თავი 3

650 53 34
                                    

ზარის დარეკვისთანავე მათემატიკის კლასში შევედი და ჩემი ყველაზე ახლო მეგობარის,ქენდალის გვერდზე მოვთავსდი.ძალიან საყვარელი გოგოა. სულ მხიარულია და მარტო პოზიტივს ასხივებს,რაც მეც მაბედნიერებს.მასწავლებელმა ახალი ტიპის განტოლებების ახსნა დაიწყო. მართალია მიძნელდებოდა,მაგრამ რაღაცეებს მაინც ვიგებდი.როდესაც მასწავლებელმა დაფასთან გამომიყვანა განტოლება უნდა ამომეხსნა,რა დროსაც კლასში ჩვენი პარალელი შემოვიდა და მასწავლებელს პატარა ფურცელი გადასცა.შემდეგ კი კლასი დატოვა.

-ანამარია დირექტორი გიბარებს,შენთან საქმე აქვს მიდი და რაც შეიძლება მალე დაბრუნდი არ მინდა ახლა მასალას ჩამორჩე.-მომიგო.მართალია გამკვირდა მაგრამ მაინც დავთანხმდი.
-კარგით.-ცარცი იქვე დავდე და კლასიდან გავედი.დირექტორის კაბინეტს რომ მივუახლოვდი კარზე ნაზად დავაკაკუნე და დაველოდე თუ როდის დამრთავდა ნებას რომ შიგნით შევსულიყავი.
-მობრძანდით.-გაისმა შუახნის მამაკაცის ხმა.მეც აღარ დავაყოვნე და შიგნით შევედი.
-გამარჯობათ მითხრეს რომ მიბარებდით.-მივუგე.მართლაც ძალიან მაინტერესებს ჩემი აქ ყოფნის მიზეზი.
-ანამარია შენ ამ სკოლის ერთ-ერთი საუკეთესო მოსწავლე ხარ.თითოეული დეტალი კარგად იცი ამ შენობის და მინდა ჩვენ ახლა მოსწავლეს გიდობა შენ გაუწიო...-გამიღიმა და იმედიანი თვალებით შემომხედა.მართალია ძალიან არ მინდოდა,მაგრამ უარს ნამდვილად ვერ ვეტყოდი.

-კარგით გავუწევ გიდობას,მაგრამ მხოლოდ ამ ერთხელ მეტჯერ არ მინდა გაკვეთილების გაცდენა.-მეც მკრთალად გავუღიმე.
-კარგი მაშინ ახლავე შევატყობინებ რომ გამოუშვან სტაილსი.-თავი დავუქნიე და სკამზე დავჯექი.დაახლოებით 5 წუთში კარის გაღების ხმა გავიგე და მეც იქით მივიხედე.ვინ დამხვდა წინ?ის დეგრადიული რომელმაც კინაღამ მომკლა.
-სტალის გაიცანი ეს ანამარიაა.-იმ მწვანეთვალებამ ეშმაკურად შემომხედა და ხელი გამომიწოდა მეც ჩამოვართვი.აბა რა მექნა?
-ჰარი სტალისი.სასიამოვნოა შენი გაცნობა ანამარია.(ჰარი)სახელი ჰარის გაგონება ნამდვილად არ მესიამოვნა. გამახსენდა ჩემი ჰარი რომელიც მთელი გულით მიყვარდა.როგორც ჩანს ჰარიმ ჩემი უსიამოვნება იგრძნო და გაკვირვებულმა შემომხედა.

ტკბილი მოგონებებიWhere stories live. Discover now