22.

328 25 0
                                    

თავი 23
*დილით*ჰარი*
-ბელაა გაიღვიძე სიხარულო-დავუძახე ბელას და მანაც თვალები დაჭყიტა, დაამთქნარა და საწოლზე წამოჯდა.
-ჯერ რვა საათია, ასე ადრე რატომ გღვიძავს?-მკითხა მან.
-მე სულ ადრე ვიღვიძებ, შენ გძინავს გვიანობამდე საყვარელო, დღეს მნიშვნელოვანი თათბირი მაქვს და სამსახურში უნდა წავიდე.
-მეც წამოვალ.
-კარგი, მაშინ ადექი,თორემ დაგვაგვიანდება.
-კარგი.
თხუთმეტ წუთსი ბელაც გაემზადა და კომპანიაში წავედით, თათბირზე შევედი , ორი საათი გაგრძელდა,ბელა კი თავის კაბინეტში იჯდა და საბუთებზე მუშაობდა.
*ბელა*
იმდენი სამუშაოა...მგონი ორი წელი მომიწევს აქ ჯდომა. „ყავა უნდა დავლიო“-ჩავიბურტყუნე და კაფეტერიიდან ამოვიტანე დიდი ჭიქით ყავა, ვსვავდი და საბუთებს ვაწესრიგებდი, მაგიდა გადატენილი იყო.
კაბინეტში ჰარი შემოვიდა.
-რას აკეთებ?-მკითხა მან.
-რომ არ ვიყავით ბევრი საბუთები დაგროვდა, ყველაფერი უნდა მოვაწესრიგო-ვუთხარი მას.
-ოუ მეკიდევ ვიფიქრე სადმე წავსულიყავით და...-მითხრა და ეშმაკურად გამიღიმა.
-არა ვერ მოვახერხებ, საქმეს ვერ გადავდებ-ვუთხარი მე და კიდევ ერთ საბუთზე მოვაწერე ხელი.
-არ დაიღალე?-მკითხა ჰარიმ.
-კი, თან ძალიან,მაგრამ მირჩევნია დღესვე მოვაგვარო.
-დაგეხმარები მაშინ-მითხრა და საბუთების ნაწილი აიღო.
-მადლობა პატარავ-ვუთხარი და ლოყაზე ვაკოცე.
-იცოდე მადლობას სხვანაირად გადამიხდი-მითხრა და ცალი თვალი ჩამიკრა,მე კი ჩაემცინა.
ორი საათი ვაგვარებდით  საბუთებს, თან ვლაპარაკობდით და ხანდახან ვისვენებდით, უკვე დაღამდა კიდეც, კომპანიაში მხოლოდ ჩვენ და დაცვა ვიყავით.
-აუ მომშივდა-ამოვიბურტყუნე მე.
-პიცას გამოვიძახებ-თქვა ჰარიმ და თვალები მოისრისა.
-ჰარი თუ ძაან დაიღალე წავიდეთ.
-არა, თან ცოტა დაგვრჩა--მიპასუხა მან.
პიცა ვჭამეთ და ისევ გავაგრძელეთ მუშაობა, ღამის სამ საათზე ოვრჩით.
-უფ-ღრმად ამოვისუნთქე და ჰარის მკლავებში გადავეშვი.
-ყვეაფერი წესრიგშია-მითხრა მან.
-მადლობა ჰარი, მართლა , შენ რომ არ მყავდე...
-მე სულ შენს გვერდით ვარ-მითხრა და შუბლზე მაკოცა.
-კარგი, წავიდეთ-ვუთხარი და ქურთუკი შემოვიცვი, ორივე გავედით კომპანიიდან და სახლში მივედით, გამოვიცვალეთ და დავწექით, ჰარი ჩამეხუტა და მის მკლავებში დამეძინა.
*ჰარი*
ბელას ტირილის ხმა გავიგე და მაშინვე გამოვფხიზლდი, საწოლზე იყო წამომჯდარი და თავი მუხლებში ჰქონდა ჩარგული.
