white1light

294 50 10
                                    

1. რას უკავშირდება შენი სახელი?

- მეტსახელს თუ გულისხმობ, მაშინ გეტყვი, რომ მინდოდა, ისეთი რამ მრქმოდა, რაც დამეხმარებოდა, სინათლე შემეტანა სხვების ცხოვრებაში, მაგრამ ჩემს პირად სახელს თუ გულისხმობ, წარმოდგენა არ მაქვს, რას უკავშირდება, თუმცა ზუსტად ვიცი, რატომაც მქვია თამარი. მამას უნდოდა, ბებიის სახელი, რუსუდანი მრქმეოდა, თუმცა დედას ნამდვილად არ მოსწონდა ეს იდეა და მამას პასპორტი მოიპარა, სამშობიაროდან გაიპარა და ყველასგან მალულად დამარქვა თამარი (სიკვდილამდე მადლობელი ვიქნები მისი).

2. რომელ ნაშრომზე დახარჯე ყველაზე დიდი დრო და რატომ?

- დასრულებულებს შორის, ალბათ, "Flower Life" გაიწელა ძალიან. გამოცდების პერიოდში ვწერდი და ზომითაც არაა პატარა. ამას გარდა, მქონდა პერიოდები, როდესაც უბრალოდ არ ვიყავი მომდევნო თავის დასაწყებად მზად და შემდეგი დღისთვის ვდებდი. ეს "შემდეგი დღე" კი - არასოდეს მოდიოდა.

3. ავტორი, რომელიც ძალიან მოგწონს აპლიკაციის ფარგლებში, არის...

- ამ აპლიკაციაში იმდენ ნიჭიერ ადამიანს გადავაწყდი, რომ სიამაყის გრძნობა გამიჩნდა. ერთს ვერ დავასახელებ მხოლოდ, მაგრამ ჩემთვის ცნობილებიდან Ann1eC0x-ს, seesawlarity-ის და princessharuru-ს გამოვარჩევ.  Ann1eC0x - ამ ადამიანის ვანშოთები ისაა, რასაც ყველას ვურჩევდი წასაკითხად. Princessharuru - კი პიროვნებაა, რომელიც ჯერ მისი ნაწარმოების გამო გიყვარდება, შემდეგ გაიცნობ და მიხვდები, რომ ეს გრძნობა უბრალოდ გაგიორმაგდა.

4. რომელ ქვეყანაში იცხოვრებდი?

- ალბათ, ღრმა მოხუცებულობაში საქართველოში დავბრუნდებოდი, მაგრამ დიდი სურვილი მაქვს, ცხოვრება მოგზაურობაში გავატარო და არა - ერთ ადგილას ყოფნაში.

5. უდიდესი ცოდვა, რომელიც ადამიანმა შეიძლება ჩაიდინოს, არის...

- არ ვიცი. ალბათ, დგომა და ყურება, მაშინ, როდესაც დახმარება შეგიძლია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ - უმოქმედობა.

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: May 10, 2020 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

21 კითხვა white1light-თანWhere stories live. Discover now