თავი 1.

17.7K 428 145
                                    

სრულიად უსაქმურად ვიყავი მთელი დღე ჩემს ოთახში გამოკეტილი.
რატომაც არა?
ყოველთვის ვიყენებდი შაბათ-კვირას ჩემს სასარგებლოდ.
საკუთარ თავს უფლებას ვაძლევდი რომ არაფერი არ მეკეთებინა და გადატვირთული თუ უაზროდ გატარებული 5 დღის შემდეგ,
დამსახურებულად დამესვენა.
მართალია ცოტა სინდისი მაწუხებდა,
მაგრამ ამის დაკიდებაც საკმაოდ კარგად გამომდიოდა.
არ ვიცი რა არის ჩემს ოთახში ასეთი გამორჩეული,რომ აქედან გასვლა არ მინდა.
უბრალოდ ძალიან კომფორტულად ვგრძნობ აქ თავს და მგონი არც არის საჭირო რაიმე მიზეზი მოვძებნო.
განსაკუთრებული არაფერი,
უბრალოდ,ისე მქონდა ოთახის ყოველი კუთხე მოწყობილი,რომ სრული სიმშვიდე სუფევდა აქ.
ზოგს აქაურობა აღიზიანებდა კიდეც.
ვერ ვხვდებოდი რა უნდა ყოფილიყო ერთ უბრალო ოთახში გასაღიზიანებელი.
თუ ზოგს რაიმე ფსიქიკური პრობლემები აწუხებს,ეს მე ნამდვილად არ მეხება.

დედაჩემიც და მამაჩემიც საკმაოდ გადატვირთული ადამიანები იყვნენ.
ამიტომ მაწუხებდა ხანდახან სინდისი.
მე არაფერ შუაში ვარ,მათ თვითონ აირჩიეს თავიანთი პროფესიები და ახლა ამაში მე ნუ გამრევენ.
ერთს უნდოდა,რომ ექიმი ყოფილიყო.
ახლა არის კიდეც და ღამის ცვლებსაც აკლავს თავს.
მეორეს არქიტექტორობა უნდოდა და ღამის 2 საათამდე ისიც თავის ნახაზებშია ჩარგული.
ვაფასებ იმას,რომ თავიანთი მიზნების გზას არ გადაუხვიეს და ორივემ თავიანთი კარიერა მშვენივრად აიწყეს.
მართალია ცოტა არადამაჯერებლად ჟღერს,როცა 4 შვილი გყავს,
მაგრამ რა ვუყოთ.
ასეა ეს.
მე ყველაზე ბოლო ვარ.
ალბათ ყველაზე მოულოდნელი და რამოდენიმე ხანი არასასურველი არსებაც ვიყავი.
ამის გამო არც ერთს არც ვკიცხავ,არც ვადანაშაულებ.
კარგად მაქვს ყველა მათი წარსულის ნაბიჯები და შიშები შესწავლილი.
1-2 წლის უკან,როცა ამას ვაანალიზებდი,
გული მტკიოდა,მაგრამ ახლა ყველაფერს ძალიან სწორად და კარგად ვიაზრებ.

ალბათ ცოტა მომაბეზრებელია მთელი დღის ოთახში გატარება უმეტესობისთვის,მაგრამ მე არ შევდივარ ამ უმეტესობაში.
ძალიან ბევრი რამის გაკეთებაც შეიძლება და ძალიან ბევრი რამის გააზრებაც.
Playlist-ში რაიმე კარგი მუსიკის დამატება და მთელი დღე მისი მოსმენა.
რაიმე კარგი წიგნის წაკითხვა ან სერიალების ყურება.

მე და შენWhere stories live. Discover now