დროა ყველაფერი დავასრულოთ

119 12 7
                                    

    ჩემი გეგმის შესრულების დრო დადგა. თავში რაღაც გიჟურმა აზრმა გამიარა. ვფიქრობდი, რომ მკვლელებს ყველაზე მეტად ჩვენი დაჭერა სურდათ. ჩვენ კი წესიერ მოქმედებასაც ვერ ვასრულებდით, იმის გამო, რომ აქ ხალხი იყო, რომელსაც ყურადღება და დაცვა სჭირდებოდათ. ყველაზე გასაკვირი კი ისაა, რომ როგორც ჩანს შავ ნიღბიანებს დაქირავებული ჰყავთ ხალხი, რომლებიც დღეს აქ იყვნენ. მე მხოლოდ რამდენიმეს ვიცნობ. აქ კი ათეულობით არიან. იმის შემდეგ, როცა ვთქვი, რომ აქედან მანქანის დახმარებით წავიდოდით. ასე მოვიქეცი.
    ედისონს იარაღი გამოვართვი. დედას მივეცი-ამას როცა დააწვები გადაიტენება ხოლო ასე პირიქით-იარაღის მოხმარება ვასწავლე. შემდეგ კი დედაჩემი და კლარკი მანქანისკენ წავიყვანე. მერე კი ჩარლზიც გავიყოლე.
     -რის გაკეთებას აპირებ?-მეკითხებოდა გაკვირვებული ედისონი.
     -ამ კარებს მანქანით გავამტვრევ. ჩვენ წავალთ და თქვენ ხალხს გაიყვანთ. მერე ისევ აქ დავბრუნდებით და ჩვენს მოვალეობას შევასრულებთ.
     -გთხოვ ფრთხილად იყავი-მითხრა ედიოსნმა.
იქვე მდგარ მანქანის მაღაზიისკენ წავედი. კარებთან ახლოს მანქანები იდგა, რაღაც გათამაშებისთვის. თქვენ წარმოიდგინეთ და მანქანის ტარების აზრზე არ ვარ. მხოლოს ფილმში ყურებით ან დედაჩემზე დაკვირვებით ვიცი, მაგრამ მე და დედაჩემი ერთი მანქანით ვერ წავალთ. მე და ჩარლზმა მანქანა ავარჩიეთ.
      -მანქანაზე ვინ დაჯდება?-იკითხა ჩარლზმა, რადგან მანაც არ იცის ტარება.
     -მე-ვუპასუხე და ჩავიცინე.
    -მაგრამ როგორ ატარებ?
     -მშვენივრად.
ამ მანქანის შესაფერისი გასაღები მოვძებნე. ჩავჯექი დავქოქე, ხელის მუხრუჭი ჩავაგდე და მანქანა დავძარი. მანქანის ხმაზე მკვლელები შეკრთნენ, მაშინვე ჩვენკენ დაიძრნენ.  
      -სწრაფად მოდიან-მეუბნებოდა ჩარლზი.
მეც პედალს დავადგი ფეხი და მანქანა გიჟივით გავარდა.
     -ცოტა ფრთხილად-დაიყვირა ჩარლზმა.
მეც შევკრთი, რადგან მანქანა გიჟივით გავარდა მაღაზიიდან. უცებ მეორე პედალს დავადგი ფეხი და მანქანა გაჩერდა.
    -აჰაამ, ესეიგი ასე უნდა მოვიქცე-ჩავილაპარაკე და გაზის პედალს დავადგი ფეხი. მანქანა მაღაზიიდან გავარდა და შემდეგ მთავარ კარსაც შევეჯახე. კარები ჩაიმსხვრა, ირგვლივ ნამსხვრევები იყრებოდა. უცებ ჩარლზის მამა დავინახე, როგორც ჩანს გაიქცა.
     ისევ გაზის პედალს დავადგი და წავედი. ისე მივქრივარ, რომ საჭის დამორჩილებას ვერც კი ვახერხებ. მოულოდნელად კი მანქანა ტრასიდან ბალახებში ვარდება. მე კი გიჟივით ვეჭიდები საჭეს და შემობრუნებას ვცდილობ. ისევ ტრასაზე დავბრუნდი. ამ დროს ყურსასმენში ედისონის ხმა მესმის.
      -ლუსი უნდა დაბრუნდეთ. დედაშენი და კლარკი ვერ მოდიან. მანქანას რაღაც დაემართა და ვეღარ იძვრება. ლუსი სწრაფად დაბრუნდი. მოკლავენ.
  მეც ძალიან დიდი მანძილით არ ვიყავი დაშორებული ცენტრს. უცებ ტრასაზე სწრაფად მიმავალმა მოვუხვიე და მანქანა გზაზე მომისრიალდა. გიჟივით მივდივარ და არც ვიცი რას ვაკეთებ. უცებ დედაჩემის მანქანას ვხედავ. მის წინ კი შავნიღვიანების მანქანაა. როგორც ჩანს ჩვენზე აკიდება უნდოდათ, როგორც დავგეგმე ისე მიდის ყველაფერი.
      -ლუსი რას აკეთებ? რამე სისულელე არ ქნა-მეუბნება ჩარლზი.
