11 თავი

571 46 8
                                    

(ქუქი)
- ბატონო ჯონქუქ თუ შეიძლება გვითხარით თქვენ და ნორა შეყვარებულები ხართ?
- ბატონო ჯონქუქ როგორ ახსნით თქვენი კოცნის სცენას.
სანამ მანქანამდე მივიდოდი ჟურნალისტები დამესივნენ. კამერებმა თვალები ამიჭრელა, მათი კითხვები დავაიგნორე და მანქანაში ჩავჯექი.
- ღმერთო როგორ ვერ ვიტან ამ ჟურნალისტებს.
იმედია ნორა გადაურჩა ჟურნალისტების ხროვას.
მახსენდება როგორ ვაკოცე ნორას და სახიდან ღიმილს ვერ ვიშორებ. მისი აწითლებული სახე თვალწინ მიდგება. ამ დროს ტელეფონიც რეკავს.
- გისმენთ.
- ჯონქუქ ახსნას ველი
- ახლა არა, მოვალ და ყველაფერს გეტყვით. ვეუბნები და ტელეფონს ვთიშავ.
იმედია პრობლემები არ შეგვექმნება. მალე big hit ში შევდივარ. დაცვა რომ არა ალბათ ვერც გავაღწევდი.
უფროსის კაბინეტში შევდივარ და ყველა იქ მხვდება, ნორაც კი.
- ჯონქუქ რატომ არ გვითხარი რომ ეს გოგო გიყვარდა?
- ვაპირებდი რომ მეთქვა მაგრამ, ვერ შევძელი.
- არაუშავს, მთავარია ახლა ყველაფერი ვიცით. თქვენს ურთიერთობას რათქმაუნდა არ შევეწინააღმდეგებით. ჟურნალისტები ჩვენს განცხადებას ელოდებიან.
- მაშინ თუ ეს პრობლემას არ შექმნის ვუთხრათ ყველაფერი.
- ჩვენ მხოლოდ ამ ინფორმაციას დავადასტურებთ, მაგრამ სანამ ყველაფერი არ ჩაწყნარდება დორმში დარჩებით.
- და ფანებს რა ვუთხრათ?
- საღამოს შეგიძლია ლაივში გახვიდეთ ორივე ერთად. მაგრამ ეს ნორასთვის რთული იქნება. შეიძლება სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენონ.
მე ნორას გავხედე რომელიც თავჩაღუნული იჯდა.
- კარგით რა გაეწყობა, არმი ჩვენი ოჯახია მათ უფლე აქვთ ყველაფერი იცოდნენ.
- თავისუფლები ხართ, წარმატებებს გისურვებთ ლაივში.
მე და ნორა კაბინეტიდან გამოვედით.
- ქუქი იქნებ არ ღირს ლაივში გასვლა?
- გეშინია ხომ ასეა?
- მეც ვარ ფანი და ვიცი უმეტესობას გაუხარდება მაგრამ დანარჩენი ხალხი
- ნორა მომისმინე ყველაფერი კარგად იქნება, ეს მაინც უნდა მომხდარიყო. ადრე თუ გვიან მაინც მომიწევდა იმის თქმა რომ შეყვარებული მყავს.
შენ ნუ შეგეშინდება მე შენს გვერდით ვიქნები.
ნორას ხელი ჩავკიდე და ჩემს ოთახში შევიყვანე.
- ყველაფერი როგორი დახვეწილია
- მოგწონს? ჩემი არჩეულია.
- ქუქი. ნორამ დამიძახა და ცუდად გახდა, მაშინვე მივვარდი და ლოგინზე დავაწვინე.
- კარგად ხარ?
- თავბრუ მეხვევა
- გინდა სტაფს დავუძახებ და ექიმთან მივიდეთ.
- არა, არა გთხოვ არ მინდა რომ პრობლემები შეგექმნას.
- მაშინ რა გავაკეთო. ნერვიულობა დავიწყე და ხელები ამიკანკალდა.
- ქუქი დამშვიდდი, ალბათ გადაღლილობის ბრალია.
- ასე ფიქრობ? კარგი, მაშინ დაიძინე, თუ რამე დაგჭირდება დამიძახე კარგი? ნორას საბანი დავაფარე მალევე ჩაეძინა. ძილშიც კი როგორი საყვარელია. ოთახიდან გამოვედი და დარბაზში ჩავედი ყველა იქ იყო.
- ქუქი ნორა სადაა?
- ძინავს
- დღეს ივარჯიშებ?
- ჰიონ რათქმაუნდა, როგორ გგონია მე აქ უსაქმურად ვიჯდები და გიყურებთ?
- კარგი როგორც გინდა მაგრამ ძალიან არ გადაიღალო.
- სულ მაგას რატომ მეუბნებით? სულაც არ ვარ დაღლილი და არც დავიღლები.
