5 თავი

574 22 5
                                    

შავ კარზე ერთხელ დააკაკუნა პასუხს არ დალოდებია პირდაპირ გააღო და შევიდა. კარი გაუცნობიერებლად მიხურა იარარი რომ დაინახა გიგის ხელში
-გაგიჟდი გოგო? რა გინდა შენ აქ ! მეგონა ვიღაც შემოვარდა
-შემოვარდნამდე ვინ აკაკუნებს გაბრიელ...
-რას მიეყინე მანდ გადმოდგი ნაბიჯი
-იარაღს არ ინახავ და რა ვიცი იქნებ მეც მესვრი
-ნუ სულელობ გოგო შემოდი ...
-ჩემს ოთახში შენ რატომ ეპატიჯები ვერ მეტყვი?- აქამდე მშვიდად მყოფ სანდროს სიტყვის თქმა მოუნდა, ვისკის წრუპავდა და სავარძელში მიწოლილი იყო. ხელები სახელურებზე ჩამოედო ფეხები გაეშალა და თავი უკან გადაეგდო
-თუ ღმერთი გწამს გაჩუმდი და დალიე ეგ ... რა ხდება მარუსა მშვიდობაა?
-მოაგვარე ის საქმე თუ ბოლო ბრძოლა იყო დღეს
- მოვაგვარეთ...
-რა საყვარლები ხართ რომ იცოდეთ ასე რომ ჟღურტულებთ ორი მესაიდუმლე დაქალი...ანგელოზები
-და ეს მგავს მე? - მარიამმა თვალები აატრიალა და თავისუფალ სავარძელზე ჩამოჯდა
-სხვათაშორის აქ ქალები ხუთ წუთზე დიდხანს თუ რჩებიან პირდაპირ მაგ საწოლში ხვდებიან ...წესია ასეთი
-მერე შენ რომელ წესს ემორჩილები და ავსებ მე რომ გავაკეთო ეს
-ასეთი თავხედი ვარ?
-აუ როგორ მინდა ორივე დაგახრჩოთ როგორ ვერ გიტანთ ... ამოწყდით
-ფუ რა სი*** ხარ შე ჩემა შენ ძველ მეზობელ ლამარას გავხარ - ახარხარდა ბატონი და სავარძელში დატრიალდა ფეხები ისე შემოაწყო რომ პირდაპირ კედელს მიაბჯინა , თავი ისე გადმოაგდო რომ უკუღმა ხედავდა მარიამის სილუეტს, მხრები ედო სახელურზე და ასე დაკიდებულიც კი სვამდა - ამოტრიალებული სხვანაირი ხარ მარიამ
-წავიდე თუ რა ხდება...
-სად უნდა წახვიდე საქმე გვაქვს ჩვენ ... დაუპატიჟებელი სტუმარი გაუშვი თორემ ლექსოს მისთვის პირობა არ მიუცია რა ვიცი რას ვიკადრებ
მარიამი მშვიდად წამოდგა მიუახლოვდა ნიკაპზე ხელი მოუჭირა და თავი ააწევინა მეორე ხელი სახესთან მიუტანა თითები ქუთუთოზე შახო და ჩამოუწია თვალებში ჩახედა და მერე ისევ გაუშვა ხელი
-არა შერყევა ნამდვილად არ გაქვს...არც კაიფში ხარ . არც მთვრალი ხარ!
-ვგიჟდები ბო**ს შვილი ვიყო ერთმანეტს რო აჩუმებთ ..აბა მე ვერ გაჩუმებთ ვერცერთს და ასე მაინც დავტკბე
-რადგან დარწმუნდი რომ კარგად ვარ და სანერვიულო აღარაფერი გაქვს საქმესთან დაკავშირებითაც შეგიძლია წახვიდე... ძილის დრო გაქვს მალე
-ამას რომ მეუბნება სულ მგონია რომ მისი რომელიმე მცველი ზღაპრის მოსაყოლად დამადგება ამის დავალებით-გაბრიელს ისე უთხრა თითქოს სერიოზული წინადადება ჰქონდა, ხელი დაუქნა და კარისკენ წავიდა -ხვალიდან გამოცდები მაქვს ხომ იცი ამიტომ ვერ მოვალ
-ხელფასი ჩამოგეჭრება ხომ გახსოვს
-მახსოვს რა თქმა უნდა ... ისე დროზე გამოეცალე ზედმეტად აგზნებული მეჩვენება ჩვეულებრივთან შედარებით და ისეთი შხვართი ხარ შენ რამე არ გაკადროს - თვალი ჩაუკრა გაბრიელს და წავიდა. არ გაუგია ალექსანდრეს ხმა მაგრამ რარაც რომ აყირავდა ეს ნამდვილად გაიგო.
