main family, minor family

2.6K 103 12
                                    

რამდენად ძლიერია სურვილი?
რამდენად ძლიერია სურვილი იყო პირველი?
რამდენად ძლიერია სურვილი იმისა, რომ იყო მთავარი?
პასუხი მარტივია ძალიან დიდი.
თაობათაშორისი ომიც კი ვერ შეედრება, ოჯახში გამეფებული პირველობის სურვილს.
მაგრამ საიდან იღებს ეს სათავეს?
საიდან მოდის სიძულვილი ბიძაშვილებს შორის?
იქნებ მათი მამებისგან? მაგრამ მათ მამებს შორის დაპირისპირებაღა საიდან მოდის? იქნებ ბიძაშვილების ბაბუისგან? დიახ ძმები ერთმანეთს ემტრებიან როდესაც მშობელი მათ გარჩევას იწყებს. ესეიგი ბიძაშვილებს შორის გაჩაღებული მტრობა სათავეს ჯერ კიდევ ერთი საუკუნის წინ იღებს. პირველობის სურვილი უპირველესია, სურვილი იმისა რომ არ იყო დაჩაგრული. იმისა რომ მამასთან თავი გამოიჩინო. სწორედ ეს კლავდა ვეგასს, სწორედ ამის გამო იტანჯებოდა კინი,სწორედ ამის გამო იკატუნებდა თავს ტანკუნი, ამიტომ გაიქცა სახლიდან კიმი.
და მაკაუ?
ის ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებდა იმ დიდ წნეხს, რომელიც მის ძმას ბოლოს უღებდა. ვეგასი იტანჯებოდა და ამას ვერავინ ხვდებოდა, ბიჭი ყველამ დატოვა. დედამისმაც კი არ იფიქრა მასზე,როდესაც მამამის ღალატობდა. სწორედ ასე დაიბადა მისი შუათანა ძმა ინი, თუნცა რა მოყვა ამას? . მამამისმა დედამისი ვეგასის თვალწინ მოკლა, 9 თვის განმავლობაში თავს იკატუნებდა რომ აპატია, ბავშვის გაჩენის შემდეგ კი უბრალოდ ადგა და პირდაპირ გულში ესროლა. იმის მიუხედავად, რომ ვეგასი ინს თვლიდა დანაშავედ, ძმა მაინც შეიყვარა. დედამისის ერთადერთი დანატოვარი შეიყვარა, ამიტომ როდესაც მაკაუს დედა მშობიარობას გადაყვა ბიჭს რეაქცია არ ქონია. ინი კი მამამისმა მხოლოდ იმის გამო დაიტოვა, რომ წამდა ბიჭი ვეგასის ნაირი არ იქნებოდა. შემარცხვენელი არ იქნებოდა. ნორმალური ორიენტაციის იქნებოდა. კაცი მართალიც აღმოჩნდა, მაგრამ ამ სიმართლის დევნაში საკუთარი შვილის გული ბოლომდე დამარახა. ნუთუ ეს ადვილი იყო ვეგასისთვის?
კინი როგორღაა მის ოჯახში?
თითქოს იდეალური ცხოვრება აქვს ხომ? ყველაფრის სათავეში ისაა, მამისგან აღიარება აქვს. თუმცა ყველაფერი გაცილებით რთულადაა. რა თქმა უნდა მას ხომ ბედნიერება აკლია, ერთადერთი ადამიანი რომელსაც ენდობოდა ხომ გამყიდველი აღმოჩნდა. მას ბედნიერება არ გააჩნია. კიმს გაცილებით ცუდად აქვს ყველაფერი, უმცროსი ვაჟობა ყველაზე რთულია. სწორედ ამიტომ დააღწია მთვარ ოჯახს თავი, სწორად ამიტომ უბრალოდ დინებას გაყვა, დინებას რომელიც არ იცოდა სადამდე მიიყვანდა.
და მაინც რატომ არ ვლაპარაკობთ მის ტყუპისცალზე?
