Hotel Night.

507 35 6
                                    

Olivia's P.O.V.
ექვსის ნახევარზე უკვე სასტუმროში ვიყავით.
ვინაიდან სასტუმრო ბერტის იყოს, თავს უხერხულად ან მოკრძალებულად არც ერთი ჩვენგანი არ ვგრძნობდით, მთელი VIP სართული ჩვენს განკარგულებაში იყო. ბარგი სასტუმროს პერსონალმა ამოგვატანინა ოთახამდე. გოგოებს დიდი ლუქსი გვქონდა, ისევე როგორც ბიჭებს, სელი და ბერტი სტანდარტულ ნომერში იყვნენ. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა გავიგე, რომ ჩვენს ლუქსსში ყველა საძინებელს თავისი სააბაზანო ჰქონდა. რომ გითხრათ მალე ამოვბარგდითთქო, მოგატყუებთ, რადგან მხოლოდ ნომრის დათვალიერებაში დავკარგეთ 1 საათი.

სადილის ჭამის შემდეგ, საბოლოოდ გადავწყვიტე შხაპი მიმეღო და ცოტა წამეძინა. ალბათ სამი საათი მაინც მეძინა, როცა მორგემ გამაღვიძა. თავსაც არ ავწევდი, მაგრამ კლუბში ჩადიოდნენ, ამიტომ სწრაფად ჩავიცვი და ნომერი დავტოვეთ.
კლუბი ბერტმა დახურა ჩვენთვის და ნებისმიერი რამის შეკვეთის უფლება მოგვცა.

მე ჩემი შავი ქურთუკი გავიხადე, რადგან საკმაოდ თბილი ტემპერატურა იყო. დავჯექი თუ არა გვერდით ზეინი მომიჯდა.

-როგორც ყოველთვის, საშინლად მაგრად გამოიყურები.
-იმხელა ხმაზე წარმოთქვა, რომ ყველამ გაიგო.

-ცოტაც მოიცადე და ჰარი მცემს. -ყურში ჩამჩურჩულა და თვალი ჩამიკრა მე კი მხიარულად გადავიკისკისე.

-რა შევუკვეთოთ? -ლიამი სერიოზული სახით გვეკითხება.

-სკოჩი!-სწრაფად წამოვიყვირე.

-როგორც ყოველთვის? -მკითხა ნაილმა.

-როგორც ყოველთვის. -ვუპასუხე და გავუღიმე.

ცისფერთვალება სიმპატიურმა მიმტანმაც არ დააყოვნა და შეკვეთა მალე მომიტანა.
ნელ-ნელა სიმხურვალემ მოიმატა ჩემში და მივხვდი, რომ სკოჩმა მოქმედება დაიწყო.

აპარატურასთან მივედი და მუსიკა ჩავრთე. ლილი და ქეითი კივილით წამოხტნენ და ბიჭებს დაეჯაჯგურნენ წამოსაყენებლად მე კი არც დავლოდებივარ ისე დავიწყე ცეკვა.
მეგონა რომ ყველა ადგა, მაგრამ როცა მაგიდისკენ გავიხედე ჰარის მოვკარი თვალი.
მზერა მალევე მოვაშორე და ცეკვის გაგრძელება დავაპირე, მაგრამ უცბად მუსიკა გაჩერდა და მიკროფონში ნაილის კაკანის ხმა გაისმა.

Shallow|| Harry Styles(Completed)Where stories live. Discover now