მთელი დარჩენილი დრო ასე გრძელდებოდა, ზოგჯერ იცოდა რომ მოდიოდა , ზოგჯერ გაუფრთხილებლად ჩნდებოდა . ხანდახან მათხოვარს უფრო ჰგავდა ვიდრე ნორმალურ ადამიანს, მაგრამ მნიშვნელობა არ ჰქონდა როგორ ეცვა როგორ გამოიყურებოდა რამდენი ნაკაწრი ჰქონდა ქალები მუდამ ირგვლივ ეხვია, უყურებდა როგორ ესაუბრებოდა, რა მოხერხებულად დაატარებდა მათ სხეულზე თითებს. ყველაფერს ხედავდა და ბოლოს როცა ეგონა რომ ამოიცნო მისი ხასიათი სრულ ჩიხში აღმოჩნდა რეალურად.
ერთადერთი პრობლემა რაც იყო დასახლებასთან დაკავშირებული იყო ეს პატარა ქალაქი როგორც მოიხსენიებდნენ მას მაცხოვრებლები მალე აღარ იარსებებდა და სხვა ზეგანვითარებულ უბნად იქცეოდა. ბინასი იყო როცა მთავრობიდან წარმომადგენელი ეწვია და საკმაოდ დიდი თანხა შესთავაზა ბინაში. ერთი თვე ჰქონდათ მოსაფიქრებლად, ყველაფერთან ერთად კი ხალხს ატყუებდნენ სრული ქაოსი იყო ქალაქში სადაც უჩინარი იყო ახლა ნაცრისფერი ხალხიც კი ფოფოქრობდა. ბრაზობდა,მაგრამ იცოდა რომ ვერაფერს მოახერხებდნენ და ვერ იგებდა რატომ არ ეძებდნენ გამოსავალს თავის გადასარჩენად. რამდენიმე კვირაც გავიდა მიცემული ვადა გავიდა და პირდაპირ დარბევები დაიწყო. ქუჩაში გამოსულ აქციის მონაწილეებს არბევდნენ სცემდნენ, აპატიმრებდნენ . უნივერსიტეტიდან ბრუნდებოდა ჩვეულებრივი დღე იყო ქალაქში საიდანაც მოდიოდა მაგრამ ავტობუსი შუა გზაში გაჩერდა მასაც მოხვდა ქვები, ძლივს გააღწია იქედან, ქუჩაში მიაბიჯებდა და თვალებს დაბნეული აცეცებდა ირგვლივ. ერთ კვირაში ასრულებდა სწავლას ყველაფერი უნდა დასრულებულიყო ბინა უკვე შერჩეული ჰქონდა კლინიკასთან ახლოს ახლა მხოლოდ თავისი ნივთები უნდა წაეღი ,მაგრამ ბინამდე მისვლას ვერ მოახერხებდა. უყურებდა როგორ სცემდნენ განურჩევლად ყველას ,სისხლის გუბეები იდგა ადამიანები ერთმანეთს ცხოველებივით ექცეოდნენ ,დაუნდობლები იყვნენ. სუნტქვა შეეკრა ,ნაბიჯის გადადგმა ვერ შეძლო რამდნეიმე კაცი მორბოდა მისკენ უკან შეიარაღებული სამართალდამცველები მოჰყვებოდნენ ხელკეტებით ალბათ გადაუვლიდნენ უცებ ხელი რომ არ ჩაევლოთ და იქედან არ გაეყვანათ. შენობის კედელზე აკრული აღმოჩნდა მის წინ კი სუნთქვაარეული თორნიკე იდგა და ბრბოს უყურებდა,მერე გამოხედა და დააკვირდა
-კარგად ხარ? დამაგვიანდა?
-კარგად ვარ ...გმადლობ
-არ იცოდი აქ რა ხდებოდა? როგორ წამოხვედი !
-არ ვიცოდი ...