პატარა გზა აბნეულ გოგონაზე, რომელსაც ყველაფერი გაცილებით ცუდად აქვს. დედამ მიატოვა, ძმებს მისთვის არ სცალიათ. ადამიანი რომელიც უყვარდა მისი დახმარებისას უგზოუკვლოდ დაიკარგა. მისი ცხოვრებაც ხომ რთულია? თუმცა ის ერთადერთი გოგონაა ოჯახში. მამის ფავორიტი. დედის ძალები აქვს, დედის გარეგნობა, დედის ჩვევები, დედის ხასიათი. იქნებ სწორედ ამიტომ უყვარს მამამისს? იქნებ ამიტომ არ გაათხოვა ძალით, როგორც სხვა გოგონებს ექცევიან მათ წრეში? იქნებ ამიტომ არ თქვა არაფერი როდესაც ინთან ურთიერთობა დაიწყო?
ოჰ ინი, გოგონას სატრფო... ბლუმის სიყვარული ... ყველაზე ნათელი წერტილი, მის ცხოვრებაში. რა უცნაურია არა? მისი ბიძაშვილის ძმა უყვარს, თუმცა ბიჭი ხომ მისი ბიძაშვილი არაა?
ინი და ბლუმი...
ორი ოჯახის დამაკავშირებელი გზა...
რომელიც სამწუხაროდ გაწყდა...
გოგონა მოიტაცეს, ინი კი მისი დახმარების მცდელობაში თავად დაიკარგა...
არავინ იცის ცოცხალია თუ მკვდარი, იქნებ გადარჩა? მაშინ რატომ არ ცდილობს გოგონასთან დაბრუნებას? რატომ არ ცდილობს ვეგასი მის პოვნას?
ყველაფერი ამაოა, ბიჭი არ ჩანს... ვეგასმა ინი ვერ იპოვა... უბრალოდ დაკარგულია...
რა უცნაურია არა? იმის მიუხედავად, რომ ბლუმს დედიდან მაგიური ძალები გააჩნია ინი ვერ იპოვა. მაგრამ რატომ? აჰ, რა თქმა უნდა მას ხომ ძალების კონტროლი არ შეუძლია, ინის გარეშე... მათი გამოყენება ძალიან მცირედ შეუძლია...
ბევრს გონია, რომ გოგონა ძმებს განასხვევებს. კიმი ხომ მისი ტყუპისცალია, კინი კი ყველაფერში ეხმარება. ტანკუნი კი... ტანკუნი უბრალოდ ტანკუნია. რამდენად ბევრს გონია, რომ ამის გამო იგი ნაკლებად უყვარს. ასეა კი? რა თქმა უნდა არა ამ გულჩვილ არსებას ყველა ერთნაირად უყვარს.
როგორ უნდოდა ბლუმს მეგობრები ბავშვობაში, როგორ იცოდა ეს ტანკუნმა. იქნებ ამიტომ დაამეგობრა საყვარელი და მის დაცვას? ჰომ... პიტი  ბლუმის  საუკეთესო მეგობარებია  ... თუმცა ისინი და-ძმასავით არიან.
კარგი გვეყოს ბლუმზე...
ტანკუნზეც ვისაუბროთ, ოჯახის ყველაზე უცნაურ წევრზე... უცნაურია კი? ბევრი ფიქრობს, რომ გიჟია. მაგრამ რეალურად ვიფიქროთ... უფროსი ვაჟია,  პასუხისმგებლობა აქვს. იქნებ თავს იკატუნებს? რეალურად  ხომ ყველაზე საღად აზროვნებს მთელ ოჯახში. მისი გონება უნიკალურია, უმცროსი ძმები და დაც ხომ ნაწილობრივ მისი გაზრდილია. რამდენადაც უყვარს და-ძმა, იმდენად ეზიზღება ბიძაშვილები. და განა არის ამ ორ ოჯახს შორის ისეთი ადამიანი, რომლის მიმართ სხვა წევრებს ზიზღი არ გააჩნიათ. რა თქმა უნდა,ბლუმი...
გოგონა ყველას უყვარს, მაგრამ უყვარს კი მას ყველა? დიახ, დიახ, დიახ. თავს იკატუნებს, რომ უმცროსი ოჯახი გულზე არ ეხატება. მაგრამ ასეა კი? ინმა ხომ მათი კარგი მხარეები დაანახა, რის გამოც მათ მიმართ პატივისცემით არის განწყობილი.
საბოლოოდ როდის დასრულდება ოჯახებს შორის ჩხუბი და ქიშპობა? იქნებ ისევ მაშინ შეერთდეს ოჯახი, როცა ინი დაბრუნდება? ან იქნებ სიყვარულმა შეართოს ორი მოქიშპე და ერთი გვარის მქონე ინდივიდები. ჩვენ მხოლოდ ლოდინი შეგვიძლია, ლოდინი სანამ სიტუაცია არ დალაგდება.

კინპორშეWhere stories live. Discover now