7

57 1 0
                                    

"ყოველთვის ვიქნები შენ სიზმრებში და არ მოგასვენებ სანამ ჩემი არ გახდები!"

სიზმარი
"ბნელეთით მოცულია ყველაფერი გარშემო,არაფერი ისმის,არაფერი მოძრაობს.ცოტა შიშის გრძნობა გამიჩნდა მაგრამ ჩემ თავს ვთოკავ,რომ არ დავიძაბო.უცებ ყველაფერი შრიალს იწყებს,თითქოს გრიგალი ამოვარდა და ვერაფერი აკავებს მას,შემცივდა...ჩემ გარშემო არაფერია.დავდივარ,აქეთ-იქით ვიხედები,ვყვირივარ მაგრამ ჩემი ხმა არავის ესმინს.ისეთი ქარია,რომ შიშის მეტს არაფერს მოასწავებს,ვხედავ ერთ სახლს რომელშიდაც შუქი ანთია,თითქოს იმ სახლში ვიღაც მელოდება და უნებურად მეც მისკენ მივდივარ,შევედი და სამი ადამიანია,რომელიც დგას და გაშეშებულია,ხელს ვახებ მაგრამ არაფერი მოსდით...გარეთ გამოვედი და ვხედავ სახლი სადღაც სწორ ადგილასაა,იქ არც ხეა,არც მინდორი.
ისევ შევედი სახლში მაგრამ იქ უკვე არაფერი დამხვდა,არც ის სამი ადამიანი არ იყო,არც მაგიდა და საერთოდ არაფერი,ყველაფერი დაცარიელდა!
სამარადისული სიჩუმე ჩამოვარდა თითქოს და ვიღაცეები მოდიოდნენ,მე ვცდილობდი,რომ მყარად ვმდგარიყავი და არ შემშინებოდა!სამი თუ ოთხი ადამიანი მოდის ცხენებით მათ სახე არ უჩანთ,შავით შემოსილები არიან!ისინი ჩემკენ მოდიოდნენ გაქცევა მინდოდა მაგრამ ფეხები ერთ ადგილას იყო და იმ ადგილს არ ცილდებოდა,მოჯადოებულ ელას ვგავდი რომელიც მისმა ნათლიამ მოაჯადოვა!ძალიან ცოტა მანძილი დარჩა მე თავი დავხარე,რომ არაფერი დამენახა...მე მათ ცხენებს შუა აღმოვჩნდი,ისე გამიარეს,რომ თითქოს ვერ მხედავდნენ,შევბრუნდი თუ არა ქოხი იწვოდა და ის ხალხი კი მუხლებზე ყავდათ დამდგარი,წინ და უკან დადიოდნენ და რაღაცეებს იმეორებდნენ მაგრამ არაფერი მესმოდა!ძალიან შემეშინდა,რომ მათ მოკლავდნენ ჩვეულებრივი ოჯახი იყო მამა,დედა და პატარა ბიჭი.ბიჭმა უეცრად ჩემკენ გამოიხადა და თვალი გაუშტერდა,თან ისეთი ნაღვლიანი თავლებით მიყურებდა,რომ გადავწყვიტე დავეხმარო მაგრამ წყეული ფეხები ერთ ადგილას გაშეშდა და არ მოძრაობს!ერთმა ხმალი იშიშვლა და ჩამოუარა,ალბათ ფიქრობდა პირველი რომელი მოეკლა,მთელი ხმით ვყვირივარ მაგრამ ამაოდ,სვლა ბავშვთან შეაჩერა.ძალიან შემეშინდა ბავშვი არ მოკლას და ვეღარც კი ვფიქრობ რა გამეკეთებინა,ის ბავშვი მიყურებს და მეც ვანიშნებდი,რომ ეყვირა...კაცი მოემზადა ხმალი ორივე ხელით მოიმარჯვა და ხელი აწია თუ არა ბავშვს არაამქვეყნიური ხმა ამოხდა პირიდან,ხელს ვეღარ ამოძრავებდა მამაკაცი!ბავშვმა ყვირილი როგორც კი დაასრულა კადრი ახლოს მოიწია ბოლო ხმაზე ვყვიროდი,მამაკაცმა ხელი მოიქნია მაგრამ...

ĐÆŇÇĒŔWhere stories live. Discover now