-ზოგჯერ მოსმენილის აღქმა რომ დაიწყო და გამძვრე შნეი ნაჭუჭიდან არ იქნება ურიგო. გამომყევი ახლა გაგიყვან აქედან ...-ხელი ჩაავლო და წაიყვანა
-სად მივდივართ
-აქ დარჩენას აპირებ? მალე შენს სახლს ჰაერში აწევენ .იქ რამე ისეთი გაქვს რაც გჭირდება?
-არა არაფერი მსგავსი ,მაგრამ... თუმცა გამიყვანე აქედან როგორმე ვიყიდი ახალ ავეჯს და ტანსაცმელს
-მიყვარს ბევრი ლაპარაკი რომ არ მჭირდება- გზა განაგრძო და მერე სწრაფად გაიქცა შავი ნაქანისკენ .
რამდენიმე წუთში ნაცნობ შავ მანქანაში აღმოჩნდა ან იქნებ ის არ იყო ,მაგრამ მისი მსგავსი მოდელი ნამდვილად გახლდათ. თორნიკე ისე ჩქარა ატარებდა რამდენიმე წუთში თავი დააღწია იქაურობას და ალექსანდრეს სასახლისკენ მიმავალ გზას დაადგა. ამჯერად წინ არ იყურებოდა ,განვლილ გზას ადევნებდა თვალს რადგან იცოდა იქ ვეღარ დაბრუნდებოდა, თუ მივიდოდა უკვე სხვა იქნებოდა ყველაფერი. უცნაური შეგრძნება დაეუფლა თიტქოს გულისწყვეტა იგრძნო , არადა ის ადგილი არაფერი იყო მისთვის გარდა კედლებისა რომელსაც თავს აფარებდა. ფანჯარა ჩამოსწია და ჰაერი ღრმად შეისუნთქა
-ცუდად ხარ?
-არა...არაფერია
-ვწუხვარ ,მაგრამ იქ აღარაფერი იქნება ისე როგორც ადრე იმედია ძალიან არ გიყვარდა შენი ბინა
-კედლები არ მიყვარდება ... მიჯაჭვულობა არ მაქვს უსულო საგნების მიმართ
-მაშინ ყველაფერი რიგზე ყოფილა
-მე ერთი კვირა კიდევ გარეთ უნდა ვყოფილიყავი
-და ახლა ციხეში მიმყავხარ შენი აზრით? - თორნიკემ გაიცინა და სარკიდან გამხედა უკან მჯდომს - ვერც კი წარმოიდგენ როგორი წელი გელის წინ...შეიძლება წასვლაც კი გადაიფიქრო და უბრალოდ დარჩე
-მეეჭვება!
-წინასწარ ნურაფერს იტყვი - გაიცინა ბიჭმა და სიჩქარეს უმატა
-შეგიძლია სასტუმროში მიმიყვანო?
-შემიძლია ,თუმცა ალექსანდრე შენს მასპინზლობას აპირებდა უბრალოდ
-სასტუმროში მირჩევნია მისვლა
-კარგი ...როგორც იტყვი რომელიმე კონკრეტულში თუ მე თავად გადავწყვიტო
-უნივერსიტეტთან ახლოსაა ერთი და
-არ აპირებ ჩვენთან წამოსვლას?
-არა, ჯერ არა!
-ყველაფერი გასაგებია...მივდივართ შენს საუნივერსიტეტო ქალაქში
-იმედია ალექსანდრე არ გაგიბრაზდება
-უბრალოდ მითხრა რომ იქედან საღ-სალამათი გამომეყვანე სხვა არაფერი დაუვლებია ასე რომ შენი ნება იყო როგორ მოიქცეოდი!
სემდეგ არაფერი უთქვამთ. სასტუმროსთან გააჩერა მანქანა და უკან მჯდომს გახედა
-მოვედით
-მადლობა... ვალში ვარ შენთან
-სულით გმირი ვარ ...არ მაღიარებენ თორემ ბეტმენზე ნაკლები რით ვარ -გაუცინა ბიჭმა -აბა ნახვამდის
-ნახვამდის ... შენს ბატონსაც გადაეცი გულწრფელი მადლობა დახმარებისთვის
-გადავცემ რა თქმა უნდა !
ერთი კვირა სასტუმროში გაატარა, მხოლოდ ის ანიჭებდა სიამოვნებას რომ სულ რამდენიმე გამოცდაღა რჩებოდა ,სულ ცოტა დრო და დიპლომი ექნებოდა. კიდევ ერთ ეტაპს წარმატებით დაასრულებდა ზუსტად ისე როგორც გეგმავდა , კმაყოფილების ახალი ტალღა წამოვიდოდა და კიდევ დიდხანს გამოიყენებდა ძალის შესანარჩუნებლად.
