[6] [კარი]

711 78 35
                                    


ასეთ არეულს მინდიხარ ჩემთან
ჩემს ოთახში, მინდიხარ აქ
ახლა გავუსწორებთ სახეს ჩვენ სახეს
და მე ზუსტად მივუწვები საყვარელ ადგილს

-Psychonaut 4 - I wanna be your dog

ნახევრად შიშველი, ტირილისგან თვალებდასიებული ჯიმინი საკუთარი სააბაზანოს სარკის წინ იდგა. ის წუთი იყო, წინა ღამის დანატოვები სიბინძურე ჩამოერეცხა და სველთმიანი უყურებდა თავს. როგორც ჩანდა, წყალს ყველა კვალი ვერ გაექრო, ამაზე მის ყელსა და კისერზე კბილებით, ენითა და ტუჩებით დატოვებული ლაქები მოწმობდნენ.

ჯიმინს ძალიან რცხვენოდა საკუთარი საქციელის, განსაკუთრებით კი ამ საშინელი ლაქების, რომელიც მუდამ გულისამრევად ეჩვენებოდა, მაგრამ თავს გამოუტყდა, რომ მომხდარი ზედმეტად გააზვიადა. რა თქმა უნდა, ცუდად მოიქცა, თითქმის ახალგაცნობილ ჯონგუკთან რომ დაწვა. თუ არ ჩავთვლიდით მის ყოფილ შეყვარებულებს, სექსი არავისთან ჰქონია. მისთვის ასეთი ფიზიკური კავშირი მეტად მნიშვნელოვანი იყო, თუმცა, ვინაიდან პირველი კაცი მაინც არ ყოფილა ჯონგუკი მისთვის, თვლიდა, ასე დრამატულად არ უნდა შეეხედა სიტუაციისთვის. 

გული მართლა სწყდებოდა. როცა გამთენიისას ჯერ კიდევ მძინარე ჯონგუკის სხეულს მოშორდა, ყველგან დაყრილ შუშის ბოთლებსა და პლასტმასის ჭიქებს გადმოაბიჯა და სახლისკენ გამოეშურა, იცოდა, უმცროსს აღარ შეხვდებოდა. მათი თითქმის დაწყებული მეგობრობა ამ შეცდომის გამო უნდა დასრულებულიყო. ჯიმინი უბრალოდ ვეღარ შეხედავდა მას ისე, რომ სინდისი უარესად არ დამძიმებოდა, ან თავი არ შეზიზღებოდა. 

რამდენიმე წუთში სააბაზანოში მდგარმა სიცივე იგრძნო, სხეული გაიმშრალა, სპორტული შარვალი და თბილი ზედა ჩაიცვა და ლეპტოპს მიუჯდა. იმ აზრებისგან უნდოდა გათავისუფლება, რომლებიც უკვე მის არსებობას შეურაცხყოფდნენ და თავს ყველაზე საშინელ ადამიანად აგრძნობინებდნენ, ამიტომაც ყურადღების გადასატანად ისევ თავის საბავშვო წიგნზე დაიწყო მუშაობა. 

hero(in)Where stories live. Discover now