"შეყვარებული ხარ!"-კოლას მაგიდაზე ახეთქებს თათია და მკაცრად მიყურებს.
არ ვივი რა დავაშავე, ან ასე რატომ მიყურებს. ისეთი სახე აქვს, თითქოს ახლავე ამოიღებს დანას და გულში გამარჭობს. მე ვფრუტუნებ და თვალებს ვატრიალებ. თავს ხელზე ვაყრდნობ და ფანჯრიდან ვიყურები.
"აი შენი ეგ ქცევაც კი მეტყველებს იმაზე, რომ შეყვარებული ხარ!"-ოხრავს და თავს ხელებში რგავს.
"და მერე ეგ ცუდია?
ვერ ვხვდები გიხარია თუ გაბრაზებული ხარ"-კოლას ხმაურიანად ვწრუპავ და ბურგერს ვიქანებ პირში.თათია რამოდენიმე წამი ჩერდება, მერე ხელებს იშორებს და მიყურებს.
მგონი ამას და ლუკას ჩემზე მოშტერება ჩვევად აქვთ."რა?"-ვეკითხები და ჭამას ვაგრძელებ.
"მიხარია შე დეგენერატო, მაგრამ...
ამის დედაც! აღფრთოვანებული ვარ!"-ქუთუთოებს ნელა ახამხამებს და ხელებს შლის."შეიძლება მას არ ვუყვარვარ.
მას უბრალოდ მოვწონვარ ალბათ"-მხრები ავიჩეჩე."პესიმისტი ნუცა ისევ იმავე ადგილს უბრუნდება"-თვალებს ატრიალებს-"ძმაო შეყვარებული ხარ, ღრუბლებში უნდა ფრინავდე"
"ვფრინავ კიდეც, მაგრამ ხანდახან ხომ დამეღლება ეს ფრთები და მიწაზე ჩამოვალ?"
"მჯერა, რომ ლუკას შენს მიმართ ძალიან ძლიერი გრძმობები აკავშირებს.
აი ხომ ვიცოდი, რომ მოსწონდი, მაგრამ შენ არ იჯერებდი! საკუთარი თვალებით ხედავდი როგორი დამშეული თვალებით გიყურებდა! ხოდა ახლაც დაიჯერე, რომ მას სერიოზული გრძნობები აქვს შენს მიმართ!"-ოდნავ ხმამაღლა ამბობს.მის მკაცრ გამომეტყველებას ჯერ თვალებმოჭუტული ვუყურებ.
მერე თავს ვუქნევ და ვოხრავ."უბრალოდ თავი არ დაიტანჯო ზედმეტი ფიქრებით. შენ თვითონაც იცი, რომ ეს კარგს არაფერს მოგიტანს"-ჩუმად იწყებს ლაპარაკს-"მისი არ უნდა შეგეშინდეს. კარგი ბიჭია"
YOU ARE READING
მე და შენ
Short Story"შენ გამიღიმე, უბრალოდ გამიღიმე. მე შეგიყვარებ, უბრალოდ შეგიყვარებ" September, 2020.