არასდროს გაუღიმია ასეთი ემოციით, არასდროს ყოფილა ასეთი ბედნიერი და კმაყოფილი როგორც მაშინ როცა დამსახურებული „წითელი დიპლომი’ მიიღო . ყველა ულოცავდა, ხალხი რომელიც იცნობდა მომავალ ექიმ მარიამ თაბაგარს , ხალხი რომელტანაც ურტიერთობა თითქმის არ ჰქონდა ,მაგრამ ყველა პატივს სცემდა . იცოდნენ ვინ იყო და იცოდნენ ვინ გახდებოდა მარიამ თაბაგარი!
წვეულებაზეც კი წავიდა, სპეციალურად გამოეწყო ისე როგორც არასდროს იმ წამს ამითაც კი სიამოვნებას იღებდა. პირველად ცხოვრებაში საკუთარ გარეგნობასაც აქცევდა ყურადღებას. სრულფასოვანი წევრი იყო საზოგადოებისა რომელიც მის ირგვლივ იყო , იქ არავინ ცნობდა ობოლ მშობლებისგან მიტოვებულ მარიამს, არავინ ცნობდა ღარიბ მარიამს ყველა მხოლოდ ნიჭიერ, შრომისმოყვარე და ცნობილ მარიამ თაბაგარს იცნობდა გამორჩეულს თავისი სწავლითა და ჩართულობით ნებისმიერ უნივერსიტეტის საქმეში. იმ დღეს ყველას აკვრიდებოდა ყველაფერს აჯამებდა, რამდენი გოგო იყო რომელსაც მის ადგილას ყოფნა სურდა, რამდენი ბიჭი ვინც ცოტა ხანს მაინც ცდილობდა მასთან ურთიერთობის დაწყებას. მერე რა რომ არცერთი იყო სიგიჟემდე შეყვარებული იმათგან არცერთი იყო მარიამისთვის შექმნილი. ხალხი რომელთანაც მრავალწლიანი ურთიერთობა აკავშირებდა ,დაბალკურსელები რომლებიც მათ ადგილას ყოფნას ნატრობდნენ და ვერ ითმენდნენ. ყველაფერი ერთად მიიღო , ბოლო ემოციები ,ბოლო ფიქრები მათთან დაკავშირებული შეისრუტა შეივსო და ისევ ისე მშვიდი ნაბიჯებით მიდიოდა , ტოვებდა მათ თავაწეული,მხრებში გამარტული არა არისტოკრატიული ნაბიჯებით არა ზედმეტად ქედმაღლური ...უბრალოდ ამაყი საკუთარი თავით .
მიაბიჯებდა ქუჩაში ,ლამპიონები ანათებდა ყველაფერს. წყვილები სეირნობდნენ, ზოგიც უბრალოდ სახლში ბრუნდებოდა ანდაც ახლა ტოვებდა სახლს. სიგრილე იყო ზაფხულის საღამოსთვის დამახასიათებელი სიო უბერავდა თბილი იყო,მაგრამ მაინც უხორკლავდა შიშველ კანს. მხრებზე სიამოვნებით მოიხურავდა თხელ შარფს რომ ჰქონოდა ხელთ. წამით ბავშვის კისკისი მოესმა როცა ბაღს ჩაუარა ინსტიქტურად შეჩერდა და დაინახა პატარა მორბენალი გოგონა მშობლების წინ რომ დახტოდა და რაღაცაზე კისკისებდა. ხედავდა როგორ გაიქცა და მოეხვია მშობლებს ისინიც ეხვეოდნენ და კოცნიდნენ. იმ წამს რაღაც შგნით სასინლად ჩხვლეტდდა, შემდეგ სტკიოდა და ეს ტკივილი მტელს სხეულში გავრცელდა. სუნთქვა შეეკრა, ყელში რაღაც მოაწვა თითქოს შემდგე გაიშალა და ისე სემოეჭდო რომ ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდა . არ უნდოდა ეფიქრა ამაზე, არასდროს ადანაშაულებდა ღმერთს ,არასდროს ამბობდა რომ მის მიმართ უსამართლო იყო უბრალოდ ცხოვრობდა ისეთ გარემოში რასაც უგზავნიდა ღმერთი და უკან არ იხევდა, თავს წაქცევის საშუალებას არ აძლევდა მაგრამ ახლა ფიქრობდა რა იქნებოდა მასაც რომ ჰყოლოდა მშობლები, რა იქნებოდა რომ არ მიეტოვებინათ რომ არ მოეშორებინათ თავიდან , სასურველი შვილი რომ ყოფილიყო ისეთი ვისი არსებობაც ახარებთ ვისითაც ამაყობენ... ხომ იქნებოდნენ იმ წამს მის გვერდით იქნებ მამას საჩუქარიც მიეცა, გაენებივრებინა გაწეული შრომისთვის იმისთვის რომ ასეთი წარმატებული იყო, ეამაყათ მისით უბრალოდ ფყოლოდა ვინმე ვისაც გაუზიარებდა სიხარულს ვისაც ისევე გაუხარდებოდა ეს დღე როგორც მას. ვინც მისით იამაყებდა, ვისაც ეყვარებოდა , ვინც დაეხმარებოდა და არ იქნებოდა მარტო, საკუთარი თავით არ იამაყებდა მხოლოდ, მხოლოდ საკუთარი თავი არ ეყვარებოდა.
