11

267 15 1
                                    

მარის pov:
ჯენიდან მალევე წამოვედი და გასეირნება გადავწყვიტე. დიდად სახლში წასვლა არ მინდოდა.

(დროს ვახტები)
საღამო 9:35

დაბნელდა და ცოტა აცივდა. სახლისკენ გზას დავადექი როცა უკნიდან ვიღაცის ნაბიჯების ხმა მომესმა. თავიდან ყურადღება არ მივაქციე. შემდეგ ნაბიჯებს მოვუმატე და მანაც მოუმატა. უკვე მეშინოდა. გაქცევას ვაპირებდი როცა ის მომიახლოვდა და პირზე ხელი ამაკრა.
-ჩუმად პატარავ თორემ გატკენ (ის)
ხმას არ ვიღებდი მაგრამ ძალიან მეშინოდა. ცოტაც და ტირილს დავიწყებდი. მისი სახე ვერ დავინახე რადგან უკნიდან იყო, თითქოს და ეს ხმა ადრეც გამიგონია სადღაც. მან რაღაც მანქანაში ჩამსვა და სადღაც მივყავდი. თვალებზე შარფი ამახვია.
-ვინ ხართ?! ჩემგან რა გინდათ?!
უკვე ტირილით ვლაპარაკობ რადგან ძალიან მეშინია.
-მაგას მალე გაიგებ ახლა კი ჩუმად. (ის)
ცოტახანში მანქანა გაჩერდა და კარები იღება.
-არსად არ წამოვალ!
მაჯაში ხელი მწარედ ჩამავლო და მანქანიდან უხეშად გადამიყვანა. თვალებზე შარფი ისევ მეკეთა. სადღაც ოთახში შემიყვანა და ხელი მკრა. თავი ვეღარ შევიკავე და დაბლა დავეცი. მუხლი გადავიხიე და ვტიროდი.
-ვინ ჯანდაბა ხარ?! ასე რატო მექცევი?!!
-ანუ გაინტერესებს ვინ ვარ ხო? კარგი (ის)
მან სკამზე დამსვა, დამაბა. შემდეგ კი თვალებიდან სარფი მომხსნა და წინ დამიდგა.
-ნამ-ნამჯუნ??
-ოჰო მიცანი პატარავ? (ჯუნი)
-ა-აქ რა მ-მინდა?
-მალე გაიგებ, ახლა კი უნდა დაგტოვო (ჯუნი)
ნამჯუნი ოთახიდან გავიდა და მარტო დამტოვა. მუხლიდან სისხლდენა არ შეჩერებულა ძალიან მტკიოდა. ინტერესით ვკვდები თუ რა უნდა ჩემგან ნამჯუნს...

შუგას pov:
*იგივე დრო*
მარის ტელეფონზე ვურეკავ და არ მპასუხობს. ჯენისაც დავურეკე და მასთანაც არ იყო. ძალიან ვნერვიულობ. ჰანბინმა და ნიამ როგორც კი გაიგეს ეს ამბავი ეგრევე ჩემთან მოვიდნენ და მარის ძებნაში მეხმარებიან. ჯენის მთლად ყველაფერიც არ ვუთხარი რადგან არ მინდოდა რომ ენერვიულა. დედაჩემი და მარის დედაც დაბრუნდნენ კორეაში მაგრამ სახლში მოსვლას ვერ ახერხებენ. გარეთ შტორმია. მე ირგვლივ დავდივარ და ვერ ვჯდები.
-იუნგი უკვე შევწუხდი! დაეგდე!!(ჰანბინი)
დავჯექი და თავი ხელებში ჩავრგე.
-სად უნდა წასულიყო?!
-ჯენის გარდა სხვა მეგობარი არ ყავს? (ნია)
-არა არ ყავს! და მაგ უაზრო ლაპარაკს ჯობია რო პოლიციაში დავრეკოთ!
თავი ვეღარ გავაკონტროლე და ნიასაც კი ვუყვირე.
-ბოდიში ნია უბრალოდ გთხოვ გამიგე..
-მესმის შენი იუნგი (ნია)

______________
ხვალ ახალ თავს დავდებ💜იმედი მაქვს მოგეწონათ💜
ვოუთ
კომ
ლავ იუ💜💫

💜💜💜💜💜💜💜💜💜💜💜💜💜💜

მხოლოდ ჩემი/Only mineWhere stories live. Discover now