ეს ჩემი საქმეა..

1.8K 66 3
                                    

-ქალბატონო მია, უფროსმა შესაძლოა ეს საქმე დახუროს-თქვა ერთ-ერთმა პოლიციელმა და მიას გაცხარებაც დაიმსახურა

მია-როგორ თუ დახუროს ეს ჩემი საქმეა, ახლავე დაუძახე ვუჯინს.

ახალგაზრდა მამაკაცი ოთახში შედის და მიას წინ კალათდება.

მია-ვუჯინ ეს როგორ მივიღო? ხომ გთხოვე უფროსთან მოგეგვარებინა?

ვუჯინი-ვიცი მია მითხარი, მაგრამ მე ვეცადე

მია-როგორც ჩანს ბოლომდე არა, ამ საქმეს მე მივხედავ შენ კი ნარკოდილერის ფიზიკური აღწერილობა მჭირდება და გაარკვიე.

მია უფროსის კაბინეტზე აკაკუნებს და პასუხის გარეშე იჭრება ოთახში.

მია-ეს ხომ ჩემი საქმეა?

ჩანი-ამ საქმეს დავხურავთ, რადგან უკვე ეს ბიჭი ორი წელია ძებნაშია და მისი ფიზიკურობაც კი ვერ გავიგეთ,  ამ საქმეს ძალიან უყურადღებოთ უდგებით ქალბატონო მია.

მია-ბატონო ჩან გპირდებით, რომ ამ საქმეს მე მივხედავ და ისე დავხურავ, დამიჯერეთ ის ნაბიჭვარი ციხეში ამოყოფს თავს.

ჩანი-რადგან ასეთი დარწმუნებული ხარ საკუთარ თავში, ეს საქმე შენთვის მომინდია.

მია-მადლობთ

მია კაბინეტიდან გასვლას აპირებდა, როდესაც ბატონი ჩანის სიტყვებმა შეაჩერა.

ჩანი-რამე შეცდომა არ დაუშვა, წარმატებები მია.

მიაც გახარებული თავის კაბინეტს დაუბრუნდა და საბუთებს გადაავლო თვალი.

მეორე დღეს ყავით ხელში ისევ თავის სამსახურს უბრუნდება და ვუჯინს იძახახებს კაბინეტში

დღე არც ისეთი კარგი აღმოჩნდა, მაგრამ მიას იმედი აქვს, რომ ყველაფერი მოგვარდება და უფროსსაც იმედს არ გაუცრუებს.

მია-აბა გელოდები რა გაარკვიე?

ვუჯინი-მისი აღწერილობა არ არის ცნობილი, მასთან ვინც მუშაობს იარაღებით არიან მომარაგებულნი, ის გაყიდვებში არ მონაწილეობს, გარედან აკვირდება ყველაფერს და ყველანაირ საბუთს იშორებს, როგორც ჩანს, რომ მისი ვინაობა არ გავიგოთ, ასევე ის ყველანაირად დაცულია, საქმეს არასდროს გვარებს მობილური ტელეფონით და ეს კიდევ ერთ პრობლემას გვიქმნის.

მოთამაშე ნარკოდილერი (რედაქტირების პროცესში)(Completed) Where stories live. Discover now