.

56 12 7
                                    

წყვდიადია...

უკუნითი სიბნელეა.

წყვდიადში ვარ...

მეშინია...

მეშინია საკუთარი თავის.
მეშინია საზოგადოების.
მეშინია...
მეშინია...
შიშმა შემიპყრო.
სინათლეს ველოდები, თუმცა არ ჩანს, ჰორიზონტზე ვერ ვხედავ სინათლეს, რომელიც გადამარჩენს და უყუნითიდან გამომიყვანს.
გამომიყვანს ამ სიბნელიდან და დამანახებს ნათელს.

ტკივილი...

ტკივილს ვგრძნობ გულის არეში.
ეს რაღაც ახალი გრძნობაა.
არ მომწონს.
მტკივნეულია.
ჩემთვის ზედმეტად მტკივნეულიც კი.

კითხვა მიჩნდება.
რატომ ვარ გამომწყვდეული ამ სიბნელეში და ვერაფერს ვხედავ. თითქოს თვალებზე ბინდი გადამეკრა, თუმცა ვგრძნობ.
აუტანელ ტკივილს ვგრძნობ.

საყვარელი ადამიანები მტკენენ.

მტკენენ ისინი ვისაც ვენდობოდი.
მათ ზურგი მაქციეს და უკან არც კი მოუხედავთ.

ირონიულია...

სასაცილოა...

მტკივნეულია...

აუტანლად მტკივნეული...

რაც მახსოვს ამ სიბნელეში მაშინ ავღმოჩნდი, როცა მატკინეს.
გულში დანა ჩამცეს და წავიდნენ.

რატომ?

ადამიანებო რატომ ხართ ასეთი სატიკნი?

რატო მიმეტებთ ტკივილისთვის?

ნუთუ გრძნობის ნატამალიც აღარ შემოგრჩათ?

იმედგაცრუება...

საკუთარი თავის ზიზღი...

რწმენის დაკარგვა, არა ღმერთის, არამედ საკუთარი თავის.

ნუთუ იმდენად სუსტი ვარ, რომ სხვას მივეცი ჩემი გონების მოწამვლის უფლება.

და მერე როგორ...

საკუთარი აზრის გამოთქმისაც კი მეშინია იმდენად მომიწამლეს გონება.

Light Where stories live. Discover now