- კარგი წამოდი ვიწყებთ.
(ნორა)
გავიღვიძე, მაგრამ ქუქი არ დამხვდა. ალბათ ბიჭებთანაა. ფეხზე წამოვდექი და თავი ამტკივდა.
- ჯანდაბა დილიდან არაფერი მიჭამია. ოთახის კარები გავაღე და სტაფი შემხვდა
- გამარჯობათ, რამე ხომ არ გინდათ?
- ბიჭები სად არიან?
- დარბაზში ვარჯიშობენ. გნებავთ ბატონ ჯონქუქს დავუძახებ
- არა, არა მე თვითონ მივალ და საით უნდა წავიდე?
- პირდაპირ და მარცხნივ
- მადლობა. დერეფანს გავუყევი და სიმღერის ხმა მესმოდა. კარები ფრთხილად შევაღე და იატაკზე ჩამოვჯექი. მშვიდად ვუყურებდი მათ ცეკვას. ისინი მართლაც ბევრს შრომობენ. როგორი დაღლილი სახეები აქვთ. ქუქის თვალს ვერ ვაშორებდი. ცეკვის დროს შემომხედა და თვალი ჩამიკრა. ამაზე გამეცინა. 10 წუთში რეპეტიციას მორჩნენ.
- მოგეწონა ცეკვა?
- როგორც ყოველთვის ძალიან კარგი იყო. მაგრამ თავს ძალიან იტვირთავთ.
- ესაა ჩვენი მოვალეობა, ბევრი უნდა ვივარჯიშოთ რომ ფანებისთვის მაგარი კონცერტები ჩავატაროთ. მეუბნება შუგა.
- საერთოდ გძინავთ? ამაზე ყველამ შემომხედა.
ასეც ვიცოდი, თქვენ თუ ასე გააგრძელებთ საკუთარ თავს ავნებთ.
- ნორა ჩვენზე არ იდარდო, ჩვენ დედა ჯინი გვყავს და ის ზრუნავს ჩვენზე. მეუბნება ქუქი და მთლიანად გაოფლილ სხეულს პირსახოცით იწმენდს.
- ნეტა ამას ფანები ხედავდნენ.
- რას?
- არაფერი დაივიწყე.
- უკვე მოსაღამოვდა, წამოდით ერთად ვჭამოთ შემდეგ კი ქუქის ლაივი აქვს. თქვა ჯიმინმა. მალე სამზარეულოსკენ გადაინაცვლეს და მეც უკან მივყვებოდი.
საჭმლის ჭამის შემდეგ ყველა თავიანთ ოთახებში შევიდნენ.
- ქუქი იქნებ ჯობია რომ მე გავიდე?
- ნუ გეშინია ყველაფერი კარგად იქნება, ფანებს გაუხარდებათ შენი დანახვა.
- ჩემი? არა ქუქი მათ შენი დანახვა უფრო გაუხარდებათ.
- მოდი იცი რა? მე ლაივს ჩავრთავ, ცოტა ხანში კი შენც დაგიძახებ კარგი? ვიცი რომ მიჩვეული არ ხარ მაგრამ მოგიწევს.
- კარგი, ასე იყოს.
(ქუქი)
ლაივი ჩავრთე თუ არა როგორც ყოველთვის მილიონობით ხალხი მიყურებდა.
- ყველას მოგესალმებით. მივესალმე და საუბარი დავუწყე.
- მინდა დღევანდელ შემთხვევაზე გესაუბროთ. ეს სიმართლეა. მე მყავს შეყვარებული.
ის ახლა აქ არის და ცოტა ხანში შემოგვიერთდება. ნორას გავხედე და კომენტარების კითხვას შევუდექი.
უმეტესობას უხაროდა ეს ამბავი და ცოტა მომეშვა.
- იცით ის ჩემთვის ყველაფერია. ძალიან მიყვარს და იმედია თქვენც შეიყვარებთ. ნორა აცრემლებული თვალებით მიყურებდა. მასთან მივედი და სკამზე დავსვი ხელებს სახეზე იფარებდა
- ქუქი გთხოვ არ მინდა
- ხელები ჩამოუშვა ჩემი ხათრით მაინც. ნორამ ხელები ჩამოუშვა. ცრემლები მოიწმინდა და კამერას შეხედა.
- არმი...გამარჯობა მე ნორა ვარ. ვიცი რომ ახლა ყველა გულგატეხილები ხართ, ამის გამო ბოდიშს გიხდით.
- არაუშავს ეს შენი ბრალი არაა. ვეუბნები და ვეხუტები.
მოდი კომენტარებს წავიკითხავ.
