ახალი სკოლა

5.9K 225 11
                                    

დილით თვალები გავახილე. ოთახში ბნელოდა. საბანი გადავიძრე და აივანზე გასვლამდე ჟალუზები გავხსენი:

ქუჩა მიცარიელებულიყო და ლამპიონები ისევ ანათებდნენ, აივანზე აცოცებული სუროდან ნიავის შრიალი ისმოდა, ჩიტები გაბმულად ჭიკჭიკებდნენ მაგრამ თითქოს ეს არც იყო შესამჩნევი. შემცივდა და კარები დავკეტე, ჩათბილულ ლოგინში შევძვერი და საათს გავხდე. გაჭიმული 7 იყო.
ახალი დატენილი ტელეფონი 15 სექტებმრის ორშაბათს აჩვენებდა.

ეს ის დღეა რომელიც მოსწავლეების უმეტესობას სძულს, ახალი კვირა დაიწყო რაც იმას ნიშნავს რომ ახლიდან აქვთ გასაძლები საძაგელი მასწავლებლების და დავალებებისთვის. მე კი ასე სულაც არ ვფიქრობ. ახალი კვირა ხომ ახალი კვირაა. ახალი დასაწყისი. ნიშნების გამოსწორების მომავალი 5 შანსი.
საქმის კეთების დრო!
ამ ყველაფერს ისე ვამბობ თითქოს ვინმეს გამოსწორება შეიძლება. მითუმეტეს მაშინ თუ დღეს პირველი დღე მაქვს ახალ სკოლაში. 1 კლასიდან ფრიადოსანი მოსწავლე ვარ. სწავლაში პირველობა არასდროს დამითმია. მაგრამ არ გეგონოთ რომ "შკოლნიკი" პიროვნება ვარ. სწავლასთან ერთად ყოველთვის მეცალა გართობისთვის (თუ არ ჩავთვლით მოწევას და ლუდის სმას. ეს ორი ისეთი რამეა რასაც არასდროს ვიზამ სავარაუდოდ)...

ავდექი და დღის ლუქი შევარჩიე. ბევრს უთქვამს ჩემთვის რომ შავგვრემნებს თეთრი ფერი ამშვენებთ. ამიტომაც თეთრი ჯინსის შარვალი და იმავე ფერის ნაქსოვი სვიტერი გადავიცვი. თეთრი ბოტასები შევიკარი და თმა დავივარცხნე. არ მინდოდა რომ ახალიკლასელებისთვის რომლებიც ვინ იცის როგორ მიმიღებდნენ ცუდი შთაბეჭდილება დატოვა.

სამზარეულოში გავედი და გადავწყვიტე ომლეტი გაეკეთებინა. ჩემი მოღვაწეობა სამზარეულოში კვერცხით იწყება და კვერცხით მთავრდება. ამიტომაც არცაა გასაკვირი რომ ომლეტიც ფაქტიურად უნაკლო გამომივიდა. დედაჩემი ხალათი შემოფარფატდა სამზარეულოში. ხელში უკვე გამზადებული ყავა ეჭირა და თან ამთქნარებდა. ვერც კი შევამჩნიე რომ გაზზე ჩაიდანი სავსე იდგა.

ტკბილი თამბაქოWhere stories live. Discover now