-ბელა, რა ხდება-ვკითხე და მკერდზე მივიხუტე .
-მე..-სლუკუნებდა და ვერ ამბობდა ვერაფერს, წყალი მივაწოდე და დალია.
-ჯეკი დამესიზმრა-მითხრა და ძლიერად მომეკრო.
-დამშვიდდი, შენს გვერდით ვარ, ეს უბრალოდ სიზმარი იყო-ვუთხარი და შუბლზე ვაკოცე, მაგრად ცავეხუტე და დავიძინეთ.
დილით ადრე გამერვიძა,მაგრამ ბელა არ გავარვიძე, სამზარეულოში ჩავედი და საუზმე მოვამზადე, წვენი და ბლინები ლანგარზე დავდე და ბელას ოტახში ავუტანე, რომ ავედი თვალები გახელილი ჰქონდა.
-სად იყავი?-მკითხა მან.
-საუზმე მოგიტანე-ვუპასუხე და ლანგარი საწოლზე დავუდე.
-გემრიელად გამოიყურებაა, მადლობა პატარავ-მითხრა და ტუჩებზე მაკოცა.
როცა ორივემ ვისაუზმეთ ტელევიზორს მივუსხედით, რაღაც ფილმი გადიოდა და ვუყურებდით , თან სასუსნავებს ვჭამდით და ვლაპარაკობდით, ფილმი რომ დამთავრდა ბელამ შემომთავაზა ბიჭებისთვის დამერეკა და შევკრებილიყავით ყველა ერთად ,მეც დავთანხმდი და ყველას დავურეკე.
*ბელა*
ბიჭები მალე მოვიდნენ, რათქმაუნდა გოგოებიც ... სანამ მოვიდოდნენ ნამცხვარი გამოვაცხე,ოღონდ ძლივს, რაღაც რეცეპტი ვნახე და ისე, სამზარეულო ბრძოლის ველს ჰგავდა,მაგრამ ჰარი მეხმარებოდა.
როცა ყველა შევიკრიბეთ ვსაუბრობდით, შემდეგ ბიჭებმა ფეხბურთის ყურება დაიწყეს და გოგონები ჩემს ოთახში ავედით, ჩემი რა, ჰარის და ცემს ოთახში.
-გოგოებო-ამოილუღლუღა კენიმ.
-რა?-ვკითხე მე.
-მგონი მე...
-რა კენ,თქვი-უთხრა ჯიჯიმ.
-მგონი ორსულად ვარ-გვიპასუხა მან.
-მართლა?-გაოცებისგან ყველამ პირი დავაღეთ.
-ასე ვფიქრობ...ერთი კვირაა გულის რევის შეგრძნება მაწუხებს,  გემოვნება ხშირად მეცვლება და სუსტად ვგრძნობ თავს,სულ  წოლა მინდა.
-ტესტი გაიკეთე?-ჰკითხა ენიმ.
-არა..ლუისისთვის არაფერი მიტქვამს, დრო ვერ გამოვნახე ტესტისთვის, სულ ჩემს გვერდითაა-უპასუხა კენიმ.
-ახლა გაიკეთე-ვუთხარი მე.
-არ მაქვს.
-წავალ და მოგიტან-ვთქვი მე.
-კიმაგრამ არ მინდა რომ ლუისმა გაიგოს ჯერ.
-ჯენიფერი და ენი წამომყვებიან, სასუსნავებს წამოვიღებთ და ტესტს გამოვაყოლებთ-ვუთხარი მე, მან მადლობა გადამიხადა და ჩვენ სამნი ქვევით ცავედით, ბიჭები ისევ ტელევიზორთან ისხდნენ.
-საით?-გვკითხა ჰარიმ.
-ჩვენ...მარკეტში მივდივართ სასმელს და სასუსნავებს ვიყიდით-ვუპასუხე ჰარის დაბნეულმა.