- რა საყვარელიაა. ორივეს ბედნიერებას გისურვებთ, ეს გოგო უკვე შემიყვარდა. რამდენიმე ცუდი კომენტარიც შევნიშნე მაგრამ არ წავიკითხე, ვიცოდი რომ ნორას გული ეტკინებოდა.
- აი ხედავ? შენ გეგონა რომ შეგიძულებდნენ მათ კი უკვე უყვარხარ. ნორას გაეღიმა ამაზე.
- მოდი იცი რა? მე დაგტოვებ და ჩავთვალოთ რომ ეს შენი პირველი ლაივი იქნება კარგი?
- არა ჯონქუქ ფანებს შენი ნახვა უნდათ.
- არაუშავს, ამჯერად შენ დაგითმობ ლაივს. ვეუბნები და არმის ვემშვიდობები, შემდეგ კი ჯიმინთან შევდივარ და ისიც ლაივს უყურებს.
- რა საყვარელია, როგორ მინდა რომ ჩავეხუტო.
- შენ ძაან არ აგივარდეს.
- ვუი ქუქი შენ ხარ? მოდი არ გაინტერესებს როგორი იქნება ნორას ლაივი? მეც გვერდით მივუჯექი და ყურება დავიწყე.
(ნორა)
ქუქი გავიდა და მე ლაივში დავრჩი.
- თუ რამე შეკითხვები გაქვთ დამისვით შეძლებისდაგვარად გიპასუხებთ. ვთქვი და კომენტარების რაოდენობამ იმატა.
- ნორააა როგორი საყვარელი ხარ
- მადლობა თბილი სიტყვებისთვის.
- შენი მშურს რადგან ჯონქუქის პრესს მილიონჯერ ნახულობ.
ამაზე გამეცინა
- არაა, არ მინახავს. სიმართლეს ვამბობ.
- დანარჩენ ბიჭებს უკვე შეხვდი? როგორ არიან? უთხარი რომ კარგად იკვებონ და ჯანმრთელობას მიხედონ.
- ბიჭები კარგად არიან ცოტა ხნის წინ დაამთავრეს რეპეტიცია, ახლა ისვენებენ აუცილებლად გადავცემ.
კომენტარებს ხმამაღლა ვკითხულობდი და გამიხარდა რომ არ შემიძულეს.
- თქვენზე ფანები ფიქციებს დაწერენ
- ღმერთო, ზოგადად ვკითხულობ ფიქციებს. დამთავრებისთანავე შემატყობინეთ და აუცილებლად წავიკითხავ.
- შენ ჯონქუქს არ იმსახურებ წადი და თავი მოიკალი რას გავხარ.
ამაზე თავი ძლივს შევიკავე რომ ისევ არ მეტირა.
- გთხოვთ ნუ ამბობთ ამას. ქუქის ხათრით მაინც. შეიძლება ისიც უყურებდეს ამ ლაივს.
ამ დროს ქუქი შემოდის.
- აბა როგორ მიდის ლაივი?
- მშვენივრად.
- არმი რაღაცას გეტყვით. ყველაფერი გავიგე, ცუდ კომენტარებს არასდროს ვაქცევდი ყურადღებას მაგრამ ამ შემთხვევაში ვერ ავიტან იმას რომ ნორას ასეთ სიტყვებს ეუბნებით. შეგიძლიათ მე მითხრათ ის სიტყვები რაც მას უთხარით.  გთხოვთ მას ნუ დაუწერთ ცუდ კომენტარებს.
- ქუქი რას ამბობ, რაც უნდათ ის დაწერონ
- არა ნორა, მე არ მინდა რომ გული გეტკინოს.
არმი თქვენ წარმოდგენაც არ გაქვთ როგორ ნერვიულობდა ნორა, ეშინოდა თქვენი რეაქციის. მაგრამ მაინც მოვიდა. შეძლო და ყველას გაგცენოთ. განა ასეთი ძნელია რომ ის არ შეიძულოთ? მე ძალიან ბედნიერი ვარ მისი აქ ყოფნით, მე ის მიყვარს და მინდა რომ თქვენც გიყვარდეთ.

ესეც ახალი თავი, აქამდე ვერ დავდე რადგან ბევრი მქონდა სამეცადინო. კი იკითხავთ ამ კარანტინში რა დროს მეცადინეობააო. აბიტურიენტი ვარ თორემ ისეე ეჰჰ 😂😂😂🤷
ისე ერთ დღესაც დადგება ის დრო როდესაც ჯონგუს შეყვარებული ეყოლება. შემდეგ ჯერ პრესიდან შემდეგ ბიგ ჰიტის დასტურისგან და ქუქის ლაივისგან გავიგებთ ამ ამბავს. რამდენი არმი დავრჩებით გაუთხოვრებიი😂😂😂😂😂😂😂




ვინ იქნება ჩემი კონკია?  Where stories live. Discover now