თავი მეცამეტე:ერთადერთი ვისაც ვუყურებ,შენ ხარ.👁‍🗨

1.7K 175 32
                                    

სამსახურში მისული არც ვიყავი ,კარში შესულმა რომ ყველას ყურადღება მივიქციე!
რატომ?
რადგან ამ წამს იუნგისთან ერთად მოვედი !
ხალხს ისედაც ეჭვები ჰქონდა და ახლა დარწმუნდებიან იმაში რომ ჩვენს შორის რაღაც ხდება,ეს მე მინდა?
არა!! რა თქმა უნდა არ მინდა.
"ასე რატომ გვიყურებენ?"დაბნეულმა და უკვე ამდენი მზერით შეწუხებულმა, იუნგის გადავულაპარაკე,რომელიც სერიოზულად მიაბიჯებდა წინ.
მან კი იგივე უემოციო სახით გადმომხედა,მაგრამ ცოტახანში რატომღაც ჩაიცინა"რადგან ჩემმს გვერდით ხარ,აინტერსებთ რა გვაკავშირებს ერთმანეთან,მალე კი გაიგებენ კიდეც"
ეს რომ მითხრა შუბლი შევკარი
"რას ქვია გაიგებენ? "
განცვიფრებულმა ვიკითხე,რადგან ერთი თვის უკან ამ ურთიერთობის დამალვას ცდილობდა!
"კი..ამ დღეებში ინტერვიუზე მოდის ჩემთან რამოდენიმე ჟურნალი და მინდა უკვე ოფიციალურად გამოვაცხადო ...სხვაგვარად ძაალიან ბევრი მითქმა მოთქმაა ჩემი ურთიერთობის სტატუსზე,მე ხომ უკვე 30 წლის ვარ,წესით მეორე ნახევარი უკვე უნდა მყავდეს,ეს უკვე ყველამ იცის"
მხოლოდ თავი დავუქნიე და წარმოვიდგინე რა იქნებოდა..შურიანი დაბოღმილი გოგონები,რომლებიც იუნგიზე ოცნებობენ,ჯურნალისტები,რომლებიც ჩემმს სახლთან ათენებენ და უაზრო ჭორები ჩვენს პირად ცხოვრებაზე და ურთიერთობაზე..როგორ ვერ ვიტან ამ ყველაფერს.

ამ ფიქრებში გართულმა მალევე მივახწიეთ ჩვენს ოფისამდე...კარი შევაღე თუ არა პირველი რაც თვალში მომხვდა მომღიმარი თეჰიონი იყო,ისეთი სახით მიყურებდა,თითქოს მზად იყო ხელში ავეყვანე და ვეფრიალებინე..რა უხარია?
"იუნგი ..საცოლეს მოგტაცებ ცოტახანს"
წინ გადაგვიდგა და ხელი მომკიდა,რაზეც იუნგიმ უემოციოთ უპასუხა"სულ შენი იყოს"
ამაზე მე თვალები გადავატრიალე და წინ გაჭრილ თეჰიონს ფეხი ავაყოლე.

"ვაიმე! ვაიმე! ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ,გავიგე რომ გუშინ იუნგი შენთან დარჩა,აბა აღიარე რა მოხდა?
ცხელი ღამე გქონდათ?"წარბების თამაშით ბედნიერმა რომ ეს სისულელე მომახალა,ვეღარ მოვითმინე და გემრიელად წამოვარტყი თავში ხელი
"რაა სისულელებს იძახი? რა ცხელი ღამე,საიდან მოიტანე ეს სისულელე ,ან ვინ გაგაგებინა რომ იუნგი ჩემთან დარჩა?"
გაუჩერებლად მივაყარე უცბათ სათქმელი,რაზეც ნატკენ თავზე ხელი მოისვა და მიპასუხა"იუნგიმ მითხრა თვითონ.."ეს რომ თქვა გაღიზიანებულმა ჩავიღრინე"რა ეტაკა ერთი მთელ ქვეყანას რომ უზიარებს ჩვენს შესახებ"ჩავილაპარაკე გაღიზიანებულმა
"თუ ასე უნდოდა თავიდან ჩვენი ურთიერთობის დამალვა,ახლა რა ჭირს?"როგორც ჩანს ამ კითხვებისგან გაგიჟებულმა ფიქრი ხმამაღლა დავიწყე და ამ დროის მანძილზე ,თეჰიონი მომღიმარი მადევნებდა თვალს
"ეს ცვლილებაა ძვირფასო,ვერ ხვდები რომ თქვენს შორის ბევრი რაღაც შეიცვალა?"
მაცდური ღიმილით რომ მითხრა,თვალები გაადავატრიალე"არანაირი ცვლილება არ არსებობს თეჰიონ,უბრალოდ გუშინ შევამჩნიე რომ ვიღაც იყო ჩემმს სახლში და იუნგი ამიტომ დარჩა ჩემთან!"
ეს რომ ვუთხარი ჩვეულებრივი სახით დამიბრუნა პასუხი"ეგეც ვიცი,ეგეც მითხრა,მაგრამ განა იუნგი ასე ყველასთან რჩება..ვინც ფეხებზე კიდია მასთან არავითარ შემთხვევაში!
იმაზე არ იზრუნებს ვინც მისთვის სულ ერთია...მე მისი მეგობარი ვარ და ვიცნობ,ეს კი მის შესახებ დანამდვილებით  ვიცი"ეს რომ მოვისმინე უეცრად დავიბენი,მის სიტყვებში რაღაც სიმართლეა,მაგრამ არ შევიმჩნევ ამას მაინც"აჰჰ!! სისულელებს ნუ იძახი,ასე ნებისმიერი მოიქცევა"
ვუთხარი და უხერხულად ავარიდე მზერა,მან კი ჩაიხვნეშა
"კარგი,კარგი ასე იყოს,მაგრამ ეს ამ წამს მეორე ხარისხოვანია,ახლა ერთადერთი რაც მანაღვლებს ისაა თუ ვინ იპარება შენს სახლში"ეს რომ თქვა მეც ავნერვიულდი,მთელი ღამე მეც ამაზე ვფიქრობდი გუშინ და ახსნას ვერ ვუძებნი ამ ფაქტს"არ ვიცი..არ ვიცი ,მაგრამ იუნგის დამსახურებით ამ შემთხვევაში უსაფრთხოდ ვგრძნობ თავს,ნუ იქამდე მაინც სანამ ჩემმი მშობლები არ ჩამოვლენ"ამაზე მან მხრებში მომკიდა ხელები"არ ინერვიულო..იუნგი ყველაფერს გაარკვევს..."ამაზე მე მხოლოდ თავი დავუქნიე.
ამ საუბრის შემდეგ კი ჩემმს მაგიდასთან დავბრუნდი,მინდა რომ ვიმუშაო და ცოტახანს მაინც დავივიწყო ეს საშინელება!
ვერ ვიჯერებ რომ ამ დროის მანძილზე ვიღაც შეშლილი მითვალთვალებდა და ეს ვერ შევნიშნე,ამის წარმოდგენაზეც კი გული მერევა.

🖤 𝙴𝚁𝚁𝚘𝚁☒ : 𝙐𝙣𝙖𝙗𝙡𝙚 𝙏𝙤 𝙇𝙤𝙑𝙀❤️ (16+)Where stories live. Discover now