-კარგით, მალე მოდით.
სამივე გავიქეცით, ტესტიც ვიყიდეთ და სასუსნავებიც და ისევ სახლში დავბრუნდით, ცოტა სასუსნავი ბიჭებს დავუტოვეთ , ნახევარი კი ზევით ავიტანეთ ტესტთან ერთად.
-კენ, აიღე-გავუწოდე ტესტი.
-როგორ უნდა...
-შარდში უნდა ჩადო-ვუპასუხე მე.
-კარგი-თქვა და საპირფარეშოში შევიდა, რომ გამოვიდა დაბნეული იყურებოდა.
-თუ ორი ხაზი დაეტყო ორსულად ხარ-უთხრა ჯენიფერმა.
-ისე ბავშვი გინდათ?-ჰკითხა ჯიჯიმ.
-მე კი,მაგრამ ლუისის აზრი არ ვიცი,თან არ დაგვიგეგმავს-უპასუხა კენიმ ისე რომ ტესტისთვის თვალი არ მოუშორებია.
-ერთი ხაზი დაეტყო-თქვა ენიმ ,მაგრამ უცბად ყველამ დავიკივლეთ, ორი ხაზი გამოჩნდა.
-კეენ გილოცავ!-ვუთხარით და მოვეხვიეთ,ის კი გაშეშებული იდგა და იღიმოდა.
-დედა გახდები-ვუთხარით მას და გამოფხიზლდა, სიხარულისგან თვითონაც ახტა,შემდეგ კი მუცელზე დაიდო ხელი.
-არ მჯერა-თქვა და გაიღიმა.
უცბად კარი ნაილმა და ჰარიმ შემოაღეს.
-რა გაკივლებთ?-იკითხეს მათ.
-ამ..ჩვენ...არაფერი, სასაცილო პოსტი შეგვხვდა და მოვკვდით სიცილით-ვუპასუხე მე დაბნეულმა.
-კარგით, ცოტა ჩუმად-გვითხრა ჰარიმ,ნაილი კი გაგვეკრიჭა, ენის კოცნა გაუგზავნა და ოთახიდან გავიდნენ.
-ეს რა შტერი მყავს-თქვა ენიმ და გაიღიმა.
-ლუისს როდის ვუთხრა ან როგორ?-იკითხა კენიმ.
-სესაფერის დროს დაელოდე, მგონი ჯობს ჯერ ექიმთან გადაამოწმო, ტესტი ზოგჯერ ცდება-უთხრა ჯენიფერმა.
-მართალია-დავეთანხმეთ ჩვენც.
-კარგით, მადლობა გოგონებო-გვითხრა კენიმ და ყველას ცაგვეხუტა.
ფეხბურთი დასრულდა , მე და ჰარიმ ყველა გავაცილეთ და დავწექით, როცა კენის გახარებული სახე მახსენდებოდა მეღიმებოდა.
-რა მოხდა?მთელი საღამოა იღიმი-მითხრა ჰარრიმ.
-არაფერი,არ შეიძლება გავიღიმო?-ვკითხე მე.
-კი,მაგრამ უცნაურია...
-ოოო,კარგი გეტყვი-ვუთხარი და მივეკარი.
-ჰომ...მითხარი.
-მოკლედ მგონი ბიძია გახდები მალე.
-რაა?
-მგონი ლუისი მამა გახდება-ვუთხარი და გავეკრიჭე.
-რაა?
-ოო ჰარი რას ვერ ხვდები? კენი ორსულადაა.
-მართლა?მაგარია-თქვა და გაიღიმა.
-ხო, დღეს გაიკეთა ტესტი, ამიტომ ვყვიროდით, წარმოიდგინე როგორია როცა იგებ რომ დედა ხდები, ან მამა.
-ჯერ ვერ წარმოვიდგენ, ლუისმა იცის?
-არა, ჯერ დააზუსტებს კენი და მერე ეტყვის, იცოდე არაფერი უთხრა.
