11

1K 102 18
                                    

ვერც კი გავიაზრე, რამ მომცა ძალა, როცა თეჰიონს ეს სიტყვები ვუთხარი.. მოვტრიალდი და კიბეებზე სწრაფად ავირბინე. ოთახში შესული, კარის  პირდაპირ მდგარ  საწოლისკენ წავედი და ძალაგამოცლილი ზედ მუცლით დავემხე.

*მგონი ძალიან ზედმეტი მომივიდა-საკუთარ თავს ერთ მომენტში ამ სიტყვებითაც შევუტიე. 

ახლა თეჰიონი ალბათ ძალიან გაბრაზებული იქნება ამისი მიზეზიც აქვს. არ შემიძლია მასთან ისევ ისე გავაგრძელო ურთიერთობა, როგორც ერი თუ ორი დღის წინ ვიყავი. როგორ მეგონა, არ ვინანებდი, რაც მოხდა, თუმცა ახლა ძალიან ვნანობ. ვხვდებოდი, როგორ ვგრძნობდი და ახლაც ვგრძნობ მის მიმართ რაღაცას, მაგრამ რაც არ უნდა იყოს, საკუთარი თავისთვის არ უნდა მიმეცა იმისი უფლება, თავი რომ დამეკარგა. როცა მიახლოვდება ყოველთვის სული მეხუთება. თითქოს ყელში რაღაც მეჭედება და სუნთქვის საშუალებასაც კი არ მაძლევს.

*ჯანდაბა ემა! საკუთარი თავი თავიდანვე რომ გეკონტროლებინა....უნდა გეკონტროლებინა და აქამდეც არ მოხვიდოდი-ემოციები ისე მერეოდა ერთმანეთში, საკუთარ თავს ვეღარ ვთოკავდი. ქვემოთ ჩასვლა გამორიცხული იყო და საწოლში შევწექი იმის იმედით, რომ დამეძინებოდა, თუმცა ესეც უშედეგოდ. ისიც კი მაკარგვინებდა სიმშვიდეს, როცა მახსენდებოდა, როგორ იჯდებოდა ახლა თეჰიონი ქვემოთ და ტელევიზორს როგორც უყურებდა. შეიძლება უბრალოდ იჯდა და რამეზე ფიქრობდა ან კიდევ საბუთებს ავსებდა. რამდენიმე საათი უბრალოდ ვიწექი, სანამ მართლა ძალიან არ დაღამდა და კიბეების ხმა გავიგე. როგორც ჩანს, დასაძინებლად მიდიოდა. ისევ გული ამიჩქარდა. საკუთარი თავის დამშვიდებაში კი როდის ჩამეძინა ვერც გავიგე.

დილით თვალები რომ გავახილე, ადგომა არც კი მინდოდა. იმისი სურვილი მქონდა, რამდენიმე დღით თეჰონს არსად გადავყროდი, მაგრამ ერთ სახლში ვცხოვრობთ და ეს ფაქტობრივად შეუძლებელია. მაინც ავდექი, ტანსაცმელი ჩავიცვი და ქვემოთ მშვიდად ჩავედი, თითქოს, გუშინ არც არაფერი მომხდარა. სამზარეულოში კიმი დამხვდა, ძირს იყო დახრილი და რაღაცას ეთამაშებოდა. ცოტა ახლოს მივედი და ძაღლი დავინახე:

Marriage-K•THDonde viven las historias. Descúbrelo ahora