      -უბრალოდ სახეზე ხელი აიფარე-ვუთხარი და გაზის პედალს მაგრად მივაჭირე. სახეზე ხელი ავიფარე პედალს კიდევ უფრო დავაწექი. მათ მანქანას ვუახლოვდებით, თვალებში მათი მანქანის ფარები მიელავს  და შავნიღბიანების მანქანას შევასკდი. მათი მანქანა მოსრიალდა, ჩვენმა მანქანამ კი სრიალით რამდენიმე კრუგი გააკეთა. რაც მთავარია გადავრჩით და არაფერი დაგვემართა.
     -ჩაჯექით-დავუყვირე დედაჩემს და უკან დავსვით.
   უცებ ვხედავ, რომ ცენტრიდან კიდევ ერთი მანქანით აპირებენ მოსვლას. მანქანას კი რომელსაც შევასკდით დაქოქვას ცდილობდა. უცებ ვხედავ, რომ დაქოქა, მისმა ფარებმა ჩაბნელებული ქუჩები გაანათა. ჩემს გვერდზე, ოდნავ მოშორებით დგას. ალბათ მასაც გვერდიდან დაჯახება სურდა. ჩემსკენ იძვრება. მე მაშინვე მანქანას ვქოქავ, მაგრამ არ იქოქება.
    -შენი დედაც-შევყვირე და ისევ ვქოქავ. ჩემს ბედზე დაიქოქა, მაშინვე ხელის მუხრუჭი ჩავაგდე, პედალს დავაწექი და წავედი. ორივე მანქანა აგვეკიდა. ახლა მთავარია მათი მოშორება. მივდივარ და ჯიბიდან იარაღი ამოვიღე.
      -საჭეს ხელი მოკიდე-ვუთხარი ჩარლზს. მერე მანქანას ზევით ავხადე, პედალს ფეხი დავადგი და ნელ-ნელა ავდექი. მაღლითა ფანჯარაში თავი გავყავი და მათი მანქანისკენ გავისროლე. მათ მანქანას ვესროდი და პარალელურ რეჟიმში პედალს ვაწვებოდი ფეხს. მერე დავიხარე მანქანას მივუბრუნდი და საჭის მართვა განვაგრძე.
     -შენი ჯერია-ვუთხარი ჩარლზს-დედა არ გინდა ცოტა დაგვეხმარო?-ვუთხარი და ჩავიცინე ვიცოდი. ამას ვერ იზამდა.
  თითქოს ამ მომენტით სიამოვნებას ვიღებდი, რადგან როცა შავ სამკუთხედში გადმოვედი, ჩემს თავში გავაანალიზე, რომ ამის კეთება მომიწევდა. ვიცოდი, რომ ბევრჯელ მომიწევდა ამ ყველაფრის კეთება. მე მზად ვიყავი. ამ პერიოდს სულაც აღარ ვთვლი ომად. ეს ჩემი სამსახურია და თუ ყველა ქურდი და მკვლელი დაჭერილი იქნება, ჩემი სამსახურიც აღარ იქნება. ამიტომ ჩემთვის სიამოვნება ესაა. უბრალოდ იარაღის სროლა. მანქანის სარკეში ჩავიხედე და ჩემს თავს ირონიულად გავუცინე.
     ჩვენს მანქანას ბევრი ტყვია მოხვდა, თუმცა ჩვენ მოვახერხეთ გამარჯვება და საბურავი გავუხეთქეთ ორივე მანქანას. გზა განვაგრძეთ.
      -ახლა სად მივდივართ?-იკითხა ჩარლზმა.
     -შენთან-ვუპასუხე და თვალი ჩავუკარი(დღეს აშკარად ირონიის ხასიათზე ვარ)
  ჩარლზის სახლისკენ ჩავუხვიე. მანქანა გავაჩერე და გადმოვედი. მანქანას შევხედე, სულ დამტვრეული იყო. სახლში შევედით. დედაჩემი მაშინვე ჩარლზის დედას მივარდა და ჩვენს შესახებ ყველაფერი მოუყვა.
     -ყველა თქვენსკენ მოდის. მოემზადეთ. წინ დიდი ომი გელით-ყურსასმენში ედისონის ხმა გავიგე.
ამის მერე ცოტახნით სახლში წასვლა და მომზადება გადავწყვიტე, რადგან აღარც იარაღი მივარგოდა და ტყვიებიც გამითავდა.
      -მე სახლში წავედი, ცოტას გავემზადები და მოვალ. თქვენ აქ იყავით.
  გარეთ გავედი და მანქანაზე დავჯექი. ჩარლზიც გამომყვა გარეთ და ხელით ფანჯრის ჩაწევისკენ მიმანიშნა. მეც მანქანა დავქოქე და ფანჯრებუ ჩავწიე.
    -გინდა გამოგყვე?
    -იყოს, მე თვითონ მივხედავ ჩემს თავს.
ამის მერე წავედი ვიცოდი, რომ ჩემი და ჩარლზის ურთიერთობა უფრო თბილი გახდა, მაგრამ ისევ ისეთი იქნება თუ არა ეგ ნამდვილად არ ვიცი.
სახლში  მივედი მანქანიდან გადმოვედი და სახლში შევედი. მაღლა ავედი. ტანსაცმელის კარადა გამოვაღე და ეს ავარჩიე.

Black Queen🤍👑🖤Where stories live. Discover now