-ჰომ..კარგი-მითხრა და ჩამეხუტა.
*ჰარი*
დილით ,ბელას გავხედე, რომელსაც გაღიმებულს ეძინა, როგორ უხარია კენის და ლუისის ამბავი, წარმომიდგენი რა ბედნიერი იქნება როდესაც თვიტონ გახდება დედა, მეც მინდა მამობა,მაგრამ ვფიქრობ ჯერ მზად არ ვართ, ეს დიდი პასუხისმგებლობაა, თან ჯერ ბელა ცოლადაც კი არ მომიყვანია, მინდა ჩემი ცოლი გახდეს და ჩემი შვილების დედა, ამაზე კარგად უნდა დავფიქრდე.
მე რომ ავდექი ისიც წამოდგა.
-შენ იწექი საყვარელო, რაღაც საქმეზე გავრბივარ და მოვალ, არაა შენი წამოსვლა საჭირო-ვუთხარი და შუბლზე ვაკოცე,ის კი ჩამეხუტა და საწოლზე გადაეშვა.
*ბელა*
სანამ ჰარი წასული იყო კენის დავურკე რა დროსაც ექიმთან შედიოდა, მითხრა რომ მაშინვე მოვიდოდა როგორცკი პასუხს გაიგებდა , ენის და გოგოებსაც დავურეკე და ჩემთნ შევიკრიბეთ, ერთ საათში კენი შემოვარდა სახლში.
-აბა? ხარ თუ არა ორსულად?-ვკითხე მე.
-ვააარ!-დაიყვირა და ჩამეხუტა.
ყველამ მივულოცეთ და ტკბილეულობებით ავრნიშნეთ.
-აუუ ლუისს როდის ვუთხრა არ ვიცი, დღეს გვიანობამდე არ მოვა.
-ხვალ უთხარი-თქვა ენიმ.
-კარგი, იმედია აბორტის გაკეთებას არ მომთხოვს-თქვა კენიმ და თავი დახარა.
-არამგონია, ასეთი არაა ლუისი, ძალიან უყვარხარ თან-უთხრა ჯიჯიმ.
-ხო-დავეთანხმე მე.
ორსულობაზე ვლაპარაკობდით, მშობიარობაზე და ათას ასეთ თემაზე, მოსაღამოვდა და ჰარი სახლში დაბრუნდა.
-გოგონებო რას შვრებით?-გვკითხა მან.
-ვსაუბრობდით-ვუპასუხე მე, მან კი თვალი ჩამიკრა, მიხვდა რაზეც ვლაპარაკობდით.
-კარგი, ჰაროლდ ,ორსულად ვარ-უთხრა კენიმ და ჩაიცინა.
-მიხარია, გილოცავ-უთხრა ჰარიმ და მოეხვია.
-იცოდე ლუისთან და ბიჭებთან სიტყვა არ დაგცდეს-გააფრთხილა კენიმ.
-არა რას ამბობ, სამარე ვარ.
-კარგი.
-ვუჰუუ ბიძია ვხდები-დაიძახა და ოთახში შევიდა.
-კლოუნი-თქვა ჯიჯიმ და ყველამ გავიცინეთ.
დაღამდა, გოგოები გავაცილე და ჰარის ჩავუგორდი კალთაში.
-სად იყავი დღეს?-ვკითხე მას.
-იმედია არ მეჩხუბები რომ გითხრა.
-ნუ მაშინებ ჰარი.
-ტეილორს შევხვდი,მომიწია ასე მოვქცეულიყავი, საქმეზე ვიყავი გეფიცები.
-მჯერა შენი და არ გიბრაზდები, მაგრამ არ უნდა დამიმალო-ვუთხარი და კისერში ვაკოცე, თავი რომ ავწიე თვითონ შემენაცვლა და კისერზე სველ კოცნებს მიტოვებს, იმდენად სასიამოვნო იყო გავიტრუნე და ხმას ვერ ვიღებდი, უცბად მიკბინა და ცხელი ენა ამატარა, რაზეც ოდნავ ამოვიკვნესე.
