[♡] 10 [♡]

1.9K 87 8
                                    

თავი 10

გუკს ხელი მოვკიდე. კიბეებზე ჩავედით და ავტო ფარეხისკენ ავიღეთ გეზი.

"მანქანა აირჩიე,პატარავ. თუ გინდა შენ გაატარე კიდეც." გავუღიმე.

"ნუნა, ის თესლა(მანქანა) ძალიან მომეწონა. შეიძლება მე დავჯდე საჭესთან?"

"თუ მანქანის ტარება იცი და გაქვს ლიცენზია, რატომაც არა."

"ვიცი და მაქვს." თქვა.

მძღოლის გვერდით მხარეს წავედი. კარის გაღებას ვაპირებდი, თუმცა გუკმა მომასწრო და გამიღო.

"შენნაირ ულამაზეს ნუნას სხვები უნდა უღებდნენ კარებს."

ღმერთო... გუკ, მკლავ. გავიფიქრე.

"გმადლობ, სიყვარულო." ლოყაზე ვაკოცე. გამიღიმა. კარები მოხურა და მანქანას მოუარა. საჭესთან დაჯდა.

"ვააა~~~"

ისეთი გახარებული იყო ამ უბრალო მანქანით, რომ მის სახეზე კინაღამ დავდნი. მის ნაკვთებს ღიმილით დავაკვირდი. ჩემს გულს ყოველ დღე უფრო მეტად იგებს.

"კარგი, ნუნა, წავედით~~"

[♡][♡][♡]

კლუბის მისამართი მანქანის ჯიპიესში მივუთითე, რომ გუკს გზა არ არეოდა. ტარებაზე ისე ძალიან იყო ორიენტირებული, რომ სერიოზული სახე ქონდა. ეს ვითარება და მისი ასეთი სახე ძალიან აღმაგზნებს. თვალებს გზას არ აშორებს და ცალი ხელით ატარებს.

ხელი ბარძაყზე დავადე. ისეთი დიდი და დაკუნთული ბარძაყები აქვს, რომ სიტყვებით ვერც ავღწერ როგორი სექსუალურია. ხელი ნაზად მოვუჭირე. ყურადღება ჯერ ხელზე, შემდეგ კი ჩემზე გადმოიტანა.

"აჰ ნუნა, რატომ გიყვარს ჩემი გაწვალება ასე ძალიან?" ამოიკვნესა.

"მმმ...კარგი გასაწვალებელი ხარ, რა ვქნა. თანაც, ისეთი ბარძაყები გაქვს, რომ არ შევეხო არ შემიძლია."

ხელი ჯერ ქვემოთ, მერე ზემოთ ავასრიალე. არ მინდა ხელი შევუშალო და მანქანა სადმე მივაჯახებინო, ამიტომ ხელი მალევე გავუშვი. აშკარაა შეხება ყურადღებას უფანტავს. ეშმაკმა გუკმა კი თავისი ხელი დამადო ბარძაყზე. მე კი ხელი არ გავაწევიე. უბრალოდ, თავს დავარწმუნებ, რომ მისი შეხება ჩემზე არანაირად არ მოქმედებს.

ნუნა | ჯონ ჯონგუკიWhere stories live. Discover now