა, ხელში შამპანიურის ბოთლები ეჭირა, ტესა გადაკოცნა და ჩვენს წინ დადგა.
-ჰეი ჯეკ.-მიესალმა ლიზა და ისიც გადაეხვია.
-გამარჯობათ.-მოგვესალმა და გაგვიღიმა.
-გაგიმარჯოს.-უთხრა ნაილმა.
ცოტა ვისაუბრეთ, ჯეკი მართლაც არ აღმოჩნდა ცუდი ადამიანი, მეგონა ტესა მოსწონდა და სხვანაირად უყურებდა, მაგრამ ვცდებოდი, უბრალოდ ზოგჯერ ძალიან ეჭვიანი და მესაკუთრე ვარ.
ცოტ-ცოტას ყველა ვსვავდით ტესას გარდა, ის მხოლოდ სასუსნავებს ჭამდა და წვენს სვავდა, ფილმს ვუყურეთ, სთუმიც ვითამაშეთ, ზეინს მოუწია ლიზასთვის ეკოცნა, ნაილმა მთლიანი პიცა შეჭამა რაც არ გაგვკვირვებია , ლიამი და ლუი გათიშულები ეყარნენ დივანზე, ჯეკიც მთვარლი იყო,მაგრამ ძალიანაც არა, მე მიყვებოდა ტესაზე და მის ჩემდამი გრძნობებზე, ტესა კი ვერ აჩერებდა.
-გეყოდა ჯეკ, მთვრალი ხარ, მაშინ შენთან გულახდილად იმიტომ არ მისაუბრია რომ ჰარისთვის მოგეყოლა ეგ ყველაფერი.-დაიწუწუნა ტესამ.
-დამშვიდდი საყვარელო, მე ხომ ისედაც ვიცი რას გრძნობ ჩემს მიმართ.-ვუთხარი ტესას და ლოყაზე ვაკოცე.
-ერთად ძალიან საყვარლები ხართ, გაუმართლა ჩემს დაიკოს რომ ასეთი ბიჭი შეხვდა, ბედნიერებას გისურვებთ, გაგიმარჯოთ.-კიდევ ერთხელ დაგვლოცა ჯეკმა.
-მადლობა ჯეკ.
-ახლა კი უნდა წავიდე, გვიანია უკვე.-თქვა მან.
-მარტო ვერ წახვალ, ვინმემ მოგაკითხოს ან დარჩი.-უთხრა ტესამ.
-ელენა მომაკითხავს.
-ელენა?
-ხო, ერთი გოგოა, ჩემი ბედნიერების მიზეზი.
-და ამას ახლა მეუბნები? მაგაზე ხვალ ვისაუბრებთ.-უთხრა ტესამ.
-ყველაფერს მოგიყვები ბუზღუნ.-ჯეკმა ელენას დაურეკა, მაღალი, ქერთმიანი გოგონა მოვიდა მალე და წაიყვანა.
ყველას ეძინა, ზოგს დივანზე, ზოგს მაგიდაზე, ზოგს კი სკამზე, მხოლოდ მე და ტესა ვიყავით ფხიზლები და მათზე ვიცინოდით, ფოტოებიც გადავუღეთ.
-ჰარი გული მერევა.-თქვა ტესამ და საპირფარეშოში შევარდა.
-ტესა, გააღე კარი.-კარი გააღო და მასთან შევვარდი, პირს იბანდა.
-ხომ არ დაგილევია?
-არა, წვეთიც კი.
-აბა რა გჭირს, იქნებ მოიწამლე? არ მაინტერესებს, ხვალვე ექიმთან წავალთ.-ვუთხარი მას.
-კარგი გნებდები, წავიდეთ ექიმთან.-მითხრა და ჩამეხუტა.
-გეძინება.
-მართალი ხარ.
ორივე დავწექით, მაგრად ჩავეხუტე და ისე ჩაგვეძინა.
#ტესა#
დილით ჰარიმ გამაღვიძა, ათ საათზე ავდექით, ლენას დავურეკეთ რომ ენდრიუ დაეტოვებინა ჩვენ კი მისი მოსვლისთანავე საავადმყოფოში წავედით, ცოტათი ვღელავდი , მეშინოდა რაიმე სერიოზული არ ყოფილიყო.
ჰარიმ მანქანა გააჩერა საავადმყოფოს დიდ შენობასთან, ორივე გადავედით და შენობაში შევდიოდით როდესაც ჰარის ტელეფონზე დაურეკეს.
-რაა? გაგიჟდა? კიმაგრამ რატომ? კარგით.-ვიღაცას ესაუბრებოდა.
-რა მოხდა?
-ჯანდაბა, ერთ-ერთმა თანამშრომელმა გვიჩივლა.
-რაა? რატომ?
-არ ვიცი, ახლა კომპანიაშია და სცენებს აწყობს, ჟურნალისტებსაც მეტი რა უნდათ.
-წადი , მიხედე საქმეს, მარტო მივალ ექიმთან, პატარა ხომ არ ვარ.
-ტესა...არ მინდა მარტო დაგტოვო.
-ჰარი გთხოვ, არც მე მინდა პრობლემები გქონდეს, მიხედე და აუცილებლად დაგირეკავ როდსაც გამოვალ საავადმყოფოდან.
-კარგი, მიყვარხარ, არ შეგეშინდეს პატარავ, ყველაფერი კარგად იქნება, ჩემი ძლიერი გოგო ხარ.-მითხრა მან და მაკოცა, შემდეგ კი მანქანაში ჩაჯდა და კომპანიაში წავიდა.
ექიმს დაახლოებით ათი წუთი ველოდე, კაბინეტიდან შუა ხნის, კეთილი გამომეტყველების მქონე ქალი გამოვიდა და ჩემი სახელი დაიძახა, კაბინეტში შევყევი, ჯერ რამდენიმე კითხვა დამისვა, როდესაც სიმპტომები ვუთხარი მითხრა რომ ეხო უნდა გადაეღო და სისხლის ანალიზი გამეკეთებინა.
სისხლი ორჯერ ამიღეს, ვენიდან და თითიდან, ძალა გამოცლილი ვიყავი, თანაც მეშინოდა, მინდოდა ჰარი აქ ყოფილიყო ,მაგრამ  ვერ დავტოვებდი.
-პასუხები საღამოს იქნება.-მითხრა კეტრინმა.
-კარგით, მადლობა, მოვალთ წასაღებად.
-----
ესეც მე18ე , ფინალი ახლოვდებაა👀

Mr.styles (მისტერ სტაილსი) დასრულებულიWhere stories live. Discover now