გაუგებრობა?!

106 7 13
                                    

დიდი ხანი ვიდექი ცივ და ჩაბნელებულ დერეფანში, რომელიც აქა იქ იყო განათებუული.

ვერც კი შევამჩნიე ისე გადმოვსულვარ საავადმყოფოს მეორე ნაწილში. სადაც თითქმის არავინ იყო. როცა გავაცნობიერე, ცოტა შემეშინდა მაგრამ ქვევით დაცვა დავინახე და შედარებით დავმშვიდდი. საათს დავხედე და ჯანდაბა, ნახევარი საათი იყო უკვე გასული, რაც სალომეს დავშორდი.

-ხო დედა
-ელენე სად ხარ? სალომემ მითხრა საჭირო ოთახში წავიდაო და გინდა მოვალ, ცუდად ხომ არ ხარ?
-არა არა, უბრალოდ ვეძებდი და დრო გამიგრძელდა. მალე მოვალ. ხო მართლა, შეიძლება ბუფეტში ჩავიდე, რამე ვჭამო, რომ იცოდე.
-კარგი. მიყვარხარ, არ ინერვიულო
-ჰო, მეც.

შემცივდა. ჩემი წითელი კაბა ვერ უძლებდა დეერეფანში გამეფებულ სიცივეს და სიჩუმეს. იმის მიუხედავად რომ მშიშარა გოგო არასდროს ვყოფილვარ, რაღაცნაირად უსიამოვნო გრძნობა იყო, შავ კედლებში მარტო დგომა.

ტელეფონს დავხედე. დილის 6 საათი იყო. მივხვდი რატომაც იყო ირგვლივ ასეთი სიჩუმე.

თითქოს მინდოდა იქ დარჩენა, საშუალება მექნებოდა ყველაფერი კარგად ამეწონა. მეფიქრა სანდროზე და სალომეზე, ოღონდ საბაზე არა. არც ვფიქრობდი მასზე, ეს მხოლოდ ჩემი შეცდომა იყო, რომელსაც ვეღარ გამოვასწორებდი, თუმცა შემეძლო მომავალი უკეთესი შემექმნა.

-ჰეი, დაიკარგე?
-აჰ, ვაიმე, შემაშინე. რა?-გაკვირვებული ვუყურებდი ულამაზეს წითურ გოგოს, რომელიც ზუსტად ჩემი ასაკისთვის შესაფერისად გამოიყურებოდა.
-დაიკარგე მეთქი?
-ა, არა, არ დავკარგულვარ. უფრო სწორედ მგონი კი, მაგრამ გზა ვიცი, გავიკვლევ როგორმე. და შენ?
-რა მე?
-შენ დაიკარგე?
-არა. მე აქ ვმუშაობ.
-მუშაობ? და განა რამდენი წლის ხარ?
-17 წლის ვარ. არა ექიმი არ გეგონო ან რამე-მეციმება, რა თქმა უნდა, ექიმი არ მეგონებოდა-დედაჩემი მედდაა და მე ბუფეტში მიშოვა სამსახური. თავისუფალ დროს მოვდივარ და ვმუშაობ. ახლა კი ცოტა ხანი ვისვენებ და დავბოდიალობდი.
-აჰმ, გასაგებია. ბუფეტში ხომ არ მოდიხარ?
-როგორ გამოიცანი?-გაგვეცინა და იმდენად მოულოდნელი იყო, ჩაბნელებულ დერეფანში, ჩვენი ექო რომ გაისმა, თითქოს ყველა შევაწუხეთ ჩვენი ხალისით.
-ხო მართლა, შენს სახელ მეტყვი თუ, მე უნდა გამოვიცნო?
-თუ გინდა... იწვალე, ეგრე მარტივი კი არაა, ჩემი სახელის მიღება
-ჰაჰ, უყურეთ ამ 17წლის გოგოს, კარგი... სალომე?- ვვოცნებობდი თანხმობა არ ეთქვა
-ამ... არ ვიცი ეგ რატომ მითხარი, მაგრამ არა, ვერ ვიტან მაგ სახხელს
-კარგია...
-კარგია?
-ხო ანუ, კარგი, ანუ ის რომ არ გქვია, რაც არ მოგწონს.
-ნამდვილად, რა უცნაური გოგო ხარ. კაი აღარ გაწვალებ. ანა-ხელი გამომიწონდა ჩამოსართმევად
-მშვენიერია, ელენე-ხელი ჩამოვართვი და უცნაური შეგრძნება მქონდა- როგორი თბილი ხელი გაქვს...
-კარგი წავიდეთ, დანარჩენი მერე გავიგოთ ერთმანეთზე.

წინასწარ ვერ მიხვდებიDove le storie prendono vita. Scoprilo ora