მალე შენთან ვიქნები

105 20 34
                                    

- თეჰიონ, შვილო! - სახლში შევდიოდი, მეზობლის მომლოდინე ხმა რომ გავიგე. მაშინვე, უკან გავბრუნდი და კარებთან მდგარ ბატონ მინს მივუახლოვდი. მისალმების ნიშნად, თავი რამდენჯერმე დავუხარე და ხანშიშესულ კაცს წინ დავუდექი - ფოსტა მოვიდა დილით. სახლში არ იყავი და ვთხოვე ჩემთვის დაეტოვებინათ. როგორც ჩანს, კარგი ბიჭი აღმოჩნდა და დამიტოვა. დამელოდე და გამოგიტან - ნაჩქარევად მომიგო და ბაჯბაჯით წავიდა სახლში. სულ რამდენიმე წუთში დასჭირდა უკან გაღიმებული რომ დაბრუნებულიყო.

- მინას შეუნახავს და ძებნამ დრო წაიღო. აი, გამომართვი, იმედია, კარგ ხელზე გაძლევ და სასიხარულო ამბავს გაიგებ - მომიგო სასიხარულო ტონით.
მეც მადლობა გადავუხადე მოხუც მეზობელს და ღიმილით დავემშვიდობე. კონვერტი შევათვალიერე, თუმცა უჩვეულო ვერაფერი შევნიშნე. კელისგან იყო, ჯეიბის მეგობრისგან. საინტერესოა, ჩემთან რა საქმე უნდა ჰქონდეს.

სახლში ჩქარი ნაბიჯებით შევედი. ტყავის მოსაცმელი შემოსასვლელში, საკიდზე დავკიდე; ფეხსაცმელების გამოცვლის შემდეგ ფეხზე ფლოსტები მოვირგე და სამზარეულოში ხმაურიანად შევედი. ტოლჩიდან ლიმონიანი წყალი ჭიქაში ხმაურიანად ჩავასხი და ერთიანად დავლიე. სითხით მოსვრილი ტუჩები ხელით მოვიმშრალე და თითებში მოთავსებულ კონვერტს დავაკვირდი. რამდენიმე წამიანი ყოყმანის შემდეგ, მაგიდასთან არსებული სკამი გამოვწიე და ადგილი დავიკავე. კონვერტი ფრთხილად გავხსენი და პატარა ფურცელი ამოვიღე. რამდენჯერმე იყო გადაკეცილი.

" თეჰიონ, არ ვიცი, ამას ნახავ თუ არა. როგორ ხარ? დიდი ხანია შენგან არაფერი მსმენია. ჯეიბი გვაკავშირებდა, ახლა კი ესეც აღარ. იმედი მაქვს, ეგრევე ურნაში არ მოისვრი და წაიკითხავ. დილით მის სახლს ვალაგებდი და შემთხვევით ვიპოვე. მეზობლებისგან ვიცი, რომ სულ წერდა. არ ვიცი, ვისზე ან რას, თუმცა წერდა. სულ საწერი კალამი ეჭირა ხელში. მეც, რომ ვსტუმრობდი, სულ რვეულში ჰქონდა თავი ჩარგული. მახსოვს, როგორ გაანადგურა ისინი. გარეთ დაწვა, რის გამოც მეზობლებისგან საყვედურებიც კი მივიღეთ, შესაბამისად მოუარეთო. ეს ორი წერილი, კომოდის ქვეშ ეგდო. ალბათ, ვერ შეამჩნია და ამიტომ გადაურჩა განადგურებას - ისინი შენზეა; არ წამიკითხავს, თუმცა შენი სახელი აწერია და ვფიქრობ, გამინაწყენდებოდა თუ ამას ვიზამდი. ჩვენი მეგობრობა რომ არა, არც გაგაგებინებდი. უბრალოდ, წაიკითხე კარგი? გთხოვ. ჩემს ბოლო სურვილად ჩათვალე. რას იზამ, შენი გადასაწყვეტია."

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Feb 08, 2021 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

The Phantom Of The OperaWhere stories live. Discover now