მე შენს გარეშე.

915 87 228
                                    

კორეა.

სეული.

შუა ქუჩაში ომეგა მთელი სისწრაფით გარბის. მომენტებში უკან იყურება და ამოწმებს კიდევ მოსდევენ თუ არა. როდესაც ვერავერის ამჩნევს, ჩერდება. ხელებს მუხლებზე იწყობს და ღრმად სუნთქვას.

დაიღალა, არა სირბილით, არამედ ამ ალფამ დაღალა.

დაიღალა, რადგან სულ გაქცევა უწევს საკუთარი ალფისგან.

დაიღალა, რადგან ყოველ გაქცევაზე საბოლოოდ მაინც საკუთარი ალფის სახლში ყოფს თავს.

გაბრაზებული კი საწოლისკენ უბიძგებს, ზემოდან მთელი ძალით აწვება და თითს შუბლზე ადებს. გამჭოლი მზერით შეჰყურებს თვალებში. ჯიმინი კი ვერ ინძრევა. ვერ ეპასუხება. ვერ ეუბნება რა უნდა, რადგან ალფა ამბობს რომ სადაც არ უნდა გაიქცეს, მაინც იპოვის. მიწიდან ამოთხრის და მაინც მის გვერდით დაიყენებს.

ფიქრობს, თითქოს გაიქცა. რადგან შავებში გამოწყობილ ალფებს ვერ ხედავს, რამდენიმე წუთის წინ რომ მოსდევდნენ.

რთულია ჯიმინისთვის ცხოვრება. ზედმეტად რთულია. სიკვდილი უნდა, მაგრამ ამაშიც ხელს უშლის ალფა.

- დაიჭირეთ,- დაიყვირა ჯექსონმა. ყურში ჩამაგრებული ყურსასმენით თანამოძმეს რაღაც გადასცა. შემდეგ კი ჯიმინისკენ გაიქცა, რომელიც შეშინებული და ამავდროულად გაფართოებული თვალებით უყურებს ალფას. მაშინვე აინთო მის ტვინში განგაშის სიგნალი, გაქცევა დააპირა, მაგრამ დააგვიანა. ირგვლივ ალფებს წრე შეეკრათ.

- ბატონო პაკ, ძალიან გთხოვთ, ნებით გამოგვყევით. არ გვინდა რაიმე დაგიშავოთ,- ეუბნება ჯექსონი. წინ ნელი ნაბიჯებით მიიწევს. ჯიმინს ეცინება, ხელით სახეზე ჩამოშლილ თმებს უკან იწევს და ალფას უყურებს.

- მეტი რა უნდა დამიშავოთ? საკუთარი ხელებით მიგყავართ მონსტრთან. საკუთარი ხელებით მწირავთ იმ საშინელი ალფისთვის. გიფიქრია ოდესმე მე როგორ ვარ? რას ვგრძნობ, როდესაც ყოველ გაქცევაზე საბოლოოდ თავს ისევ მის ოთახში ვყოფ?- სიცილი ყვირილში ეზრდება, მომენტებში ნერვიულად იცინის და მაისურს ექაჩება,- მან მე ცხოვრება დამინგრია, მან მე სიცოცხლე წამართვა. მან მე გული ამომგლიჯა, საკუთარი ხელებით. გესმით ჩემი?-კვლავ ღრიალებს, ფეხს ასფალტს ურტყამს. ხალხის ყურადღებას იქცევს, მაგრამ დაცვები იმდენად მჭიდროდ არიან შეკრულნი, რომ ვერ ხედავენ რა ხდება შიგნით.

おれ  お  ころで Where stories live. Discover now