ისევ განაგრძო გზა, ნელა მიაბიჯებდა და ვარსკვლავებით დაფარულ ცას უყურებდა შტვენის ხმა რომ გაიგო ზურგს უკან და თან აშკარად მისკენ მიმართული
-საით გაგიწევია თოჯინაა - კარგად ნაცნობი ხმა რომ გაიგო წამსვე შებრუნდა და ღიმილი ვერ შეიკავა ჯიბეებში ხელებჩაწყობილი ჩვეული დგომით გაბრიელი რომ დაინახა მოკლემკლავიანი ცისფერი პერანგი ეცვა ჯინსის შარვალზე და ყურებამდე იკრიჭებოდა - არადა არაფერი მომიწევია ვაფშეე და საერთოდაც მარიამთან დაკავშირებული ფანტაზიები არ მაწუხებს და ამ ნაშას რაო აქ მარუსას სახე ეე
-აქ რა გინდა გაბრიელ?
-ვაა მართლა მარიამი ხარ ? ექიმები იმპოტენტები არიან თუ რატო გამოგიშვეს მარტო ტო არ გინდა ჩემთან გაატარო საღამო ჩიტო?- მისკენ დაიძრა და წარბები აუთამაშა იმდენად საყვარლეი იყო მარიამმა სიცილი ვერ შეიკავა- ჩემო დიპლომირებულო ექიმო არ გინდათ თქვენს მუდმივ პაციენტს ერთი საღამო აჩუქოთ?
-დავფიქრდები ...
-სანამ სენ იფიქრებ ვინმე გრძელფეხება გამომივლის და ხომ იცი როგორი მოღალატე ვარ იმას გავყვები არადა ვიფიქრე კომპანინობას გავუწევ იმ უფანტაზიო ქალს და ამ სასწაულ დღეს სასწაულად დავასრულებინებ-თქო
გაბრიელი როგორც ყოველთვის თავის სტიქიაში იყო,მარიამი გაღიმებული უყურებდა მერე კი პირველად მოეხვია.მართალია ცოტა ხნით და ძალიან მსუბუქად ,მაგრამ მაინც. მერე წვერმოზრდილ ლოყაზე აკოცა და გაუღიმა
-მადლობა
-წავედით მარუშ ... - გაიცინა ხელი მხარზე მოხვია და ქუჩას გაუყვა . კლუბში შეიყვანა და მეორე სართულისკენ დაიძრა , სიმღერის ხმა და განათება ისე მოქმედებდა წამსი გაბრუვდა მარიამი. მეორე სართულზე ასულს მაგიდასთან მჯდომი თორნიკე რომ დახვდა ნამდვილად გაუკვირდა
-დღეიდან ნებას გაძლევ მეც მიმკურნალო... ბოლომდე ვერ განდობ ჩემს საოცარ ცხოვრებას ,მაგრამ თითს რომ გავიჭრი ნებას მოგცემ გადამიხვიო
-რა დიდი პატივია ბატონო თორნიკე
-გილოცავ - წამოდგა და ლოყაზე აკოცა
-მადლობა
-გაშრა ყელი ეს ვაფშე არსად გასასვებია ამდენ ხანს ვერ მოგიყვანა ლამის ავდექი და წავედი
-წადი მერე ვინ გეხვერწება დარჩენას მე და მარიამიც საკმარიის ვართ ხელს გვიშლი
-რო აცეტდდება მოკლედ ხო ვერ გააჩუმებ ... ის კი აღარ ახსოვს მაგასთან რო აღარ იქნები და აწი ჩემთან გადმოხვალ
-ხო უნდა გადააყლაპო ახლა ეს ბოთლი ნერვების მოშლისთვის ჰა? არაა ღირსი?
