შესავალი

21 3 0
                                    


გამარჯობა მეგობარო, შენ ვინც ამას კითხულობ, ალბათ ელოდები რაღაც ახალს, რაღაც საინტერესოს, ალბათ ფიქრობ, - ოო მოდი დავიწყებ ამის კითხვას და ბოლოს ნასიამოვნები დავრჩები ამით. - მე კი გეტყვი მეგობარო თუ ასე ფიქრობ შეგიძლია ახლავე დააგდო ეს ნაწერი, წახვიდე და არასდროს მოიხედო მისკენ, მე მოგიყვები შენზე, არა განა მარტო შენზე, არამედ შენნაირებზე, მოკლედ რომ გითხრა ადამიანებზე, რატომ? იმიტომ რომ თუ მე დამიჯერებ მეგობარო, შენზე მეტად გასაოცარი არსება, მე არ შემხვედრია, დამიჯერე ბევრი რამ, ბევრი ვინმე მინახავს, მაგრამ ისეთი როგორიც შენ ხარ? არა, ნადმვილად არა, მე უცნაური ვარ, უცნაური ყველაფრით, მაგრამ ერთი რამ ვიცი ადამიანებთან ღრმა ურთიერთობამ უფრო უცნაური გამხადა, რადგან თქვენ ადამიანები იმაზე მეტად საშიშნი, იმაზე მეტად კარგები და სოაცარნი ხართ ვიდრე გგონიათ, ამაზე დიდხანს შემიძლია ვისაუბრო თუ რას შვებით თქვენ ადამიანები, ან როგორ შვებით, რის ფასად, მაგრამ მოდი ამას საფიქრელად დაგიტოვებთ ან უბრალოდ ნელ-ნელა დაგანახებთ ყველაფერს. გონიერი არსება ხარ მეგობარო და შენით მიხვდები რამდენად, სუსტი, რამდენად ძლიერი ხარ, ალბათ რთულია გააცნობიერო რომ ადამიანი ხარ, რთულია მიხვდე რაარის შენთვის, ძვირფასი, რაარი შენთვის ყველაზე ახლო და ყველაზე შორი, არა დამიჯერე ძალიან რთულია და თუ ამას შეძლებ, მაშინ კეთილი იყოს შენი მობრძანება ჩემს სამყაროში, რადგან როცა ამას მიხვდები მეც უფრო ახლოს გამიცნობ. შენი გადასაწყვეტია რამდენად სასიხარულო იქნება ეს გაცნობა.

ვხვდები გაინტერესებს ვინ ვარ მე, არა ეს ნამდვილად არარის დიდად საინტერესო, უბრალოდ მე ვარ ის ვინც პატარა ამბებს, შენი ადამიანურობიდან წარმოქმნილს მოგიყვება. ისე ერთი რამ კი ვიცი ბევრს არ მოვწონვარ, ბევრსაც არ სურს ჩემთან საუბარი და შეხვედრა, მაგრამ რა გაეწყობა ეს მე ვარ, ასეთი და ვერაფერს ვიზამთ. ისე მიხარია რომ შენ მისმენ და უბრალოდ ზურგს არ მაქცევ. რა ირონიულია, ადამიანებს ეს გსიამოვნებთ და მინდა ვაღიარო ძალიან კარგადაც გამოგდით, არა არა მართლა, ჩემი ნება რომ იყოს დაგაჯილდოვებდი კიდეც, ნუ კარგი ბევრი ცუდი რამ ვილაპარაკე მგონი უკვე აღარ გსიამოვნებს ჩემი მოსმენა სადაც სულ შენ გლანძღავ, მაგრამ არსი იმაშია რომ შენ ადამიანო ფიქრობ რომ კარგი ხარ, რომ ასეთი არ ხარ როგორადაც მე წარმომიდგენიხარ, მაგრამ ამ დროს უბრალოდ დგები და ბრაზდები ამაზე, თუ რატომ ვამბობ ასე. მოდი შევთანმხდეთ ერთ რამეზე მე ვილაპარაკებ ბევრ რამეს, მოვყვები ბევრს და შენ უბრალოდ მომისმენ და სადაც მიხვდები რომ შენც იგულისხმები, გაჩერდები, დადუმდები და უბრალოდ ზურგს მაქცევ და დამტოვებ. არა, მაინც მეცინება რადგან შენ ხო ადამიანი ხარ, მაინც გააგრძელებ კითხვას ყველაფრისდა მიუხედავად, რადგან დაგაინტერესებს, კიდევ რანაირი ხარ შენ..

ღრმა ბნელი ნათებაKde žijí příběhy. Začni objevovat