7

1.1K 62 10
                                    

-რაღაცას გეტყვი და არ შემაწყვეტინო...უბრალოდ ბოლომდე მისმინე...მერე თუ გინდა გაბრაზდი და შენ გადამაგდე აქედან, ან უბრალოდ გავაგრძელოთ ის რაც ჯერ არ დაწყებულა...-წამის მეასედში ვიფიქრე, რომ გრძნობებში უნდა გამომტყდომოდა, თუმცა ცუდი წინათგრძნობა მქონდა-წვეულებაზე რომ დაგინახე მომეწონე, სხვებს არ გავდი და თან უცხოელი, რომ იყავი ვიფიქრე მოგეწონებოდი. ცეკვაზე უარი, რომ მითხარი გავბრაზდი და კიდევ უფრო დავინტერესდი...ჩემმა სულელმა ძმაკაცმა იდეა მომაწოდა, რომ დამეთვრე და სასმელი ჩამოასხა, მეტი ეფექტისთვის რაღაც აბები ჩაყარა...-გავშრი, ვერაფერს ვამბობდი, უბრალოდ ვისმენდი-მინდოდა ეს გცოდნოდა, იმ ღამით ამიტომ გახდი ცუდად... მოკლედ, მე ემა მიყვარს და არ მინდა იმედები დააამყარო ჩენზე-ძალა მოვიკრიბე და წამოვედი, ფინი აღარ გამომყოლია, სტუდსაცხოვრებელში მივედი და საერთოდ არ მიფიქრია იმაზე, რომ ახლა საქართველოში დილის 6 საათი იყო, დედას დავურეკე

-აღარ მინდა აქ გაჩერება დედა!-მხოლოდ ეს ვუთხარი და დანარჩენი არ მახსოვს, მან კი ბილეთები დამიჯავშნა

გულის სიღრმეში მიხაროდა, რომ ფინი ასეთი ნაძირალა აღმოჩნდა, მე საქართველოში ვბრუნდებოდი... მთავარია იმ პატარა გოგოების ოცნება ავასრულე...მისი ოცნება ავასრულე და ხმაურიან ნიუ იორკში ვსწავლობდი. ჩემოდანი ამოვიღე და ტანსაცმლის ჩლაგება დავიწყე, თან ვტიროდი, მენტრებოდა... მთელი არსებით მენატრებოდა...ისე მენატრებოდა, რომ ტკივილი ძვლებამდე აღწევდა და სულსაც მიყინავდა...ამას ვგრძნობდი. ვცადე დამევიწყებინა, აღარ ვსაუბრობდი მასზე, არც მასთან საერთო ნივთები მქონდა, საფლავზეც კი არ დავდიოდი... თუმცა არ მავიწყდებოდა...მთავარია მისთვის გავაკეთე ეს, მისთვის ამერიკაში ვიცხოვრე. ოთახის კარი ისევ წიხლით გაიღო და რენი შემოვარდა

-მიდიხარ?-აცრემლებული თვალებით ელოდა ჩემს პასუხს

მეც თავი თანხმობის ნიშნად დავუქნიე და ჩავეხუტე.

•ეს ამად ღირს•    დასრულებული✔Opowieści tętniące życiem. Odkryj je teraz