რამდნეიმე საათი უსმენდა იმათ დიალოგებს და სიცილს ვერ იკავებდა. იმ დღეს არ იყო ნამდვილი მარიამი ,ვიღაც სხვა იყო ,მაგრამ ისიც არ იყო ყალბი უბრალოდ მსგავსი სიტუაცია არ ჰქონია რომ მცირედი ბედნიერება შეეგრძო.
გაბრიელმა მაინც ვერ მოისვენა ვიღაც გოგოს მთელი საღამო თვალებით ეფლირტავებოდა მარიამთან ყოფნის პარალელურად და ბოლოს მასთან ერთად გაქრა .
თორნიკესთან ერთად მიდიოდა სასტუმროსკენ. ფეხით წავიდნენ ისევ იმდენად ახლოს იყო სასტუმრო რომ მანქანით გასვლა არ უნდოდა .
-რამდენიმე საათში ჩვენთან უნდა გელოდოთ თუ არა
-მოვალ ,მაგრამ არ ვიცი როდის
-ისევ ფიქრობ?
-არ მიყვარს როცა უფროსი მყავს და მიწევს დავემორჩილო. ასე რომ ჩემს თავისუფლებას ალბათ რამდენიმე დღით გავზრდი
-გგონია თავისუფალი არ ვარ? ან გაბრიელზე რას იტყვი
-თქვენ მგონი ალექსანდრეთი შეპყრობილები ხართ
-მეგობარი როცა გყავს გარკვეულწილად შეპყრობილიც უნდა იყო .მართალია მე ბავშვობიდან ვიცნობ ,მაგრამ შენ საფრთხე არ გემუქრება არ გაქვს ხასიათში ისეთი თვისებები რასაც მდგომარეობიდან გამოჰყავს
-რატომ მგონია რომ პირიქითაა?
-შენ მეც არ მოგწონვარ ეგრე ,მაგრამ ახლა ჩემთან ერთად სრულიად მშვიდად სეირნობ ქუჩაში და ცოტა ხნის წინ იცინოდი კიდეც ვაღიარებ სიცილი გიხდება... აღარ მაშინებ
-ღმერთო ჩემო - ბოლო სიტყვები ისეთი გამომეტყველებით თქვა ბიჭმა მარიამმა სიცილი ვეღარ შეიკავა და ხმამაღლა აკისკისდდა.უკვე სასტუმროსთან იყვნენ ასე რომ გარემო მოათვალიერა
-არ გჯერა ხო საშიში რომ ხარ...მოვსულვართ კიდეც
-გპირდები არაფერს დაგიშავებ... ახლა კი დაგემშვიდობები თორემ დამათენდება მალე თავზე -უბრალოდ დაემშვიდობა მომღიმარ ბიჭს
-ნახვამდის - რამდენიმე წუთი გაჩერდა უყურებდა სანამ შენობაში შევიდა შემდეგ კი სწრაფად წავიდა.
მანქანაში ჩაჯდა და სახლისკენ გაქროლდა. როგორც კი შევიდა ეზოში მაშინვე აივანზე მდგარი ბატონი მოხვდა თვალში და გაეცინა. განა რამე უცნაური იყო ალექსანდრეს არასდროს ეძინა ვამპირივით იყო . სახლში მშვიდად შეაბიჯა და მესამე სართულისკენ დაიძრა. კიბეზე ორი ნახევრად შიშველი გოგო შეხვდა და თვალები აატრიალა ბოლოს აივანზე გააღწია და პირდაპირ გაწვა სავარძელზე
-სად ხარ აქამდე
-არ მითხრა რო ჩემი დახმარება გჭირდებოდა იმ ორთან
-რა კარგ ხასიათზე ხარ შენ რა იყო სად იყავი მართლა .ამ დროს სულ სახლში ხარ ხოლმე
-მარიამთან ვიყავი
-ვინ მარიამთან-წამში შემობრუნდა და სიგარეტი ისევ თითებში მოიქცია
-თაბაგართან
-რა გინდოდა იმასთან რამე ხდებოდა დღეს? თუ რამე დაემართა
-დიპლომის აღების დღე იყო დღეს ... სხვათაშორის დღეიდან ათვლა იწყება უნდა მოვიდეს წესით
-ხოო? და შენ რომელი დაქალი მყავხარ
-რომ გამახსენდა უნივერსიტეტის ბოლო დღე დამენანა მარტო ყოფნისთვის
-მერე შენ და გაბრიკომ გაუთბეთ ორი მხარე ?
