"მაგრამ იცი, რა? აი, ეს იყო, ბაბუ, მაშინ."

375 56 52
                                    


უცნაურმა გრძნობამ გამოაფხიზლა. მთელ სხეულში ცივი ჟრუანტელი უვლიდა, ყველაფერი ისე დამძიმებულიყო, თითქოს ორტონიანი ლოდები სათითაოდ ყველა კიდურზე ჩამოეკიდათ და ისე მიემაგრებინათ საწოლზე. არასდროს უყვარდა ასე გამოღვიძება, მაგრამ ახლა ეს სიმძიმე ათჯერ ფრო აუტანელი იყო და ლილემ პირველი რაც გაიფიქრა, ისე იყო, რომ ჯერ კიდევ ეძინა.

რამდენიმე წამით გაუნძრევლად იწვა, ყველანაირად ცდილობდა გაეხსნებინა, რა დღე იყო, წინა ღამით რა მოხდა და, საერთოდ, სად იყო, მაგრამ რამდენიმე წუთი ამის გახსენების უნარიც კი არ შესწევდა, თითქოს სამყაროს მოწყვეტილი იყო, თითქოს ყველაფერი გამოაცალეს და ახლა, მის წინ გადაშლილ უსასრულო სივრცეში, წარმოდგენა არ ჰქონდა, სად იყო და რას აკეთებდა.

მხოლოდ მაშინ გამოფხიზლდა, როცა გარედან შემომავალი წვიმის ხმაური გაიგონა, გამეტებით რომ ეხეთქებოდა ფანჯრის რაფაზე და ხმაურს ქმნიდა. საწოლზე წამოჯდა, ხელები სახეზე აიფარა და ერთი ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი, როგორმე გონს რომ მოსულიყო, მაგრამ აზრზე მოსვლის ნაცვლად, უარესად გაოცდა, საკუთარმა ცრემლებმა ხელები რომ დაუსველეს.

ტიროდა? მაგრამ რა ატირებდა? ან რა დაესიზმრა ასეთი, რომ სამყაროს ასე მოაცილა და, მით უმეტეს, აატირა კიდეც?

და მაშინ, როცა ამაზე დაფიქრდა, თითქოს ერთიანად მოაწვა მის გონებას თითოეული მოგონება, თითოეული ფრაგმენტი და გრძნობა, რომელიც თითქოს არასდროს შეუგრძვნია, მაგრამ იცოდა, რომ არც არასდროს დაავიწყდებოდა მისი რეალურობა. ის, თუ როგორ გრძნობდა მაშინ თავს.

სასწრაფოდ მოისრისა თვალები, საწოლზე მობილურის ძებნას შეუდგა, ძლივს იპოვნა და პირველი, რაც მოიმოქმედა, ნაცნობი ადამიანის მოძებნა და დარეკვა იყო. სანამ ზარი გადიოდა და არავინ პასუხობდა, ლილე თითებს აწვალებდა, კანს წიწკნიდა, ფეხს გამალებით ათამაშებდა. არასდროს უგრძვნია მღელვარება ასე ძალიან.

გობელინიOnde histórias criam vida. Descubra agora