2

1.1K 89 11
                                    

ალბათ, რთული წარმოსადგენი არ არის, თუ რა დამემართა მაშინ, როცა თეჰიონისგან ეს სიტყვები მოვისმინე. დამცინის, ხო, აშრაკად დამცინის ეს ადამიანი. მარტო ის კი არა, საერთოდ, ბედი დამცინის. ჯერ იყო და ასაკიანი კაცი კი არა, ეს დამხვდა კაბინეტში, ახლა კიდევ ვიგებ, რომ თურმე სამი თვე მისი სურვილები უნდა ვასრულო. ვიღაც 24 წლის მილიონერი ჩემს გაკონტრილებას აპირებს.
-სასაცილოა, მართლა სასაცილოა-საკუთარ თავს თუ ვის ან რას დავცინოდი, არც მე ვიცოდი.
-რა არის სასაცილო?-წარბის აწევით, ამოუცნობი ღიმილით მკითხა.
-ყველაფერი ბატონო თეჰიონ, ყველაფერი სასაცილოა.
ვუთხარი და გვერდზე გავედი, მერე კი დივანზე ჩამოვჯექი.
-ოთახს გაჩვენებ, შეგიძლია ჩემოდანი ამოიტანო და მერე გავიდეთ.
-რომ არ გავიდეთ, არ შეილძლება? თუ ეგ ხელშეკრულება ჩემს სურვილებს სულ არ ითვალისწინებს?
-შენს სურვილებსზე წერია მარტო ის, რომ შეგიძლია მიჩივლო თუ ხელფასს არ გადაგიხდი-წარბის აწევით, კმაყოფილი სახით გამომხედა.
-ხო, რა თქმა უნდა, დაწერეთ მხოლოდ ის, რაც არასდროს მოხდება.
თანხმობის ნიშნად თავი ამაყად, სულ ცოტათი დამიქნია.

რამდენიმე წუთი ვიჯექი ის კი კვლავ იდგა, მერე კი ჩემს ოთახში ამიყვანა. ბარგი ძლივს ავათრიე, ის კი არც დამხმარებია. ტირანია, უბრალოდ ტირანი. საერთოდ არ ფიქრობს სხვაზე, მთავარია, თვითონ იყოს ბედნიერი. ვაღიარებ, ოთახი სასიამოვნო იყო, ლამაზ ფერებში, მშვიდი და თბილი, მაგრამ, ეს არ ცვლიდა კიმ თეჰიონს.
-მგონი დაისვენე, გავიდეთ-ასეც ვიცოდი, კითხვამ არ დააყოვნა.
-აქ რომ დავილაპარაკოთ არ შეიძლება? არ მიყვარს გარეთ ვინმესთან ერთად გასვლა.
-მთელი დღეა თავს არიდებ ამ საკითხს. ჰო, კარგი. იცოდე, არ ვარ ისეთი ადამიანი, ვინმეს რამეზე რომ ეთანხმებოდეს, მაგრამ იყოს დღეს ასე.
სანამ მე ოთახში ავედი შხაპი რომ მიმეღო, ბატონმა ტირანმა პიცა შეუკვეთა. რომ ჩამოვედი, უკვე დივანთან, მაგიდაზე ელაგა.
-მოგისწრიათ შეკვეთა ბატონო თეჰიონ.
-მოდი, სანამ ძალიან გაცივებულა.

Helper-K•THWhere stories live. Discover now