-ააჰ-მან კი გამომხედა და ტუჩებზე დამეწაფა, მკოცნიდა და არ ჩერდებოდა, მთელი სახე დამიკოცნა და კმაყოფილმა თვალები დახუჭა.
-ჰარი არ დაიძინო რა-ვუთხარი და ლოყაზე ვაკოცე.
-რატომ?
-მე თუ არ მძინავს არც შენ უნდა გეძინოს-ვუთხარი და გამეცინა ჩემივე ბავშვურ ნათქვამზე,მანაც გაიცინა და თვალები გაახილა.
-კარგი, აბა რა გინდა რომ ვქნათ?-მკითხა მან.
-არ ვიცი-ვუთხარი და ახლა მე დავუწყე კოცნა, მთელი სახე,კისერი და ლოყები დავუკოცნე დ,ის კი იღიმოდა.
-რომ იცოდე რა საყვარელი ხარ-მითხრა და მაგრად ჩამეხუტა.
-შენც-ვუთხარი და თვალები მიმეხუჭა.
დილით ორივე ერთად წავედით სამსახურში, ჰარის ბევრი საქმე ჰქონდა და სახლში გამომიშვა, სახლში მივედი და საღამომდე უაზროდ ვიჯექი, გოგონებს არ ეცლაათ, კენის ყველაფერი უნდა ეთქვა ლუისითვის, ენი და ჯენიფერი სამსახურში იყვნენ, ხოლო ჯიჯი ზეინთან.
საღამოს მესიჯი მომივიდა ტელეფონზე, გავხსენი და უცხო ნომერი მწერდა მისამართს, სადაც უნდა მივსულიყავი.
„აუცილებლად მიდი ამ მისამართზე,თუ გინდა რომ სიმართლე გაიგო“-ეწერა მესიჯში, თავიდან ვიფიქრე ვინმე ხუმრობდა,მაგრამ ბევრი ფიქრის შემდეგ მაინც წავედი.
ერთი პატარა ბინა იყო, მინის გრძელი ფანჯრებით, სიბნელე იყო და კარგად ვერაფერს ვხედავდი, რისთვის მთხოვეს აქ მოსვლა?!-გავიფიქრე და სახლს კარგად გადავავლე თვალი, ფანჯარაში ჰარი და ჯემა გამოჩნდნენ, ჯემა ჰარის კისერზე ეხვეოდა, ჰარის კი წელზე შემოეხვია ხელები, ჯემა იღიმოდა,ის კი უყურებდა .
ეს ჰარია?-გავიფიქრე  თავიდან, კარგად დავაკვირდი და ბოლოს დავრმუნდი რომ არ ვცდებო0დი, ჯემა? მასტან რა უნდა...
თვალები წყლით ამევსო, ვეღარ გავძელი და ტირილი დავიწყე, ვუყურებდი როგორ ეხვეოდა ჯემა ჰარის , დავიჯერო თავბრუ დაახვია? არ მჯერა, ჰარი ამას არ იზავს, არ მირალატებს-ვიძახდი და ისევ ვქვითინებდი, იქიდან ფეხით გამოვიქეცი ,მთელი გზა ვტიროდი, სახლთან რომ მივედი კენი დავინახე,რომელიც გარეთ,სკამზე იჯდა და ტიროდა.
-კენ-მასთან მივედი და გვერდით მივუჯექი.
-რატომ ტირი?-ვკითხე, გამომხედა და იგივე კითხვა დამისვა.
-ჩემი და ცდილობს ჰარი წამართვას.
-ლუისმა აბორტის გაკეთება მთხოვა.
ვთქვით ერთდროულად და გაკვირვებული სახეებით შევხედეთ ერტმანეთს.
________

He(she) changed my Life💫💜H.S (დასრულებული)Where stories live. Discover now