-მართლა აღარ ვიცი უკვე რა გინდა...არც ეჭვიანობ ,არც ფიქრობ ვაფშე მასზე შენ თვითონ იცი რაში გჭირდება ის გოგო რეალურად?
-ქალი რადგანაა აუცილებლად საყვარლად უნდა მინდოდეს? რა გჭირს შენ ტვინი გამოგელია? არ იცი რაში მჭირდება?
-ერთგული და სანდრო თან ჭკვიანი მე არ ვარ საკმარისი?
-ქალიც მჭირდება
-ერთი წელი რას გიშველის მერე ...მაინც მგონია რომ თავადაც არ იცი რა გინდა რეალურად. უბრალოდ გინდა შენთან გყავდეს ახლოს
-გაბრიელს ლოთობისთვის ეცალა? იმდენი რამე აქვს გასაკეთებელი ! ეს ლოიალობა დაგღუპავთ შენ და გაბრიკოს
-რატომ ხარ ასეთი მშვიდი ...
-ენერგია აღარ მაქვს
-მესამე ღერს ეწევი უკვე და სხვა თუ არაფერი ეგ გამოგაცლია ძალას...წავედი მე ხვალ საქმეები მაქვს და ვიძინებ
-როდემდე უნდა იცხოვრო ქალიშვილი გოგოსავით
-შენს „ბო*ობას“ რომ ვუყურებ ეგეც საკმარისია გაყვნილო კაცო ის ორი გოგო ქვევით დამხვდება ისე?
-როდის გხვდებოდნენ ახლა რო დაგხვდნენ
-რა ვიცი იქნებ ახლა მოვიდნენ_თქო და ჩემ გამო გაუშვა
-ძაან ურევ შენ რაღაც წადი დაიძინე ...
-ხვალ რას აპირებს ჩემი უდიდებულესობა?
-რამე მოწიე შენ ? რა გჭირს- ისე დაიხარა თვალებზე აკვრიდებდოა თითქოს - რამე გაგიკეთა იმ გოგომ? თუ გაბრიელთან დიდხანს ყოფნამ იმოქმედა და გადმოგედო გაბრიელოიდი
-მიპასუხე თუ ძმა ხარ
-რა ვიცი მოვიფიქრებ რამეს როგორმე გავირთობ თავს ... არაჩვეულებრივი ამინდებია შეიძლება კორტებზე წავიდე ან მამიკოს სევახსენო თავი ცოტა გავაბრაზო და მართლა კარგად გავერთო
-ცოტა ხანს მოიცადე ახლა გაიკეთა გულზე ოპერაცია კაცმა
-გავიგეთ რო მისი შვილი ხარ შენც მარა ასე ძაანაც ნუ გადაყვები თან - გაიცინა და კვამლი სახეში შეაბოლა
-მოკეტე!
-როგორ მგავხარ ზოგჯერ ... არ მინდა გავიაზრო ე.ი იმ თეს* ლაცს ვგავართ რაღაცით ორივე
-მე არ ვგავარ და შენ შეიძლება!
-ძლივს ... ძილინებისა- ასე მოისორა თორნიკე თავიდან და კმაყოფილი ჩაეშვა სავარძელში . ბიჭს აღარ მიუქცევია მისთვის ყურადღება იქაურობას გაეცალა- ე .ი ნებისმიერ წამს შეიძლება გამოჩნდე ..საინტერესოა როდის გიხილავ ქალბატონო მარიამ
ვარსკვლავებით მოჭედილ ცას უყურებდა სიგარეტის კვამლში ჩაფლულს და გაურკვეველი ღიმილი დასთამაშებდა სახეზე.

სულს მოგცემ (დასრულებული)Where stories live. Discover now